ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგი, შარდში ლუთეინური ჰორმონის მატება და სხვ.- რა ხერხები არსებობს ოვულაციის პროცესის სადიაგნოსტიკოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგი, შარდში ლუთეინური ჰორმონის მატება და სხვ.- რა ხერხები არსებობს ოვულაციის პროცესის სადიაგნოსტიკოდ

ექიმი სთხოვს ქალს, ჩაიტაროს ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგი, რაც ყოველ დილით, გაღვიძებისას, ლოგინშივე რექტალურად სხეულის ტემპერატურის გაზომვას გულისხმობს.

უმჯობესია თუ იგი გამოიყენებს ბაზალური ტემპერატურის გასაზომ სპეციალურ თერმომეტრს (რომელიც საკმაოდ ზუსტია) ან, თუ სპეციალური თერმომეტრი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენოს ჩვეულებრივი ვერცხლისწყლის თერმომეტრი.

ელექტრონული თერმომეტრები ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა. ჩვეულებრივ, საუკეთესოა გაღვიძებისთანავე გასინჯვა. ბაზალური ტემპერატურის კლება მიგვანიშნებს, რომ უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ოვულაცია, ხოლო 0,9ºF (0,5ºC)-ით ტემპერატურის მატება, ჩვეულებრივ, ახლად მომხდარი ოვულაციის ნიშანია.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მეთოდი მოუხერხებელია ქალების უმეტესობისთვის და არც მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. საუკეთესო შემთხვევაში, ის 2 დღით ადრე ამცნობს ქალს შესაძლო ოვულაციას. უფრო ზუსტ მეთოდად მიიჩნევა ოვულაციის პროგნოზირების კომპლექტი, რომელიც განკუთვნილია სახლის პირობებში გამოყენებისთვის.

ეს ნაკრები საშუალებას აძლევს ქალს, ოვულაციამდე 24-26 საათით ადრე გამოავლინოს შარდში ლუთეინური ჰორმონის მატება. შარდი უნდა შემოწმდეს ზედიზედ რამდენიმე დღე.

ექიმს უფრო დიდი სიზუსტით შეუძლია განსაზღვროს ოვულაციის არსებობა და პერიოდი. მეთოდი მოიცავს ულტრაბგერითი გამოკვლევის, სისხლში ან ნერწყვში პროგესტერონის დონის განსაზღვრის ან შარდში მათი რომელიმე ნარჩენი პროდუქტის გამოვლენას.

ამ მონაცემების შესამჩნევი ზრდა მიგვანიშნებს, რომ ოვულაცია მოხდა. ექიმს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი კვლევები იმ პათოლოგიური პროცესების გამოსავლენად, რომლებიც ხელს უშლის ოვულაციას. მაგალითად, ექიმი იკვლევს ტესტოსტერონის დონეს სისხლში, რათა გამოავლინოს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი.