ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება საშოს მსუბუქად გამოხატულ დროებით სიმშრალეს იწვევს - რა არის დისპარეუნია და რა იწვევს მას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება საშოს მსუბუქად გამოხატულ დროებით სიმშრალეს იწვევს - რა არის დისპარეუნია და რა იწვევს მას

კონტაქტის დაწყების მცდელობისას ან სქესობრივი კონტაქტის მიმდინარეობისას.

ტკივილი შეიძლება იყოს ზედაპირული, იგრძნობოდეს საშოს შესავლის ირგვლივ (სასქესო მიდამო ან ვულვა) ან იყოს ღრმა, შეიგრძნობოდეს მენჯში.

ტკივილს აქვს მწველი, მჭრელი ან სპაზმური ხასიათი. მას თან ახლავს მენჯის კუნთების შეკუმშვა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ტკივილს, მიუხედავად იმისა, ზედაპირულია იგი თუ ღრმა

მიზეზი დამოკიდებულია იმაზე, ტკივილი ზედაპირულია თუ ღრმა.

ზედაპირული ტკივილი: სქესობრივი კავშირი მტკივნეული შეიძლება იყოს, რადგან საშო ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით სითხეს. შედეგად საშო მშრალია და საპოხი საშუალება (ლუბრიკანტი) არაადეკვატური ოდენობითაა.

საპოხი საშუალების არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავება ზოგჯერ არასათანადო მოსამზადებელი ეტაპის შედეგია. ასევე, ქალის ასაკთან ერთად, საშოს ლორწოვანი თხელდება და ესტროგენების ნაკლებობის გამო შედარებით გამომშრალია.

აღნიშნულ მდგომარეობას ატროფიული ვაგინიტი ეწოდება. ძუძუთი კვების პერიოდში, ესტროგენების დაქვეითებამ, ასევე, შეიძლება საშოს სიმშრალე გამოიწვიოს. ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება საშოს მსუბუქად გამოხატულ დროებით სიმშრალეს იწვევს.

ზედაპირული ტკივილის სხვა მიზეზებია:

სასქესო მიდამოს მგრძნობელობის ზრდა ტკივილისადმი (პროვოცირებული ვესტიბულოდინია), რომელიც უხშირესია მიზეზებს შორის;

სასქესო მიდამოს, საშოს ან ბართოლინის ჯირკვლის (მცირე ზომის ჯირკვლები საშოს შესავლის ორივე მხარეზე) ანთება ან ინფექცია (მათ შორის, გენიტალური ჰერპესი);

საშარდე გზების ინფექცია ან ანთება;

სასქესო მიდამოს ტრავმა;

კონტრაცეფციული ქაფის ან გელის, ან ლატექსის კონდომისადმი ალერგიული რეაქცია

საშოს კედლების უნებლიე შეკუმშვა (ვაგინიზმი);

იშვიათად, თანდაყოლილი ანომალიები (როგორიცაა საშოს ტიხარი);

საშოს შევიწროება ქირურგიული ჩარევის შემდგომ (მაგალითად, მშობიარობის პროცესში გაგლეჯილი ქსოვილების აღდგენა ან მენჯის ფსკერის კუნთების დაავადებების კორექცია);

ღრმა ტკივილი: სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდგომ წარმოშობილი ღრმა ტკივილის მიზეზია:

საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ან ფალოპის მილების ინფექცია (მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება), რომელმაც შეიძლება მენჯში ჩირქგროვის (აბსცესი) ჩამოყალიბება გამოიწვიოს;

ენდომეტრიოზი;

მენჯის ღრუს ორგანოების წარმონაქმნები (როგორებიცაა სიმსივნეები ან საკვერცხის კისტა);

მენჯის ღრუს ორგანოებს შორის არსებული ნაწიბუროვანი ქსოვილის ჭიმები (შეხორცებები), რომლებიც ზოგჯერ ვითარდება ინფექციის, ქირურგიული ჩარევის ან სიმსივნის გამო ჩატარებული სხივური მკურნალობის შედეგად.