აბორტის ზეგავლენა ენდოკრინულ სისტემაზე - რა საფრთხე შეიძლება მიაყენოს მან ქალის ორგანიზმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აბორტის ზეგავლენა ენდოკრინულ სისტემაზე - რა საფრთხე შეიძლება მიაყენოს მან ქალის ორგანიზმს

გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი ქეთევან ადამია.

ზოგი ჰორმონის გამომუშავება იმატებს, ზოგისა იკლებს. ეს პროცესი მიმდინარეობს მთელი ორსულობის განმავლობაში ქალის დნმ-ს გენეტიკურ პროგრამაში ჩადებული კანონზომიერების შესაბამისად.

აბორტი იწვევს ამ პროცესების მკვეთრ შეწყვეტას, ძლიერ ნერვულ და ჰორმონულ ცვლილებებს, რამაც, ბუნებრივია, არ შეიძლება ცუდი შედეგი არ გამოიღოს.

ჰორმონული ცვლილებები განაპირობებს შინაგანი სეკრეციის ყველა ორგანოს, მათ შორის - საკვერცხეების, დისფუნქციას, რაც მენსტრუალური ციკლის დარღვევით იჩენს თავს. აბორტის შედეგად ზიანი ადგება:

ფარისებრ ჯირკვალს, რამაც შეიძლება მისი დაავადების აღმოცენებამდე ან გამწვავებამდე მიგვიყვანოს;

თირკმელზედა ჯირკვალს (როგორც ნებისმიერი სტრესის დროს), რაც არღვევს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის მამაკაცის სასქესო ჰორმონების რაოდენობას (რასაც მოჰყვება ჭარბთმიანობა და სხვა კოსმეტიკური პრობლემები) და ამცირებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას;

ჰიპოფიზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი სახის სასქესო ფუნქციის მოშლა და ცენტრალური (და არა ანთებითი) ხასიათის უშვილობა.

საზოგადოდ, ნერვულ-ჰორმონული პროცესების მკვეთრი შეწყვეტა, ისევე როგორც ძლიერი სტრესი, ჯანმრთელობის პრობლემების პროვოცირებას და უკვე არსებულთა გართულებას იწვევს.

ამიტომ არის, რომ აბორტმა შეიძლება ნებისმიერი დაავადების გამომჟღავნებას მისცეს ბიძგი.

გაურთულებელი აბორტი არ არსებობს. მართალია, ფიზიკურად ჯანმრთელი, ფსიქიკურად ძლიერი და კარგი გენეტიკის ადამიანი ამ ცვლილებებს გარკვეულ დრომდე ვერ გრძნობს, მაგრამ აბორტის შედეგები მოგვიანებით აუცილებლად იჩენს თავს.