ნაცხი ციტოლოგიისთვის- რას გვიჩვენებს და როდის უნდა ჩაიტაროს ქალმა ნაცხის ანალიზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაცხი ციტოლოგიისთვის- რას გვიჩვენებს და როდის უნდა ჩაიტაროს ქალმა ნაცხის ანალიზი

იკვლევენ მათ რაოდენობას, ზომას, ფორმასა და განთავსების ხასიათს.

ნაცხი ნორმალურად (უარყოფითად) ითვლება, თუ ყველა უჯრედს აქვს ნორმალური ზომა და ფორმა, ატიპური უჯრედები კი არ არის.

ანომალური ნაცხის აღწერისას გამოიყენება სპეციალური ტერმინები: I, II და III ხარისხის დისპლაზია და ატიპია. I ხარისხის დისპლაზიისას რეკომენდებულია 3-6 თვის შემდეგ კვლევის გამეორება, რადგანაც ასეთი შედეგი შეიძლება იყოს არანამკურნალევი ტრიქომონიაზის, ქლამიდიოზის ან გონერეის დროს, II და III ხარისხის დისპლაზიისას საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შესაფასებელი უფრო სერიოზული კვლევა ინიშნება - ბიოფსია. ატიპიის აღმოჩენისას აუცილებელია ონკოლოგის კონსულტაცია.

ნაცხის ციტოლოგიური კვლევის ჩატარება ყველა ქალისთვის რეკომენდებულია 20 წლის ზემოთ, წელიწადში ერთხელ. თუ შედეგი ორჯერ უარყოფითი იქნება, ანალიზის გამეორება შეიძლება 3 წელიწადში ერთხელ.

ნაცხი „სტერილობაზე“ საშოს სისუფთავის ხარისხის ანალიზია. ანალიზი განსაზღვრავს მის შემადგენლობას, რომელიც ნორმის დროს წარმოდგენილია კოკების მიკროფლორით, სეკრეტითა და ეპითელიუმის სხვადასხვა უჯრედით.

სტერილურობის ხარისხის ანალიზი გამოიხატება ციფრებით «1» და «2» - ნორმის მაჩვენებელია, «3» და «4» - საშოს ანთება (კოლპიტი).

ნაცხი ფარულ ინფექციებზე

ასეთი ანალიზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამოვლენის საშუალებას იძლევა. მათი აღმოჩენა შეუძლებელია ნაცხის ფლორაზე გამოკვლევით. ანალიზისთვის გამოიყენება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი, რომლის დროსაც ინფექციის გამომწვევს მისი დნმ-ით განსაზღვრავენ. ამ ანალიზის ნორმული მაჩვენებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უარყოფითი შედეგი.