როგორ იცვლება ქალის ვაგინა ასაკის მატებასთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იცვლება ქალის ვაგინა ასაკის მატებასთან ერთად

მენოპაუზის დაწყებისთანავე, მისი ნაწილები არ გამოიყურება და არ ფუნქციონირებს ისე, როგორც ახალგაზრდობაში.

ცვლილებები, რომლებსაც ქალის საშო განიცდის, ბუნერბივია.

სიმშრალე

საშოს ტენიანობის შენარჩუნება ჰორმონ ესტროგენის დამსახურებაა. მენოპაუზის დროს ესტროგენები მცირდება, რაც ვაგინალურ სიმშრალეს იწვევს, ეს ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო სიმპტომია, რომელიც კლიმაქსს ახლავს თან.

ამის გამო სექსუალური ცხოვრება შესაძლებელია მტკივნეული და არასასიამოვნო გახდეს.

თუმცა, ექიმები გვირჩევენ, რომ რეგულარულად დავკავდეთ სექსუალური ურთიერთობით, რათა ვაგინის ტენიანობა შევინარჩუნოთ.

მცირდება თმა

თმა ბუნებრივ ციკლს გადის, ის გარკვეული პერიოდი იზრდება და შემდეგ ცვივა.

დაბერებისთანავე თმის ზრდის ციკლი მოკლდება. ამავდროულად, ესტროგენის შემცირება, ტესტოსტერონს დომინანტურ ჰორმონად აქცევს, რაც თმის ცვენას აძლიერებს.

ასე რომ, მენოპაუზის დროს შესაძლებელია თმის ცვენა შენიშნოთ, როგორც თავზე, ასევე ინტიმურ ადგილებშიც.

იცვლება ბაგეები, ანუ ლაბია

ასაკის მატებასთან ერთად, ცილების-კოლაგენისა და ელასტინის რაოდენობა მცირდება, რაც კანის შეფერილობასა და სიმკვირვეზე ზემოქმედებს.

ორივე ცილის შემცირება საშოს ბაგეებზეც აისახება, მათი შეფერილობა იცვლება, ისინი უფრო ნაოჭიანი და მოდუნებულია.

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, შეგიძლიათ ქირურგიული გზით ვაგინას გაახალგაზრდავების პროცედურა ჩაიტაროთ და ლაბია გაიმაგროთ, გაიმკვრივოთ, დაუბრუნოთ ახალგაზრული ელფერი.

მენჯის ორგანოების პროლაფსი

მშობიარობა და მენოპაუზა კუნთებს ასუსტებს, რამაც შეიძლება საშვილოსნოს, ან საშოს დაწევა გამოიწვიოს.

თქვენი ინტიმური ადგილები გაჭაღარავდა

თავზე შენიშნეთ, რომ ჭაღარები გაგიჩნათ? ეს არ გაგიკვირდებათ, თუმცა ერთ დღესაც ინტიმურ ადგილას თუ შენიშნავთ ნაცრისფერ თმას შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ.

ასაკის მატებასთან ერთად თმის ფოლიკულებში უჯრედები კვდება და მელანინის გამომუშავება ჩერდება.

თქვენმა ვაგინამ ელასტიურობა დაკარგა

ესტროგენების კლების შედეგად ვაგინა უფრო თხელდება და ნაკლებად ელასტიური ხდება.

თუ რეგულარულად არ გექნებათ სექსუალური ურთიერთობა,  ის უფრო დავიწროვდება.

იცვლება ვულვა

ვულვის შეფერილობა უფრო ღია ხდება, ვიდრე ადრე იყო.  ღია ფერი სისხლის ნაკადის შემცირებით და ესტოგენების კლებით არის გამოწვეული.

ამავდროულად, ვულვა უფრო მშრალი და „შეკუმშული“ ხდება.

საშარდე გზების ინფექციებს ხშირად უჩივით

საშოში უამრავი ბაქტერიაა - ზოგი კარგი, ზოგი ცუდი. მენოპაუზის დროს ესტროგენების დონის დაცემა, საშოში კლიმატს ცვლის.

რჩება უფრო მეტი ცუდი ბაქტერია, ვიდრე კარგი, რაც გახშირებული საშარდე გზების ინფექციის მიზეზი ხდება.

ამ დროს პაციენტს შარდვის ხშირი სურვილი, ან მტკივნეული შარდვა აწუხებს.