რა იწვევს უშვილობას და რა არის გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

რა იწვევს უშვილობას და რა არის გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა?

რა იწვევს უშვილობას და რა არის გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა?
გადაცემა "მკურნალთან" საუბრობს: ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი არსენ გვენეტაძე რამდენად აქტუალურია უშვილობის პრობლემა და რამდენად ხშირია?


- 100 წყვილიდან, რომელიც ინტიმურ კავშირშია ერთმანეთთან და სურთ შვილის ყოლა, დაახლოებით, 15%-ს (ევროპული სტატისტიკით), ანუ ყოველ მეექვსეს უნაყოფობის პრობლემა აქვს.


როდის სვამენ უშვილობის დიაგნოზს და რას ნიშნავს უნაყოფობა?



- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნათელი და გასაგები დეფინიციით, ერთი წლის განმავლობაში, თუ ახალგაზრდა ქალის (მინიმუმ 35 წელს ქვემოთ) რეგულარული სექსუალური ცხოვრების შემთხვევაში, არ დადგა ორსულობა, მაშინ შეუძლია ექიმს, უნაყოფობის დიაგნოზი დასვას.

40 წლის ზემოთ
ქალთან კვერცხუჯრედის ხარისხი და რაოდენობა მცირდება, ის ქალის წლოვანებასთან არის კავშირში.


ქალებს 40 წელს ზემოთ, დაახლოებით, 5%-ის ფარგლებში აქვთ შანსი ბუნებრივი ორსულობის გზით შვილის შეძენის.

თუ 35 წელს ზემოთ არის წყვილი, ერთი წელი უნდა ელოდოს, მერე მიმართოს რეპროდუქტოლოგს, არა გინეკოლოგს, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია.

საერთოდ, ცივილურ
სამყაროში უფრო ცოტა სხვანაირად არის: სანამ ადამიანები გადაწყვეტდნენ შვილის გაჩენას და ამ მიზნით, თავისული სექსის დაწყებას, როგორც მინიმუმ, საკუთარი ჯანმრთელობის მონცემებს აკონტროლებენ: მამაკაცებში - სპერმას, ქალებში ზოგადი მდგომარეობა ფასდება - ენდოკრინული სისტემის მუშაობა და კვერცხუჯრედის შესაძლო მარაგი, იმ დროისთვის, აგრეთვე ციკლის რეგულარობა - ეს არის, როგორც ბარომეტრი, საათი, მაჩვენებელი შვილოსნობის ჯამრთელობისა, ამიტომ ახალგაზრდა ასაკში, თუ არაფერი აწუხებს არც მამაკაცს და არც ქალს, შეუძლიათ ერთი წლის განმავლობაში არ იყვნენ ემოციურად დატვირთული, რომ ელოდებათ უშვილობა.

თუ ამის შემდეგ არ დადგა ორსულობა, უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს.
ხოლო მაღალ ასაკში ალბათ, ლოდინი ერთი წლისა, ხშირად წარუმატებლობის გამომწვევია.

რა იწვევს უშვილობას?


- 4 ძირითადი რამ არის მნიშვნელოვანი:

მამაკაცის სპერმის მდგომარეობა - მისი შეფასება (15 მილიონი სპერმატოზოიდი უნდა იყოს მმ სითხეში, ხოლო მთლიან სითხეში 39 მილიონი, ეს არის ნორმა. ადრე, 10 წლის წინ, სხვა ნორმა იყო - 80 მილიონი).

ქალთან არის 3 რამ გასათვალიწინებელი:


  • პირველი, საკვერცხეში კვერცხუჯრედი უნდა მწიფდებოდეს დროულად (ენდოკრინული უნაყოფობა ჰქვია ამას);
  • მეორე - მილების გამტარობა;
  • და მესამე ენდომეტრიუმის მზაობა (საშვილოსნოს მზაობა).


ამ მიმართულებით არის საჭირო კვლევები.

თუ ვერც ერთშია მიზეზი, ეს არის გაურკვევლი გენეზის უნაყოფობა. ეს დიანოზი 10-15% შემთხვევაში ისმევა.


რას წამოადგენს ინვიტრო განაყოფიერება და რამდენად ხშირად დგება ორსულობა ამ პროცედურის შემდეგ?

- შარშან ჩვენ 588 ახალი სიცოცხლე შევქმენით, აქედან 25-30% ინვიტრო განაყოფიერებით.

შარშან, 63.9% იყო ჩვენი შედეგი, რაც კლინიკის რეკორდია.

100 ქალიდან 64-ში ორსულობა დადგა ინვიტრო განაყოფიერებით.

წელს ეს შედეგი 147 გახლავთ.


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 09-04-2021
ეკა
გამარჯობათ გავიკეთე ლაპარასკოპიული ოპერაცია მილების გამტარიანობაზე და ორივე მილი მაქვს შეხორცებული.თუ არის შესაძლებელი რო გავიკეთო ინვიტრო,როდესაც ეხო გავიკეთე ვაგინალური ექიმმა შენიშნა რო ცოტა შეშუპებულია მილი და არსებობს მირე ჩირქი რამდენად შეიძლება რო კიდე დამჭირდეს ლაპარასკოპია
კატეგორიის სხვა სტატიები
მენსტრუაციული ციკლი არის პერიოდი მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე.
როგორც სხეულის ყველა ნაწილი ვაგინაც ბერდება.
პროფესორი არჩილ ხომასურიძე, რეპროდუქტო-ლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოც­იაციის პრეზიდენტი,
რა სიმპტომების შემთხვევაშია დაუშვებელი მენსტრუაციული ციკლის დროს გარუჯვა და რა წესები უნდა დავიცვათ ნამზეურის მიღებისას?
პროფესორი არჩილ ხომასურიძე, რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის
დღეისათვის უნაყოფობის პრობლემა საკმაოდ აქტუალური რჩება, რაც კიდევ უფრო ზრდის ინტერესს მედიცინის დარგის – რეპროდუქტოლოგიის მიმართ.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად