ინტიმური კომფორტი და თავდაჯერებულობა: რატომ იწყება ქალური ჯანმრთელობა სწორი დიაგნოსტიკით?
სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი აპარატი არ არსებობს. ვულვო-ვაგინალური პრობლემების ეფექტურ მართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი არა უბრალოდ „პოპულარული აპარატის შერჩევა“, არამედ სწორი ტექნოლოგიის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებაა.
3 ინოვაციური ტექნოლოგია - 1 მთავარი პრინციპი

ყოველი ქალის ორგანიზმი, ანატომიური თავისებურება და ჩივილი ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში საჭიროა ქსოვილების სტრუქტურული რემოდელირება, ზოგჯერ - მენჯის ფსკერის რეაბილიტაცია, ხოლო სხვა დროს -ვაგინალური ქსოვილების სიღრმისეული მკურნალობა. სწორედ ამიტომ, სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრ 4&8-ში გამოიყენება 3განსხვავებული, მსოფლიო დონის ტექნოლოგია:
- Morpheus8 V - ფრაქციული ნემსისებრი RF ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ქსოვილების ღრმა რემოდელირებისა და სტრუქტურული ცვლილებებისთვის.
- INDIBA - რადიოსიხშირული ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილების უჯრედულ სტიმულაციასა და მენჯის ფსკერის კუნთების რეაბილიტაციას.
- Lutronic Er - ერბიუმის ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც სპეციალურად ვაგინალური ქსოვილების აღდგენისა და მკურნალობისთვისაა შექმნილი.
კლინიკა 4&8-ის სპეციალისტები მკურნალობას არ იწყებენ კითხვით - „რომელი აპარატი გამოვიყენოთ?“ მკურნალობა იწყება სიღრმისეული დიაგნოსტიკით. პირველ ეტაპზე დეტალურად ფასდება პაციენტის ჩივილები, დგინდება პრობლემის გამომწვევი მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევა შესაბამისი ტექნოლოგია თუ ინდივიდუალური სამკურნალო პროტოკოლი.

რას მკურნალობენ კლინიკა 4&8-ში?
ცენტრ 4&8-ის სამედიცინო მიმართულება მოიცავს როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ და სექსოლოგიურ მკურნალობას:
- მკურნალობა და აუგმენტაცია: ვულვო-ვაგინალური გაახალგაზრდავება RF და ნემსისებრი RF ტექნოლოგიით - გაფართოებული საშოს სინდრომის მკურნალობა და სქესობრივი აქტის დროს მგრძნობელობის მომატება;
- დიდი სასირცხო ბაგეების აუგმენტაცია: მოცულობის აღდგენა და ფორმის კორექცია ფილერით;
- G წერტილის აუგმენტაცია: მგრძნობელობის გაძლიერება და ანორგაზმიის მკურნალობა;
- PRP თერაპია (პლაზმოთერაპია): ქსოვილების ბუნებრივი რეგენერაციისა და გაახალგაზრდავებისთვის;
- ანორგაზმიის მკურნალობა: კვალიფიციური სექსოლოგის კონსულტაცია და კომპლექსური თერაპია;
- სპეციალიზებული პროცედურები: ლაბიოპლასტიკა (სასირცხვო ბაგეების პლასტიკა);
- შარდის შეუკავებლობის მკურნალობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
- ვაგინალური სიმშრალისა და ატროფიული ცვლილებების მკურნალობა;
- ინტიმური ზონის გაღიავება;
- გენიტალიების ნაწიბურების მკურნალობა (აპარატურული ან პროცედურული მეთოდით);
- სინექია (სასირცხო ბაგეების შეხორცების მკურნალობა).
რატომ კლინიკა 4&8? - კომპლექსური მიდგომა

სრულყოფილი შედეგისთვის სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი 4&8 ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც ინტიმურ ჯანმრთელობას უდგებიან 360-გრადუსიანი კომპლექსური მიდგომით. ცენტრში იციან, რომ ფიზიკური დისკომფორტი ხშირად ემოციურ და სექსუალურ სფეროზეც ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, პაციენტებს ადგილზე ხვდებათ:
- უახლესი აპარატურული ტექნოლოგიები (Morpheus8 V, INDIBA, Lutronic Er);
- გინეკოლოგისა და სექსოლოგის ერთობლივი მეთვალყურეობა;
- პროფესიონალური ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა.
სწორი მეთოდი სწორი პრობლემისთვის, ეს არის პრინციპი, რომლითაც კლინიკა 4&8 უზრუნველყოფს უსაფრთხო, ხანგრძლივ და ეფექტურ შედეგს.
საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დაჯავშნა
ინტიმურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციითა და სწორი ინდივიდუალური მიდგომის შერჩევით.
მისამართი: საბურთალო, ელიზბარ მინდელის 7ბ (მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ).
ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: +995 514 00 44 88
სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი 4&8
R