როდის უნდა ჩაითვალოს დარღვეული ციკლი ამენორეად? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

როდის უნდა ჩაითვალოს დარღვეული ციკლი ამენორეად?

როდის უნდა ჩაითვალოს დარღვეული ციკლი ამენორეად?
რა არის ამენორეა? - ეს არის მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა, რომლის ორი ფორმა არსებობს: პირველადი და მეორეული.

• პირველადი ამენორეა

ამ ტიპს განეკუთვნება ისეთი ამენორეა, როდესაც 16 წლისთვის მენსტრუაციული ციკლი არ არის დაწყებული.


• მეორეული ამენორეა

ამ დროს, დაწყებული მენსტრუაციული ციკლი წყდება. თუ, ზედიზედ სამი ციკლი არ აღგენიშნებათ, საერთო ჯამში, 6 თვეზე მეტხანს არ გქონიათ, მაშინ ეს მეორეული ამენორეაა.



რატომ წყდება მენსრუაციული ციკლი?

• ჰორმონალური დონის მკვეთრი ცვლილება


• ენდოკრინული პრობლემები


• სტრესი


• სხვადასხვა დაავადება


• ჭარბი ვარჯიში


• ანორექსია


• საკვერცხის, საშვილოსნოს, ჰიპოთალამუსის, ან ჰიპოფიზის დაავადება


მიზეზი მრავალგვარია. ერთი
ციკლის გამოტოვება, ან შეცვლა არ არის რაიმე დარღვევის მანიშნებელი.

თუ სამი-ექვსი თვით შეწყდა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.


დიაგნოსტიკა

პირველ რიგში, აუცილებელია მენსტრუაციის დღიური. ეს დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, ამენორეა გჭირთ, თუ უბრალოდ ციკლის რეგულარულობის დარღვევაა თქვენი პრობლემა.

საჭიროა სისხლის ჰორმონული გამოკვლევა, რომლის საშუალებით ექიმი ადგენს საკვერცხის, ჰიპოფიზისა და
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს. შესაძლოა, პროლაქტინის, ესტროგენის, თირეოტროპული ჰორმონის, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის, ტესტოსტერონის გამოკვლევა დაგჭირდეთ.

ამას ექიმი გადაწყვეტს. ზოგჯერ, იგეგმება ექოსკოპიური კვლევა, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.


მკურნალობა


მკურნალობის მთავარი მიზანია ჰორმონული დისბალანსის სიმპტომების შემსუბუქება და მენსტრუაციის აღდგენა.

როდესაც ამენორეის მიზეზი გენეტიკური ან ანატომიურია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა.


ჰიპოთალამური ამენორეა დაკავშირებულია წონის კარგვასთან, ჭარბ ვარჯიშთან, დაავადებებთან, ემოციურ დარღვევებთან და მკურნალობა, შესაბამისად, გამომწვევ მიზეზთან ბრძოლას გულისხმობს.


ზოგჯერ, კვების რეჟიმის შეცვლაც კი არის საკმარისი ციკლის მოსაწესრიგებლად.


არსებობს მრავალი მცენარეული საშუალება მის სამკურნალოდ, თუმცა ისინი ნაკლებად ეფექტურია. მათ მხოლოდ დამხმარე ეფექტი აქვთ და ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს ვერ ანაცვლებენ.


ამენორეის გართულების შედეგი უნაყოფობაა, ესტროგენების დაბალი შემცველობა ასევე იწვევს ოსტეოპოროზს.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ეს ინფორმაცია 1990-იანი წლებიდან აქტიურად გავრცელდა საზოგადოებაში.
გადაცემა "მკურნალთან" საუბრობს: ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი არსენ გვენეტაძე
მენოპაუზა, ანუ კლიმაქსი მენსტრუაციული ციკლის სრულ გაქრობას გულისხმობს, რომელიც 40-დან- 55 წლის ჩათვლით ხდება. ნაადრევიად ითვლება მენოპაუზა, თუ ის 40 წლამდე შეწყდა.
სქესობრივი გზით გადამადები დაავადებები ძალიან გავრცელდა, განსაკუთრებული რისკის ქვეში კი ქალბატონები არიან.
ინტიმური ჯანმთელობის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პირობაა დაბანა ყოველ დილა-საღამოს და სქესობრივი სიახლოვის შემდეგ
კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის ვიზუალიზაციის მეთოდია პროცედურის ჩატარების მიზანია:
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად