შესაძლებელია თუ არა, ვაქცინაციის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი მენსტრუაციული ციკლის დარღვევა იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაძლებელია თუ არა, ვაქცინაციის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი მენსტრუაციული ციკლის დარღვევა იყოს

ანტივაქსერების მიერ საზოგადოებაში გავრცელებული უამრავი ნეგატიური ინფორმაციის მიუხედავად, კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინა უნაყოფობას არ იწვევს.

როგორც ვიცით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, CDC-ის მიხედვით, ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია იყოს:

• ტკივილი იმ ადგილას, სადაც ვაქცინა გაგიკეთდათ;

• დაღლილობის შეგძნება;

• ძილიანობა;

• სიცხე.

დღემდე, არცერთი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია არ განიხილავს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, როგორც ვაქცინის გვერდით ეფექტს.

თუმცა, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს MHRA მონაცემების მიხედვით, 30,000-ზე მეტმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ მათ ვაქცინის შემდეგ მენსტრუაციული ციკლი დაერღვათ.

აღსანიშანვია ისიც, რომ მომდევნო თვეში ციკლი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

ექსპერტების თქმით, ამას არანაირი კავშირი არ აქვს უნაყოფობასთან და ვაქცინები არის უსაფრთხო.

საჭირო არის კვლევა, თუ რა კავშირი არსებობს მენსტრუაციულ ციკლსა და ვაქცინაციას შორის. სავარაუდოა, რომ ეს მხოლოდ ორგანიზმის იმუნური რეაქციის გამოვლინებაა.

არ უნდა დაგვავწიყდეს სტრესიც. სტრესს შეუძლია მენსტუაციული ციკლის ცვალებადობა და შეწყვეტაც კი გამოიწვიოს.

ასე რომ, ვაქცინაციის შედეგად მენსტრუაციული ციკლის მცირე ხნით გადავადება ორგანიზმის ერთგვარი იმუნური პასუხია, რომელიც სტრესული რეაქციით,კერძოდ, მენტრუაციული ციკლის დარღვევით შეიძლება გამოვლინდეს.

ქალბატონებო, არ შეგაშინოთ აღნიშნულმა მოვლენა, ვინაიდან ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის ვაქცინები არ წარმოადგენს საფრთხეს, საფრთხეს წარმოადგენს მხოლოდ კოვიდ ვირუსი, რომელმაც ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეიწიროს.