მედიკოსებმა ენდომეტრიოზის განვითარების მიზეზი დაასახელეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

მედიკოსებმა ენდომეტრიოზის განვითარების მიზეზი დაასახელეს

მედიკოსებმა ენდომეტრიოზის განვითარების მიზეზი დაასახელეს
ენდომეტრიოზი, ქალების 10%-ში აღმოჩენილი დაავადებაა, რომელიც დღემდე გამოცანას წარმოადგენს.
საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ შემუშავებული ახალი თეორიის თანახმად, ამ დაავადების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ჰორმონი-ტესტოსტერონი.

დაავადებისას აღინიშნება საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის ზრდა, რაც იწვევს ტკივილს, ანთებასა და უნაყოფობას. ახალი კვლევა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ენდომეტრიოზით დაავადებული ქალები ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იმყოფებიან ტესტოსტერონის შედარებით დაბალი დონის პირობებში.

მკვლევარების თეორიის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე აპროგრამებს ქალის განვითარებად რეპროდუქციულ სისტემას. შედეგად ვლინდება ენდომეტრიოზთან დაკავშირებული უნიკალური ნიშნების ნაკრები, რომელთა შორისაა ადრეული მენარხე (პირველი მენსტრუაცია),
მოკლე მენსტრუალური ციკლები, ტკივილის მაღალი მგრძნობელობა, ძლიერი ანთება და ოვულაციისა და მენსტრუალური ციკლის მაკონტროლებელი ჰორმონების დონის ცვლილება.

აღნიშნული თეორიით, ენდომეტრიოზის თითქმის ყველა სიმპტომი შეიძლება აიხსნას ტესტოსტერონის დაბალი დონის გვერდითი ეფექტებით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფალოპის მილები შესაძლოა იყოს სრულიად დახურული ან დაზიანებული. მისი დაზიანების შემთხვევაში, საკვერცხიდან გადმოსული მომწიფებული კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება საშვილოსნოში.
გვესაუბრება გინეკოლოგი ქეთევან ტაბუცაძე.
გვესაუბრება ექიმ გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი რუსუდან ხუგაშვილი.
"ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი ხათუნა გაბრიჭიძე - ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრების გზა მედიცინას დაუკავშირდებოდა.
ეს ინფორმაცია 1990-იანი წლებიდან აქტიურად გავრცელდა საზოგადოებაში.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად