/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

საშვილოსნოს ყელის ეროზია

საშვილოსნოს ყელის ეროზია
საშვილოსნოს ყელის ეროზია ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა. იგი ქალების დაახლოებით 10-15%-ს აქვს.

მას უმეტესად შემთხვევით, სულ სხვა მიზეზით ჩატარებული დისპანსერული გამოკვლევისას აღმოაჩენენ. როგორია ამ პათოლოგიის სიმპტომები და რა სიახლეებს გვთავაზობს მედიცინა მისი მკურნალობისას, ამის შესახებ აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი თამარ მაჩიტაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო თამარ, მოდი, თავდაპირველად ავუხსნათ მკითხველს, რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია.

- საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული. სწორედ მას ვუწოდებთ ეროზიას. განასხვავებენ ეროზიის შემდეგ სახეობებს: თანდაყოლილს, ჭეშმარიტს და ფსევდოეროზიას. თანდაყოლილი ეროზია გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებს შორის და მკურნალობის გარეშე უკუვითარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, სქესობრივ სიმწიფემდეც გაჰყვეს გოგონას. ასეთ დროს მოსალოდნელია მისი ინფიცირება და ანთებითი პროცესის ჩამოყალიბება. საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია შეძენილი პათოლოგიაა. დეფექტი საშვილოსნოს ყელის გარეთა პირის გარშემო, უმეტესად უკანა ბაგის მიდამოში ჩნდება. ჭეშმარიტი ეროზია 1-2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი დაავადების მომდევნო სტადიაში - ფსევდოეროზიაში გადადის. ასე რომ, მკურნალი ექიმი იშვიათად აწყდება ჭეშმარიტ ეროზიას. პროცესის გამოვლენა, როგორც წესი, ფსევდოეროზიის სტადიაში ხდება. ფსევდოეროზია შესაძლოა არსებობდეს დიდხანს, თვეობით, წლობითაც კი, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი არ ალაგდება. აქ ერთგვარი მანკიერი წრე იკვრება, რადგან ფსევდოეროზია თვითონვე უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელში ანთებითი პროცესის შენარჩუნებას, რაც გამოწვეულია ეროზირებული ზედაპირის ინფიცირებით. ეროზირებულ კრიპტებში მიკროორგანიზმები დიდხანს არსებობენ.

- რა არის საშვილოსნოს ყელის წყლული და რა განსხვავებაა წყლულსა და ეროზიას შორის?

- წყლულსა და ეროზიას შორის არავითარი განსხვავება არ არის, ორივე ტერმინი ერთსა და იმავე დაავადებას გულისხმობს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. სამი თვეა რაც ვიმყოფები საზღვარგარეთ და ვერ მივდივარ ექიმთან. ამიტომ გწერთ თქვენ. სასირცხო ბაგეებზე მაქვს თეთრი "სორსლები" პირდაპირი მნიშვნელობით. სხვანაირად არ ვიცი როგორ ვთქვა. ტუალეტის მერე, რომ გამოვიწმინდავ სალფეტკით მაშინ ასე ამესორსლება ხოლმე თეთრი რაღაცეები. დილითაც რომ დავიბან ხოლმე და ხელს მოვისმევ ამყვება ხოლმე მაშინვე. ცომიან ხელებს რომ მოიფშვნიტავ და ჩამოიყრება ზედმეტები დაბლა,აი მასეთი სორსლები მაქვს მეც ზუსტად. არ ვიცი სწორად და გასაგებად ავხსენი თუ არა მაგრამ მასე მაქვს. წვა და ქავილი არ მაქვს. ვიბანდი ბეტადინის საპნით ყოველ დღე და ახლა გადავედი სარეცხის საპონზე. ის ცოტას მწვავს ხოლმე და რომ ჩზმოვიბან მერე არაფერი. მთელი დღის განმავლობაში სხვა არაფერი არ მაწუხებს. მხოლოდ ეს. დაბანის შემდეგ სანამ ისევ საპირფარეშოში შევალ უკვე მაქვს ესენი ისევ.</p>

- რას გვეტყვით ეროზიის მიზეზებზე?

- ეროზიის ეტიოპათოგენეზის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორის თეორია. საშვილოსნოს ყელის ანთებას სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს: ტრიქომონა, ქლამიდია, სხვადასხვა მიკრობული ასოციაცია, ვირუსი... ამ დროს წარმოქმნილი პათოლოგიური გამონადენის ზემოქმედებით საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მფარავი ეპითელიუმი განიცდის მაცერაციას (იქერცლება), დისტროფიას და შემდგომ დესქვამაციას (ჩამოიფცქვნება). ეროზიის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის სამშობიარო ტრავმაც (ნახეთქები, დეფორმაცია). რაც შეეხება დისჰორმონულ თეორიას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასქესო სტეროიდული ჰორმონების ბალანსის დარღვევას. მაგალითად, ეროზია ხშირად ახლავს თან ქრონიკულ სალპინგოოოფორიტს, რომელიც საკვერცხეებისა და მისი დანამატების ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ
საშვილოსნოს ყელის ეროზია ანუ ლორწოვანის დეფექტი - მიზეზები და პროფილაქტიკა

- აქვს თუ არა მნიშვნელობა გენეტიკურ განწყობას ამ დაავადების განვითარებისთვის?

- ეროზიის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში გენეტიკური ფაქტორის როლი დადგენილი არ არის.

- უმთავრესად რა ასაკში ვითარდება ეროზია?

- პათოგენეზიდან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის ეროზია რეპროდუქციული ასაკის დაავადებაა.

- შეიძლება თუ არა, ეროზია მექანიკურმა გამღიზიანებელმა, მაგალითად, უხეშმა სქესობრივმა კონტაქტმა გამოიწვიოს?

- უშუალოდ სქესობრივი აქტი ეროზიის მიზეზი ვერ იქნება, მაგრამ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლებიც საშვილოსნოს ლორწოვან გარსს აზიანებენ, რა თქმა უნდა, იოლად შეიძლება ეროზიის მიზეზად იქცნენ.

- საქართველოში ჯერ კიდევ მკაცრად ფასდება ქალიშვილებში ქალური დაავადებების არსებობა, რაც ხშირად საეჭვოს ხდის მათ უბიწოებას, ამიტომ მკითხველები ხშირად გვთხოვენ ავუხსნათ, საშვილოსნოს ყელის ეროზია მხოლოდ იმ ქალებს შეიძლება დაემართოთ, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან თუ არც ქალწულები არიან მისგან დაზღვეულნი.

- რა თქმა უნდა, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის დაავადებათა განვითარებას, მაგრამ ჰორმონული თუ ინფექციური ფაქტორებით გამოწვეული ეროზია ქალწულსაც შეიძლება დაემართოს. ეს არის, ქალწულების გინეკოლოგიური გამოკვლევა რამდენადმე პრობლემურია და დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

- ახასიათებს თუ არა ტკივილი ეროზიას?

- ეროზიას ტკივილი არ ახასიათებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მან თავი იჩინოს სქესობრივი აქტის დროს და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც მოჰყვეს. გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგ ტკივილი ქრება, სისხლიანი გამონადენი კი შესაძლოა მცირე ხანს კიდევ დარჩეს.

- მაშ, რა მიანიშნებს ქალს იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს?

- საშვილოსნოს ყელის ეროზია კლინიკურად შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თვეობით, წლობით არსებობდეს ისე, რომ ქალი არაფერმა დააეჭვოს. დიაგნოზი უმეტესად სხვა მიზეზით ჩატარებული გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგ ისმება. ჩივილები უმთავრესად იმ დაავადებაზეა დამოკიდებული, რომელსაც თან ახლავს ეროზია ან ფსევდოეროზია. ერთადერთი, ისიც - იშვიათი ჩივილი კონტაქტური სისხლდენაა და ამ დროს, ბუნებრივია, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ გინეკოლოგს.

კომენტარები (5)
ნინო
ვარ 31 წლის 1წელია რაცეროზია მქონდადა მოვიწვი, მისმერე შეიძლება რომ რამე ისევ წარმოიშვას და განვითარდეს???? ან დაფეხმძიმება ისევ თუშემეძლება?????
თარიღი : 11-06-2022
ნათია
იუტუბეზე ვიდეოებში რუსეთში არანაირ მკურნალიბას არ გვირჩევენ მითუმეტეს მოწვას
თარიღი : 13-02-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საშვილოსნოს ყელის ეროზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშვილოსნოს ყელის ეროზია

მას უმეტესად შემთხვევით, სულ სხვა მიზეზით ჩატარებული დისპანსერული გამოკვლევისას აღმოაჩენენ. როგორია ამ პათოლოგიის სიმპტომები და რა სიახლეებს გვთავაზობს მედიცინა მისი მკურნალობისას, ამის შესახებ აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი თამარ მაჩიტაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო თამარ, მოდი, თავდაპირველად ავუხსნათ მკითხველს, რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია.

- საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული. სწორედ მას ვუწოდებთ ეროზიას. განასხვავებენ ეროზიის შემდეგ სახეობებს: თანდაყოლილს, ჭეშმარიტს და ფსევდოეროზიას. თანდაყოლილი ეროზია გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებს შორის და მკურნალობის გარეშე უკუვითარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, სქესობრივ სიმწიფემდეც გაჰყვეს გოგონას. ასეთ დროს მოსალოდნელია მისი ინფიცირება და ანთებითი პროცესის ჩამოყალიბება. საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია შეძენილი პათოლოგიაა. დეფექტი საშვილოსნოს ყელის გარეთა პირის გარშემო, უმეტესად უკანა ბაგის მიდამოში ჩნდება. ჭეშმარიტი ეროზია 1-2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი დაავადების მომდევნო სტადიაში - ფსევდოეროზიაში გადადის. ასე რომ, მკურნალი ექიმი იშვიათად აწყდება ჭეშმარიტ ეროზიას. პროცესის გამოვლენა, როგორც წესი, ფსევდოეროზიის სტადიაში ხდება. ფსევდოეროზია შესაძლოა არსებობდეს დიდხანს, თვეობით, წლობითაც კი, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი არ ალაგდება. აქ ერთგვარი მანკიერი წრე იკვრება, რადგან ფსევდოეროზია თვითონვე უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელში ანთებითი პროცესის შენარჩუნებას, რაც გამოწვეულია ეროზირებული ზედაპირის ინფიცირებით. ეროზირებულ კრიპტებში მიკროორგანიზმები დიდხანს არსებობენ.

- რა არის საშვილოსნოს ყელის წყლული და რა განსხვავებაა წყლულსა და ეროზიას შორის?

- წყლულსა და ეროზიას შორის არავითარი განსხვავება არ არის, ორივე ტერმინი ერთსა და იმავე დაავადებას გულისხმობს.

- რას გვეტყვით ეროზიის მიზეზებზე?

- ეროზიის ეტიოპათოგენეზის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორის თეორია. საშვილოსნოს ყელის ანთებას სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს: ტრიქომონა, ქლამიდია, სხვადასხვა მიკრობული ასოციაცია, ვირუსი... ამ დროს წარმოქმნილი პათოლოგიური გამონადენის ზემოქმედებით საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მფარავი ეპითელიუმი განიცდის მაცერაციას (იქერცლება), დისტროფიას და შემდგომ დესქვამაციას (ჩამოიფცქვნება). ეროზიის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის სამშობიარო ტრავმაც (ნახეთქები, დეფორმაცია). რაც შეეხება დისჰორმონულ თეორიას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასქესო სტეროიდული ჰორმონების ბალანსის დარღვევას. მაგალითად, ეროზია ხშირად ახლავს თან ქრონიკულ სალპინგოოოფორიტს, რომელიც საკვერცხეებისა და მისი დანამატების ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა გენეტიკურ განწყობას ამ დაავადების განვითარებისთვის?

- ეროზიის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში გენეტიკური ფაქტორის როლი დადგენილი არ არის.

- უმთავრესად რა ასაკში ვითარდება ეროზია?

- პათოგენეზიდან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის ეროზია რეპროდუქციული ასაკის დაავადებაა.

- შეიძლება თუ არა, ეროზია მექანიკურმა გამღიზიანებელმა, მაგალითად, უხეშმა სქესობრივმა კონტაქტმა გამოიწვიოს?

- უშუალოდ სქესობრივი აქტი ეროზიის მიზეზი ვერ იქნება, მაგრამ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლებიც საშვილოსნოს ლორწოვან გარსს აზიანებენ, რა თქმა უნდა, იოლად შეიძლება ეროზიის მიზეზად იქცნენ.

- საქართველოში ჯერ კიდევ მკაცრად ფასდება ქალიშვილებში ქალური დაავადებების არსებობა, რაც ხშირად საეჭვოს ხდის მათ უბიწოებას, ამიტომ მკითხველები ხშირად გვთხოვენ ავუხსნათ, საშვილოსნოს ყელის ეროზია მხოლოდ იმ ქალებს შეიძლება დაემართოთ, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან თუ არც ქალწულები არიან მისგან დაზღვეულნი.

- რა თქმა უნდა, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის დაავადებათა განვითარებას, მაგრამ ჰორმონული თუ ინფექციური ფაქტორებით გამოწვეული ეროზია ქალწულსაც შეიძლება დაემართოს. ეს არის, ქალწულების გინეკოლოგიური გამოკვლევა რამდენადმე პრობლემურია და დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

- ახასიათებს თუ არა ტკივილი ეროზიას?

- ეროზიას ტკივილი არ ახასიათებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მან თავი იჩინოს სქესობრივი აქტის დროს და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც მოჰყვეს. გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგ ტკივილი ქრება, სისხლიანი გამონადენი კი შესაძლოა მცირე ხანს კიდევ დარჩეს.

- მაშ, რა მიანიშნებს ქალს იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს?

- საშვილოსნოს ყელის ეროზია კლინიკურად შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თვეობით, წლობით არსებობდეს ისე, რომ ქალი არაფერმა დააეჭვოს. დიაგნოზი უმეტესად სხვა მიზეზით ჩატარებული გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგ ისმება. ჩივილები უმთავრესად იმ დაავადებაზეა დამოკიდებული, რომელსაც თან ახლავს ეროზია ან ფსევდოეროზია. ერთადერთი, ისიც - იშვიათი ჩივილი კონტაქტური სისხლდენაა და ამ დროს, ბუნებრივია, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ გინეკოლოგს.


- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაავადებას, თუ მას ზერელედ ვუმკურნალეთ ან სულაც ნებაზე მივუშვით? არსებობს თუ არა ასეთი წყლულის მალიგნიზაციის საშიშროება?

- თანდაყოლილი ეროზია კიბოდ არ გადაგვარდება. ფსევდოეროზიების უმრავლესობა მკურნალობას ექვემდებარება და, წესისამებრ, არც მისი კიბოდ გადაგვარების საშიშროება არსებობს, თუმცა გვხვდება ფსევდოეროზიის ისეთი ფორმებიც (პაპილარული, ფოლიკულური, ჯირკვლოვანი), რომლებიც მედიკამენტური მკურნალობისადმი შეუვალია, ახასიათებს რეციდივებისკენ (გამწვავებებისკენ) მიდრეკილება და უჯრედების ატიპურობა, რასაც მიკროსკოპიული გამოკვლევა ავლენს. ამ შემთხვევებში ფსევდოეროზიას განვიხილავთ როგორც ფონურ ან კიბოსწინარე დაავადებას. პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა აღმოჩენილი პათოლოგიის დროული და სრულფასოვანი მკურნალობა და ექვს თვეში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით. კონტაქტური სისხლდენა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, სწორედ ის სიმპტომია, რომელიც მალიგნიზაციისკენ მიდრეკილების ეჭვს ბადებს.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გამოკვლევის კომპლექსური მეთოდი, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებას, კოლპოსკოპიურ კვლევას, დაზიანებული უბნების ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ და ციტოლოგიურ შესწავლას.

- როგორია ეროზიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

- თანდაყოლილი ეროზია მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა აუცილებელია დაკვირვება. ჭეშმარიტი ეროზიისა და ფსევდოეროზიის შემთხვევაში წამყვანია ეტიოლოგიური მკურნალობა - დგინდება პათოლოგიის მიზეზი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა საყოველთაოდ მიღებული სქემებით. ასევე ინიშნება სიმპტომური მკურნალობაც. უკანასკნელ ხანს ფართოდ გამოიყენება მეთოდები, რომელთა არსია ფსევდოეროზიის დესტრუქცია (დაშლა). შედეგად წყლული ჩამოიფცქვნება და დეფექტი აღდგება.

- როგორია დიათერმოკოაგულაციის არსი?

- დიათერმოკოაგულაცია ან, როგორც ხალხში უწოდებენ, მოწვა სპეციალური აპარატით ხორციელდება. ამ დროს ხდება არა მარტო დაზიანებული უბნის მოწვა, არამედ საშვილოსნოს ყელის არხის დეფორმაციის ალაგებაც. მომწვარი ზედაპირი ხორცდება მას შემდეგ, რაც ჩამოიფცქვნება ნეკროზული ქსოვილი (ამას 3-4 კვირა სჭირდება). დეფექტის ეპითელიზაცია მთავრდება 1,5-3 თვის შემდეგ. მეთოდის კლინიკური ეფექტიანობა 75-98%-ია. გართულება (სისხლდენა, ანთების გამწვავება) ძალიან იშვიათია. პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ცერვიკალური არხის შევიწროება (სტრიქტურა).

- რას გულისხმობს კრიოკოაგულაცია?

- კრიოკოაგულაცია, იგივე კრიოდესტრუქცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, მოყინვა მკურნალობის უმტკივნეულო, უსისხლო მეთოდია. ქსოვილებს დაბალი ტემპერატურის გამოყენებით შლიან. ამ დროს საშვილოსნოს ყელის არხის ნაწიბუროვანი გადაგვარება არ ხდება და ეპითელიზაცია სწრაფად მიმდინარეობს. პროცედურა ტარდება ლოკალური კრიოკოაგულაციის აპარატით. დაბალი ტემპერატურის მისაღებად იყენებენ თხევად აზოტს. პროცედურის შემდეგ ჩნდება უხვი თხევადი გამონადენი. ეპითელიუმის აღდგენა ნეკროზირებული უბნების ჩამოფცქვნისთანავე იწყება, მე-7 დღიდან ხდება რეეპითელიზაცია, 4-6 კვირაში კი რეგენერაცია სრულდება, ჯანმრთელი ქსოვილი სავსებით აღდგება.

- რას გვეტყვით ლაზერულ მკურნალობაზე?

- ლაზერული დესტრუქცია შედარებით ახალი მეთოდია. იგი ტარდება მაღალენერგეტიკული ლაზერით, რომელსაც შეუძლია ქსოვილების ჭრა, აორთქლება და კოაგულაცია. ლაზერული მკურნალობის მეთოდს, CO2-ით ლაზეროვაკორიზაციას, წარმატებით იყენებენ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით არცთუ ისე ფართოდ არის გავრცელებული. აქვე გეტყვით, რომ დიათერმოკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია და ლაზერული დასხივება ტარდება მხოლოდ გაფართოებული კოლპოსკოპიისა და ბიოფსიის შემდეგ, რათა გამოირიცხოს სიმსივნური პროცესებისადმი მიდრეკილება (დისპლაზია და მალიგნიზაცია). ამ უკანასკნელთა დადგენის შემთხვევაში მიმართავენ მკურნალობის სხვა მეთოდებს, მათ შორის - საშვილოსნოს ყელის ამპუტაციას.

- რას გულისხმობს დაავადების პროფილაქტიკა?

- დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • პირადი ჰიგიენის დაცვას;
  • ერთი სქესობრივი პარტნიორის ყოლას;
  • წელიწადში ორჯერ გინეკოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტს.

პროფილაქტიკური გასინჯვის დროს ფართოდ გამოიყენება ციტოლოგიური გამოკვლევა - პაპ-ნაცხი. დიაგნოსტიკური სკრინინგი ქალის ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში გვაძლევს საშუალებას, აღმოვაჩინოთ ფონური და კიბოსწინარე პროცესები, დროულად შევარჩიოთ მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი და ამით შევამციროთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი.