ინტიმური ჰიგიენის „ოქროს წესები“, რომელიც ინფექციისგან დაგიცავთ. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტიმური ჰიგიენის „ოქროს წესები“, რომელიც ინფექციისგან დაგიცავთ.

ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოთა დაავადებების მიზეზი უმეტესად ინტიმური ჰიგიენის დაუცველობაა.

ქალის პირადი ჰიგიენის თავისებურებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

თუ დაიცავთ გარეთა სასქესო ორგანოს ჰიგიენას, შიგნითა ორგანოების სასქესო ორგანოებში ინფექციის შეღწევისგან დაცულები იქნებით.

ქალის სასქესო ორგანოებში ლაქტობაქტერიებია, ეს სასარგებლო მიკროორგანიზმი იცავს მას მავნე მიკრობებისგან. როდესაც ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება, მათ ადგილს მავნე მიკრობები იკავებენ და ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი.

აუცილებელია ქალის სასქესო ორგანოებმა ბუნებრივი მჟავატუტოვანი ბალანსი შეინარჩუნოს. ის რომ არ დაირღვეს, უნდა მოერიდოთ სინთეტიკურ ქვედა საცვლებს, მოჭერილი ტანისამოსის ტარებას. ის შეიძლება დაარღვიოს ქლორიანმა წყალმა, ზღვის და მდინარის წყალმა და სხვ.

იმისათვის, რომ ინტიმური ჰიგიენა შეინარჩუნოთ, დაიცავით შემდეგი წესები.

• სასქესო ორგანოები სულ მცირე, დღეში ორჯერ, თბილი წყლით, უსაპნოდ დაიბანეთ.

• დაივიწყეთ საპონი, ის შეიცავს ტუტეს, რაც არღვევს სასქესო ორგანოების მიკროფლორას.

• ინტიმური გელის არჩევისას დააკვირდით, რომ ის შეიცავდეს რძის მჟავას, ასევე ტრიკლოზანს. არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და სურნელოვან დანამატებს.

• მენსტრუაციის პერიოდში, გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა აუცილებელია ტუალეტში ყოველი შესვლისას.

• დაბანის შემდეგ სასქესო ორგანოები სუფთა, რბილი და აუცილებლად საკუთარი პირსახოცით გაიმშრალეთ.

• არ გამოიყენოთ ინტიმური ჰიგიენისთვის ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპონი.

• ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საპნის, ან ჟელეს გამოყენებისას, მხოლოდ კანი დაიბანეთ და არა ლორწოვანი გარსები.

• ყოველდღიური საფენები უნდა გამოიცვალოთ დღეში 4-5-ჯერ.

• კრიტიკულ დღეებში საფენი უნდა გამოიცვალთ სულ მცირე 3-4 საათში ერთხელ. ტამპონს კი 2 საათზე მეტხანს ნუ დაიტოვებთ.

• თუ არ გსურთ ბაქტერიებს გამრავლებისთვის იდეალური გარემო შეუმქნათ, არ დაიტოვოთ ღამით ტამპონი.

• კანდიდოზი ან ალერგია შეიძლება გამოიწვიოს არომატულმა საფენებმა, ამიტომ მათ მოხმარებას მოერიდეთ.

• თეთრეულს გამოცვლისას დააკვირდით - თუ გამონადენი ჭარბია და დიდხანს არ წყდება, სჯობს ექიმს მიმართოთ.