იაპონელი ქალბატონი 20 წლის წინ დავიწყებულ საშვილოსნოსშიდა სპირალს კინაღამ ემსხვერპლა
ეს სიმპტომები ქალბატონს გამოუვლინდა ექიმთან მიმართვამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო ბოლო სამი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ჩივილებს დაემატა მუცლის არეში ტკივილი და სიარულის გაძნელება.
ფიზიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მარცხნივ, მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში პაციენტს აღენიშნებოდა რბილი, მტკივნეული წარმონაქმნი, ხოლო სისხლის ანალიზი აჩვენებდა მწვავე ანთებითი პროცესის ნიშნებს. მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით გაირკვა რომ იყო საშვილოსნოსშიდა სპირალი, რომელიც გარშემორტყმული იყო მრავალრიცხოვანი აბსცესით. აბსცესი გავრცელდა მთელ მენჯის ღრუზე და გადავიდა მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზეც, რამაც გამოიწვია სიარულის პრობლემები.
პაციენტის განმარტებით სპირალი მან 20 წლის წინ ჩაიდგა და მას შემდეგ გინეკოლოგისთვის აღარ მიუმართავს. ქალბატონს გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დროსაც ამოღებული იქნა არა მარტო აბსცესები, არამედ სპირალიც. სხეულში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მყოფი მოწყობილობა დაფარული იყო მოყვითალო ნადებით, რომლის მიკრობიოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბაქტერიული ინფექციის გამომწვევი გახდა Actinomyces israelii ბაქტერია. საშოში, სწორ ნაწლავში და პირის ღრუში არსებულ ამ უწყინარ ბაქტერიას, იმუნური სისტემის დასუსტების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს ინფექციური დაავადება (აქტინომიკოზი).
პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკების ხანგრძლივი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა, ქალბატონი თავს კარგად გრძნობს და გართულებები არ აღენიშნება.
სპეციალისტები მოუწოდებენ ქალბატონებს, რომ კარგად გაიაზრონ საშვილოსშიდა სპირალის სწორი გამოყენების მნიშვნელობა და გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტის აუცილებლობა.