როდის უნდა ჩაითვალოს დარღვეული ციკლი ამენორეად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის უნდა ჩაითვალოს დარღვეული ციკლი ამენორეად?

• პირველადი ამენორეა

ამ ტიპს განეკუთვნება ისეთი ამენორეა, როდესაც 16 წლისთვის მენსტრუაციული ციკლი არ არის დაწყებული.

• მეორეული ამენორეა

ამ დროს, დაწყებული მენსტრუაციული ციკლი წყდება. თუ, ზედიზედ სამი ციკლი არ აღგენიშნებათ, საერთო ჯამში, 6 თვეზე მეტხანს არ გქონიათ, მაშინ ეს მეორეული ამენორეაა.

რატომ წყდება მენსრუაციული ციკლი?

• ჰორმონალური დონის მკვეთრი ცვლილება

• ენდოკრინული პრობლემები

• სტრესი

• სხვადასხვა დაავადება

• ჭარბი ვარჯიში

• ანორექსია

• საკვერცხის, საშვილოსნოს, ჰიპოთალამუსის, ან ჰიპოფიზის დაავადება

მიზეზი მრავალგვარია. ერთი ციკლის გამოტოვება, ან შეცვლა არ არის რაიმე დარღვევის მანიშნებელი.

თუ სამი-ექვსი თვით შეწყდა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

დიაგნოსტიკა

პირველ რიგში, აუცილებელია მენსტრუაციის დღიური. ეს დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, ამენორეა გჭირთ, თუ უბრალოდ ციკლის რეგულარულობის დარღვევაა თქვენი პრობლემა.

საჭიროა სისხლის ჰორმონული გამოკვლევა, რომლის საშუალებით ექიმი ადგენს საკვერცხის, ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს. შესაძლოა, პროლაქტინის, ესტროგენის, თირეოტროპული ჰორმონის, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის, ტესტოსტერონის გამოკვლევა დაგჭირდეთ.

ამას ექიმი გადაწყვეტს. ზოგჯერ, იგეგმება ექოსკოპიური კვლევა, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

მკურნალობა

მკურნალობის მთავარი მიზანია ჰორმონული დისბალანსის სიმპტომების შემსუბუქება და მენსტრუაციის აღდგენა.

როდესაც ამენორეის მიზეზი გენეტიკური ან ანატომიურია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

ჰიპოთალამური ამენორეა დაკავშირებულია წონის კარგვასთან, ჭარბ ვარჯიშთან, დაავადებებთან, ემოციურ დარღვევებთან და მკურნალობა, შესაბამისად, გამომწვევ მიზეზთან ბრძოლას გულისხმობს.

ზოგჯერ, კვების რეჟიმის შეცვლაც კი არის საკმარისი ციკლის მოსაწესრიგებლად.

არსებობს მრავალი მცენარეული საშუალება მის სამკურნალოდ, თუმცა ისინი ნაკლებად ეფექტურია. მათ მხოლოდ დამხმარე ეფექტი აქვთ და ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს ვერ ანაცვლებენ.

ამენორეის გართულების შედეგი უნაყოფობაა, ესტროგენების დაბალი შემცველობა ასევე იწვევს ოსტეოპოროზს.