გვიანი დედობა - ახალგაზრდობის საწინდარი მათთვის, ვინც 40 წელს გადააბიჯა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გვიანი დედობა - ახალგაზრდობის საწინდარი მათთვის, ვინც 40 წელს გადააბიჯა

- დღეს სულ უფრო მეტი ქალი ქმნის ოჯახს საკმაოდ მოზრდილ ასაკში და დებს ბავშვის გაჩენას იმ დრომდე, სანამ თავად მყარად არ დადგება ფეხზე. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, მაგრამ უდავოა ერთი რამ: ამ დროს მათ ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, გაიხანგრძლივონ ახალგაზრობა და, მიუხედავად ასაკისა, ისიამოვნონ ცხოვრების საჩუქრებით.

- ხომ არ გახშირდა ბოლო ხანს გვიანი მშობიარობა?

- ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში 30-დან 39 წლამდე ასაკის პირველმშობიარეთა რაოდენობამ 2-ჯერ და მეტად მოიმატა. ამავე პერიოდში 50%-ით მოიმატა 40 წელს გადაცილებული პირველმშობიარე ქალების რიცხვმა. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, როდესაც ქალს 30 წელი უსრულდებოდა, მისი ბიოლოგიური საათი განგაშის ზარს რეკდა. დღეს პირველი სიგნალი 35-40 წლის შემდეგაც კი არ ისმის. თანამედროვე ქალების უმრავლესობას 35-40 წლის შემდეგ ყველაზე აქტიური პერიოდი უდგება - აღწევენ პროფესიულ წარმატებებს, მისდევენ სპორტს, თავს უვლიან და მშვენივრად გამოიყურებიან. სწორედ ამ დროს იღებენ ისინი გაწყვეტილებას, გააჩინონ პირმშო ან დიდი ხნის შესვენების შედეგ - მეორე შვილი და ახალი ოჯახიც კი შექმნან. არცთუ იშვიათად გვიანდელი ორსულობა არა დაგეგმვის, არამედ გვიანი ქორწინების შედეგია, ზოგჯერ კი უშვილობასთან მრავალწლიანი ბრძოლა მხოლოდ ამ ასაკში გამოიღებს ხოლმე შედეგს.

- რამ განაპირობა იმ ზღვრის აწევა, რომელიც მშობიარეთა ასაკს ზღუდავდა?

- ამის ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოებაა. თუ თქვენ უკვე გადალახეთ 40 წლის ზღურბლი და გეშინიათ, რომ დედობის სიხარული თქვენთვის უკვე დაკარგულია, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. 40 წლის ქალების გამოკვლევამ, რომელიც მშობიარობამდე ტარდება, გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვების დაბადების ალბათობა მინიმუმამდე შეამცირა და 20 წლის ქალების დონემდე დაიყვანა. დღეს არსებულმა კონტრაცეფციის შედარებით უსაფრთხო მეთოდებმა და იმ ქალების აქტიურობამ, რომლებმაც პირველად 40 წლის შემდეგ იმშობიარეს, ხელი შეუწყო საზოგადოებაში იმ აზრის გავრცელებას, რომ მშობიარობა გვიანი არასდროს არის. მეტიც - ის დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მთავარია დედობისადმი თქვენი დამოკიდებულება და ჯანმრთლობის ზოგადი მდგომარეობა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ გვიან ორსულობას სარგებლობა მოაქვს ქალისთვის, თუმცა კი მცირე ხნით ასუსტებს მის ჯანმრთელობას.

- რატომ მოიმატა ასეთი ქალების რიცხვმა?

- დღეს მსოფლიოში ქალები ხშირად 40 წლის შემდეგ მშობიარობენ. დააკვირდით ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც იმშობიარეს 40 წლის შემდეგ. ბევრ თანამედროვე ქალს მიაჩნია, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლია, ბავშვის გაჩენა მისთვის ხელსაყრელ დრომდე გადადოს. ეს ის დროა, როცა ისინი:

  • მიიღებენ სრულფასოვან განათლებას;
  • წარმატებას მიაღწევენ პროფესიულ საქმიანობაში;
  • განიმტკიცებენ ფინანსურ მდგომარეობას;
  • თუმცა ამავე დროს იმატებს რისკი, რომ გადადებული ორსულობა შესაძლოა სავსებით აღარ დადგეს ან არ ჰქონდეს სასურველი შედეგი.

ნამდვილად ღირს ბავშვის გაჩენა 40 წლის შემდეგ. ამ დროს ქალის ორგანიზმში ამოქმედდება ფარული რეზერვები, რაც მოწიფულ დედებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს - მათ ხომ ასე სჭირდებათ თავიანთი პაწიას გაზრდა და ფეხზე დაყენება. იპოვიან შესაფერის ცხოვრების თანამგზავრს და ა.შ.

- მართლა ასეთი მაღალია გართულებების რისკი 40 წელს გადაცილებულ ქალებში?

- მართალია, სამედიცინო ჩვენებით ითვლება, რომ უმჯობესია იმშობიაროთ 20-24 წლის ასაკში, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ამ ასაკში მშობიარობისთვის ემოციურად და ფსიქოლოგიურად მზად არ არის; ემოციურ სიმწიფეს ისინი ფიზიკური მომწიფებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღწევენ. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ასაკთან ერთად ბუნებრივი და ხელოვნური განაყოფიერების შანსი ქვეითდება. გასაგებია, რომ ასაკთან ერთად ჯანმრთელობა არ გვემატება. 25-დან 30 წლამდე ასაკის ქალების მხოლოდ 15%-ს ეშლება მუცელი. 40-ის შემდეგ - დაახლოებით 40%-ს. ამავე დროს ასაკთან ერთად იმატებს თანდაყოლილი დაავადებების მქონე ბავშვის გაჩენის რისკი. მიუხედავად ამისა, ჩვენს სინამდვილეში 35 წელს გადაცილებული ორსული ავტომატურად უკვე აღარ ხვდება მაღალი რისკის ჯგუფში. ბევრი რამ არის დამოკიდებული ქალის ბიოლოგიურ ასაკსა და ფსიქოლოგიურ განწყობაზე. მოზრდილი დედები უფრო გააზრებულად და გულმოდგინედ ემზადებიან ორსულობისთვის, ზრუნავენ თავიანთ და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე. ასეთი სერიოზული დამოკიდებულების დროს თანამედროვე მედიცინის დახმარებით მრავალი საშიშროების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მართლაც, გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ თუ ასეთი ქალი არ არის უნაყოფო, ფიზიკურად ჯანმრთელია, არ ჰქონია თვითნებითი აბორტი, ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი თითქმის ისეთივე აქვს, როგორიც 20 წლის ქალს. ეს კი რადიკალურად ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ მოსაზრებას, თითქოს უფროსი ასაკის ქალებს ხშირად უჩნდებათ სუსტი, მცირე წონის ბავშვები, რომლებიც იხოცებიან ან ავადმყოფები იბადებიან.

- როგორ განისაზღვრება რისკის ხარისხი?

- 35 და მითUუმეტეს 40 წლის შემდეგ ორსულობა რისკის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ ჩაივლის, მაგრამ ეს რისკი არც ისე დიდია, როგორც გგონიათ და ხშირად შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ.


- რა უნდა გაითვალისწინონ "არცთუ ისე ახალგაზრდა" ქალბატონებმა, თუ მშობიარობა სურთ?

პრობლემა პირველი

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შეიძლება მოგეჩვენოთ დაორსულების გაძნელება. 35 წლის შემდეგ დაორსულების უნარი თანდათან მცირდება. თუU გამოვრიცხავთ ისეთ არასასურველ ფაქტორს, როგორიცაა ნაადრევი მენოპაუზა (კლიმაქსი), იმისათვის, რომ დაორსულდეს, 35 წლის შემდეგ ქალს, ნაცვლად 4 თვისა, შეიძლება დასჭირდეს 6-12 თვე.

პრობლემა მეორე

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რაც უფროსი ასაკის პირველმშობიარეს ემუქრება, გენეტიკური გადახრების მქონე, განსაკუთრებით კი დაუნის სინდრომიანი ბავშვის გაჩენაა. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ 40 წლის ქალები ბავშვს დაუნის სინდრომით 9-ჯერ უფრო ხშირად აჩენენ, ვიდრე 30 წლის ქალები. მაგრამ, მეორე მხრივ, 40 წელს გადაცილებული ქალების მიერ დაუნის სინდრომიანი ბავშვების გაჩენის ალბათობა არ აღემატება 1%-ს. ასაკთან ერთად რისკი იმატებს და 45 წლის ქალებში 3%-ს აღწევს. მაგრამ, მოდი, ამ საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ - ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის ალბათობა 97%-ია. ესეც ხომ სტატისტიკაა?

პრობლემა მესამე

35 და მით უმეტეს 40 წელს გადაცილებულ ქალებში ორსულობის გართულებები უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდებში. ეს განსაკუთრებით ეხება შაქრიან დიაბეტს და ჰიპერტენზიას (მაღალი წნევა), რომლებიც ისედაც დამახასიათებელია უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. ასეთი გართულებები 36 წელზე უფროსი ასაკის ქალების დაახლოებით 6%-ში გვხვდება. სტატისტიკის მიხედვით, ხანდაზმულ პირველმშობიარეებში მაღალია ისეთ გართულებათა საშიშროება, რომლებიც მოითხოვს სამედიცინო ჩარევას და შეუძლია, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. იმატებს თვითნებითი აბორტის ალბათობაც. მშობიარობა შეიძლება გახანგრძლივდეს და გაძნელდეს, რაც საკეისრო კვეთის ჩვენებას წარმოადგენს.

პრობლემა მეოთხე

"არცთუ ისე ახალგაზრდა" ქალბატონები გარემოში არსებული პოტენციურად მავნე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებას უფრო მეტხანს განიცდიდნენ. ამიტომ მათში მეტია ენდომეტრიოზისა და ფიბროზული სიმსივნეების ალბათობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაორსულებასა და თვით ორსულობის მიმდინარეობის პროცესზე. მაგრამ შესაძლებელია ყველა ამ საშიშროების მინიმუმამდე დაყვანა, თუ ქალი, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს ორსულობას, წინასწარ მოამზადებს საკუთარ ორგანიზმს მომავალი ორსულობისთვის.

- როგორ შევარჩიოთ დაორსულებისთვის ხელსაყრელი დრო?

- როდესაც 20 წლის ასაკში და 40 წლის ასაკში ნამშობიარებ ქალებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს: "გააჩენდით თუ არა შვილს იმავე ასაკში?" - 20 წლის ქალების ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო "ხანდაზმულებში", პირიქით, თითქმის ყველას მიაჩნდა, რომ სწორად შეარჩია ბავშვის გაჩენის დრო. ქალები, რომლებიც ბავშვების გაჩენას არ ჩქარობენ, საუკეთესოდ არიან მომზადებული ორსულობისა და ბავშვების გაზრდისთვის. გამოკვლევებით დადგენილია, რომ უფროსი ასაკის ქალები ორსულობის დროს იშვიათად განიცდიან შინაგან კონფლიქტებს. ქალი ასეთ ასაკში ნაკლებად ექვემდებარება სტრესებს, უფრო გახსნილია და დაინტერესებულია ახლის შესწავლით, ვიდრე ახალგაზრდა დედები. გვიანი ბავშვი ქალისთვის, რომელმაც იცის, რა უნდა, უძვირფასესი საჩუქარია. გარდა ამისა, ასაკთან ერთად მოდის იმის ცოდნა, ვინ ხართ და რა გინდათ, განსხვავებით ახალგაზრდა დედისგან, რომელსაც საკუთარი თავი ჯერ კიდევ ვერ უპოვია. ასეთი ქალები უფრო დისციპლინირებული არიან და საკუთარ „მე“-სთან თანხმობით ცხოვრობენ. მათ გაცნობიერებული აქვთ, რაზე მოუწევთ უარის თქმა და რა ელით. მოგვიანებითი ორსულობა, ჩვეულებრივ, ღრმა განსჯის შედეგად მოდის; გადაწყვეტილებას ორი ზრდასრული ადამიანი იღებს, რომლებსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ.

მედლის მეორე მხარე

გვიანდელ დედობას, რასაკვირველია, აქვს უარყოფითი მხარეებიც. უფროსი ასაკის შვილოსნობის უნრის მქონე ქალები მშობიარობის შემდეგ ისე სწრაფად ვერ იბრუნებენ პირვანდელ ფორმას, როგორც ახალგაზრდები.

- მართალია, რომ ორსულობა 40 წლის შემდეგ აახალგაზრდავებს?

- არებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები, რომ ნამდვილად ასეა. ამერიკელი გენეტიკოსები იუტის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ ქალებს, რომლებმაც შვილი 40 წლის შემდეგ გააჩინეს, აქვთ გაცილებით უფრო მყარი ჯანმრთელობა და ცოცხლობენ უფრო მეტ ხანს. გენეტიკოსებმა შეისწავლეს ისტორიული დოკუმენტები მე-17-18 საუკუნეების კვებეკის 400 ათასი მცხოვრების შესახებ, ასევე 1,5 მლნ ჩვენი თანამედროვის დემოგრაფიული და სამედიცინო მონაცემები და დაადგინეს, რომ ქალებმა, რომლებიც დედობას 40 წლის შემდეგ ეზიარნენ, იცოცხლეს იმ ქალებზე მეტხანს, რომლებმაც ასეთი გმირული საქციელის ჩადენა, "ხანდაზმულ" ასაკში მშობიარობა, ვერ გაბედეს.

- რაშია ამ ფენომენის საიდუმლო?

- ამ ფენომენის მიზეზია ქალური ჰორმონების, ძირითადად - ესტროგენების გაძლიერებული გამომუშავება. მათ ტონუსში მოჰყავთ კუნთები, ამტკიცებენ ძვლებს, აქვეითებენ ჰიპერტენზიის განვითარების რისკს. 40 წლის შემდეგ ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება ფიზიოლოგიური თვალსაზრისით მეორე ახალგაზრდობის პერიოდად შეიძლება განვიხილოთ. და თავად ის ქალბატონიც, რომელიც დაგვიანებით გააჩენს ბავშვს, ფსიქოლოგიურად თავს გაცილებით უფრო ახალგაზრდად გრძნობს თავს თანატოლებთან შედარებით: ის ხომ "ამ ასაკში" ახალგაზრდა დედაა და არა... ბებია. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ორსულობა და მშობიარობა სტრესია ქალის ორგნიზმისთვის, მაგრამ ჯანმრთელი და აქტიური ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ქალს შესწევს ძალა, ბოლომდე მიიტანოს ორსულობა და აღზარდოს სასურველი ბავშვი.