რატომ ინფიცირდებიან სქესობრივი დაავადებით უფრო ხშირად ქალბატონები და რა არის ტრიქომონიაზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ინფიცირდებიან სქესობრივი დაავადებით უფრო ხშირად ქალბატონები და რა არის ტრიქომონიაზი?

გავრცელების მიზეზი, შემთხვევით სექსუალური კავშირის კულტურის გაჩენა და ამავდროულად, მოზარდებში არასათანადო სექსუალური განათლებაა.

ექსპერტების თქმით, ქალებში ქლამიდიის, სიფილისის, გონორეისა და ზოგადად სქესობრივი დაავადებებით ინფიცირების უფრო მაღალი რისკი არსებობს.

რატომ ინფიცირდებიან ქალები უფრო ხშირად სქესობრივი დაავადებებით, ვიდრე მამაკაცები.

მიზეზი სასქესო ორგანოების ანატომიაშია. ქალის საშო უფრო მეტად დაუცველია, მამაკაცის სასქესო ორგანოსთან შედარებით, რომელსაც კანი ფარავს.

ქალის საშოს მეტად თხელი დაფარვა აქვს, ამიტომ ბაქტერიების შეღწევა და შეჩერება უფრო მარტივია.

საშოში არსებული ტენიანი გარემო კი შესანიშნავია ბაქტერიების ზრდისთვის. ასევე, სქესობრივი აქტის დროს, ქალი მამაკაცის ეაკულატისგან გაცილებით მეტ სათესლე სითხეს იღებს. მამაკაცი კი მხოლოდ მცირე რაოდენობით საშოს სითხეს.

ინფიცირების შემდგომაც ქალთან უფრო მეტი გართულებები ვლინდება.

მაგალითად, პაპილომავირუსის მატარებელი მამაკაცია, რომელიც არ ზიანდება ამ ვირუსით.

ქალბატონებში კი სქესობრივად გადამდები ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას იწვევს, თუ ქალბატონი დროულად არ იმკურნალებს.

მამაკაცებში შარდსაწვეთის გამონადენის სიმპტომი საშიში არ არის და მარტივად სამართავია, ქალის შემთხვევაში მცირე გამონადენი და არასასიამოვნო შარდვა მთელი რიგი მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული.

ქალებმა რისკის შესამცირებლად, დაუცველ სქესობრივ კავშირს არ უნდა მიმართონ, უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ არანაირი მცირე სიმპტომი: გამონადენი, წვა თუ ქავილი. აქტიური სქესობრივი ცხოვრების პერიოდში წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ ტესტირება სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე.

ტრიქომონიაზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა.

მისი სამიზნე შარდ-სასქესო სისტემაა, რომლის დაზიანებასაც ის იწვევს.

მისი გამომწვევია ტრიქომონადა. დაავადება, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ურეთრიტს იწვევს.

ურეთრიტი შარდსადენი მილის (ურეთრის) ანთებაა. ტრიქომონიაზი მამაკაცებს და ქალბატონებს განსხვავებულად უვლინდებათ.

დაავადებას ქალებში უფრო გამოკვეთილი სიმპტომები ახასიათებს, მამაკაცები ძირითადად, ტრიქომონადომატარებლები არიან.

მან ქალებში შეიძლება გამოიწვიოს:

• ურეთრიტი

შარდსადინარის ანთება

• ვულვოვაგინიტი

სასქესო ორგანოებისა და საშოს ანთება

• ბართოლინიტი

ბართოლინის ჯირკვლის ანთება

• ცერვიციტი

საშვილოსნოს ყელის ანთება

სიმპტომები მწვავე სტადიის დროს

• ყვითელი ან მწვანე, უსიამოვნო სუნის მქონე, ქაფისებრი გამონადენი

• სასქესო ორგანოების ლორწოვანის გაღიზიანება და სიწითლე (წვითა და ქავილით გამოხატული)

• კანის ანთება ( ბარძაყის შიდა მიდამოს დერმატიტი)

• ლორწოვან გარსზე ეროზიები, წყლულების გაჩენა

• შარდის დარღვევები, დისკომფორტი შარდვისას

• უსიამოვნო შეგრძნებები სქესობრივი კონტაქტისას

• ტკივილი მუცლის ქვედა არეში

მამრობითი სქესის წარმომადგენლებში, ძირითადად, ურეთრიტი ვლინდება, რომელსაც ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს, მსუბუქი ქავილი, შარდვისას და სქესობრივი კონტაქტისას წვის შეგრძნება. ტრიქომონადებმა შესაძლოა პროსტატა, სათესლე ჯირკვლები, მათი დანამატები და სათესლე ბუშტუკებიც დააზიანოს.