რომელი პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ჰისტეროსონოგრაფია და ჰისტეროსალპინგოგრაფია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ჰისტეროსონოგრაფია და ჰისტეროსალპინგოგრაფია

ფალოპის, ანუ საშვილოსნოს მილის გამავლობის დიაგნოსტიკა

ჰისტეროსალპინგოგრაფია: წარმოადგენს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც ტარდება საკონტრასტო ნივთიერების ცერვიკალურად შეყვანის შემდეგ. რენტგენოლოგიურად შესაძლებელია საკონტრასტო ნივთიერების გავრცელების იდენტიფიცირება, რომელიც ავლენს საშვილოსნოს და ფალოპის მილების შიდა ნაწილის მდგომარეობას.

აღნიშნული პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან რამდენიმე დღეში.

გამოკვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს სტრუქტურული დარღვევები, რომლებიც აფერხებს ან ახშობს ფალოპის მილების გამტარობას.

შემთხვევათა დაახლოებით 15 %-ში ჰისტეროსალპინგოგრაფიით გამოვლენილი დახშობილი ფალოპის მილები სინამდვილეში არ არის ბლოკირებული, რაც კვლევის ცრუ დადებით შედეგებს განეკუთვნება.

ჰისტეროსალპინგოგრაფიის პროცედურის შემდეგ იზრდება შვილოსნობის ალბათობა.

აღნიშნული აიხსნება, იმით, რომ პროცედურის დროს ფართოვდება ფალოპის მილები და სუფთავდება ლორწოვანი შიგთავსისგან.

ასეთ შემთხვევებში ექიმი გამოკვლევის შემდეგ ელოდება ორსულობის დადგენას, წინააღმდეგ შემთხვევებში აგრძელებს ფალოპის მილების ფუნქციურ სადიაგნოზო კვლევებს.

ჰისტეროსონოგრაფია: პროცედურის წინ საშვილოსნოს ყელიდან ღრუში შეჰყავთ მარილიანი წყალი ისეთი მოცულობით, რომ გაიაროს ფალოპის მილები. პარალელურ რეჟიმში ატარებენ ულტრაბგერით გამოკვლევას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მილების გამავლობის შეფასება და პათოლოგიური დახშობის გამოვლენა.

პროცედურა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და არ საჭიროებს ანესთეზიას. ის გაცილებით უსაფრთხოა ჰისპეროსალპინგოგრაფიასთან შედარებით, რადგან არ საჭიროებს საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებას, და არ აქვს გამოსხივების დამაზიანებელი მოქმედება, თუმცა არ გამოირჩევა მაღალი ხარისხის სიზუსტით.

თუ გამოვლინდა საშვილოსნოსშიდა დარღვევები, ექიმი შემდგომი გამოკვლევისთვის იყენებს ჰისტეროსკოპიას, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ღრუს დათვალიერებას სპეციალური მილის საშუალებით. მილი საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის გავლით.

ღრუში გამოვლენილი შეხორცებითი პროცესის, პოლიპის ან მცირე ზომის მოცულობითი წარმონაქმნის შემთხვევაში ჰისტეროსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია პათოლოგიური უბნის მოცილება, რაც ზრდის შემდგომი დაორსულების ალბათობას.

თუ საეჭვოა ფალოპის მილების გამავლობის პრობლემა ან ენდომეტრიოზი, დამატებითი კვლევისთვის რეკომენდებულია ლაპაროსკოპია. მცირე ზომის განაკვეთის მეშვეობით, რომელიც კეთდება ჭიპის ქვევით, მცირე დიამეტრის მილი შეჰყავთ მცირე მენჯის ღრუში.

ჩვეულებრივ, პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიით, რაც საშუალებას აძლევს ექიმს პირდაპირ დაათვალიეროს საშვილოსნო, საკვერცხეები და ფალოპის მილები, ამასთანავე, მოაცილოს მცირე მენჯში არსებული პათოლოგიური ქსოვილი მკურნალობის მიზნით.