საზაფხულო ნაკრები, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ჩანთაში – გინეკოლოგი მაკა მარუაშვილის რეკომენდაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საფრთხე, რომელზეც ქალები ზაფხულში არ ფიქრობენ: რატომ არის 35 გრადუს სიცხეში გარუჯვა საშიში?

ზაფხული, ზღვა და ნანატრი შვებულება - ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ყველას ყოველდღიური რუტინისგან დასვენება და განტვირთვა გვინდა. თუმცა, ქალების დიდი ნაწილისთვის ეს იდილია შესაძლოა მოულოდნელმა ან, პირიქით, კალენდრით გათვლილმა მენსტრუაციამ შეაფერხოს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალების თითქმის 80%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამთხვევია ციკლი შვებულების პერიოდს, ხოლო კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ მენსტრუალურ დარღვევებს ყოველი მესამე ქალი აწყდება მოგზაურობისას.

უნდა ვთქვათ თუ არა უარი პლაჟსა და ცურვაზე ამ დღეებში? როგორ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა სისხლდენაზე და რამდენად უსაფრთხოა ჰორმონებით ციკლის ხელოვნურად გადავადება?

ამ და სხვა აქტუალურ თემებზე, რომლებიც ზაფხულის სეზონზე ყველა ქალს აინტერესებს, გინეკოლოგი მაკა მარუაშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო მაკა, მენსტრუაციის დროს ზღვაში ან აუზში ბანაობა რამდენად დასაშვებია? ხომ არ ჯობია, ეს დღეები სანაპიროზე, შეზლონგზე გავატაროთ?

- ზოგჯერ მენსტრუაციული ციკლი ჩვენს დასვენების დღეებსა და აუზზე ყოფნას ემთხვევა, მაგრამ ამის გამო დასვენებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. მენსტრუაციის დროს აუზზეც და ზღვაშიც ცურვა სრულიად შესაძლებელია.

- ყველაზე გავრცელებული მითია, რომ თბილ წყალში ყოფნა სისხლდენას აძლიერებს, ცივი კი პირიქით - აჩერებს და ციკლს რევს. რა ხდება ამ დროს ორგანიზმში, რეალურია ეს საფრთხე?

- თბილი წყალი ამ დროს არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს - შესაძლებელია შხაპის მიღებაც და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცურვაც. თუმცა, მაღალ ტემპერატურაზე ცხელი აბაზანის მიღება ან ცხელ ჯაკუზიში ჯდომა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან მაღალ ტემპერატურაზე სისხლძარღვები ფართოვდება და ეს სისხლდენის გაძლიერების რისკფაქტორი ხდება.

zafxuli-1781286743.jpg

რაც შეეხება ცივ წყალს, ის, რა თქმა უნდა, ავიწროებს სისხლძარღვებს, მაგრამ ის მოსაზრება, რომ ცივ წყალში მენსტრუაციული სისხლი გაჩერდება, მითია. ეს პროცესი ხომ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებით იმართება და წყლის ტემპერატურა მას ასე მარტივად ვერ შეაჩერებს.

- პლაჟზე ბევრი ქალი იყენებს ტამპონს ან მენსტრუალურ ჭიქას. რამდენად უსაფრთხოა ამ დროს წყალში შესვლა? ხომ არ არსებობს რისკი, რომ წყალი მაინც შევიდეს და ინფექცია გამოიწვიოს?

- რაც შეეხება მენსტრუალური ჭიქისა და ტამპონის გამოყენებას, მოდით, ჩავშალოთ: მენსტრუალური ჭიქა უფრო პრაქტიკულია, ვინაიდან წყალში ყოფნის დროს ის არ სველდება და არ იჯირჯვება. მისი გამოცვლა ხდება 6-დან 8 საათში ერთხელ, ინდივიდუალურად.

tamponi-1781287312.jpg

ხოლო ტამპონის გამოყენებაც შეგიძლიათ ამ დროს, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. აჯობებს, პატარა ზომის ტამპონი გამოიყენოთ, ვინაიდან ის გარედან წყალსაც შეიწოვს, ზომაში იმატებს და შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს. ამიტომ, წყლიდან ამოსვლის შემდეგ მალევე უნდა მოხდეს მისი შეცვლა. ჩვეულებრივ პირობებში კი ტამპონი 4 საათში ერთხელ შეგიძლიათ შეცვალოთ, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია.

- 35 გრადუს სიცხეში, როცა გარეთ ისედაც ცხელა, გარუჯვა რამდენად უსაფრთხოა ციკლის დროს? შეიძლება სიცხემ სისხლდენა გააძლიეროს?

- 35 გრადუსი საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა, რამაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა და თერმული დაზიანება. რა თქმა უნდა, ეს ის დროა (შუადღის საათები), როდესაც რუჯის მიღება საერთოდ არ არის კარგი იდეა.

auzze-1781286762.jpg

- ხშირად ხდება, ჩავდივართ კურორტზე და მგზავრობის ან კლიმატის გამო ციკლი ან საერთოდ ქრება, ან პირიქით, ბევრად ადრე იწყება და შვებულების გეგმებს გვირევს. რატომ რეაგირებს ორგანიზმი ასე მწვავედ კლიმატის შეცვლაზე?

- ამ დროს ორგანიზმი გარკვეულ ეტაპზე გადის აკლიმატიზაციას, რის გამოც ხდება მენსტრუაციული კალენდრის არევა. ამას ხშირად თან ახლავს ჩვენი ემოციური ფონიც - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები მოქმედებს ციკლზე. ამ დროს არ უნდა დავპანიკდეთ; თუ ეს ერთჯერადად ხდება, ციკლი თავისით დალაგდება.

- სწორედ ამ „ჩაშლილი შვებულების“ თავიდან ასაცილებლად, ბევრი ქალი თვითნებურად სვამს ჰორმონალურ აბებს, რომ ციკლი რამდენიმე დღით გადაწიოს. რას ვრისკავთ ამ დროს?

- დიახ, ქალბატონები ხშირად იღებენ ჰორმონალურ პრეპარატებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჰორმონებია. ამას ორგანიზმის მხრიდან ყოველთვის ექნება რეაქცია და შესაძლოა, გარკვეული პერიოდით ციკლის უფრო მეტად არევა გამოვიწვიოთ.

- გზაში ყოფნისას, განსაკუთრებით შორ მანძილზე მგზავრობისას, როცა სიცხეა და ჰიგიენის დაცვა რთულდება, რას გვირჩევთ - როგორ მოვიქცეთ? სველი ხელსახოცების იმედად ყოფნა საკმარისია?

- შორ მანძილზე მგზავრობის დროს შეგვიძლია სველი ხელსახოცების გამოყენება, თუმცა აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ მათ შემადგენლობას: ხელსახოცი უნდა იყოს წყლის ბაზაზე, ანტიალერგიული, სპეციფიკური სუნისა და არომატის გარეშე, რადგან არომატიზატორებმა შესაძლოა კანზე ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

samedicino-chanta-1781286787.jpg

- რა მინიმალური „საზაფხულო ნაკრები“ უნდა ჩავიდოთ ჩანთაში მგზავრობისას, რომ ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევას მომზადებული შევხვდეთ?

- საზაფხულო ნაკრებში აუცილებლად უნდა იყოს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი და მწერების ნაკბენების საწინააღმდეგო მალამოები. ასევე, კარგად უნდა მივიღოთ წყალი, არ დაგვავიწყდეს მზის სათვალე და თერმული წყალი სახის შესაგრილებლად.