შმაგი ტაბატაძე - "როდესაც ბედნიერი დედა თავის შვილთან ერთად ტოვებს კლინიკას, მერწმუნეთ, ეს "ღუდუშაურის კლინიკის" დამსახურებაა"! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

შმაგი ტაბატაძე - "როდესაც ბედნიერი დედა თავის შვილთან ერთად ტოვებს კლინიკას, მერწმუნეთ, ეს "ღუდუშაურის კლინიკის" დამსახურებაა"!

შმაგი ტაბატაძე - "როდესაც ბედნიერი დედა თავის შვილთან ერთად ტოვებს კლინიკას, მერწმუნეთ, ეს "ღუდუშაურის კლინიკის" დამსახურებაა"!
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელ,

მეან-გინეკოლოგ შმაგი ტაბატაძესთან საუბარი საღამოს, მძიმე პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებული კონსილიუმის შემდეგ მოვახერხეთ. დატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად, ბატონი შმაგი გულისხმიერად დაგვთანხმდა ინტერვიუზე.

- ბატონო შმაგი, როგორი იყო თქვენი გზა მედიცინაში და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მეან-გინეკოლოგი?


- სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც გავატარე სტუდენტობის უმშვენიერესი პერიოდი, რის შემდეგაც მეორე სამშობიარო სახლში დავიწყე რეზიდენტურის პროგრამის გავლა მეანობა-გინეკოლოგიაში. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საინტერესო პროფესია და მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, სადაც დიდია ზრდის, თვითგანვითარების,

მოწინავე ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის დაუფლების საშუალება.

ჩემს ექიმად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულეს ჩემმა ხელმძღვნელებმა, არაჩვეულებრივმა ექიმებმა, პატრიოტმა ადამიანებმა: ნოდარ გომელაურმა და გივი ცანავამ. ამ ადამიანებმა შემაყვარეს მეანობა-გინეკოლოგია. პირველი ნაბიჯები მედიცინაში მათი მეშვეობით, უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით გადავდგი.

5-წლიანი რეზიდენტურის აქტიური, საფუძვლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი მომიწია

წალკაში მუშაობა, სადაც გავაკეთე პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია. შემდეგ 5 წელი ვმუშაობდი დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში, "ახალ სიცოცხლეში", "თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" და დღეს ვმოღვაწეობ "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში".

mkurnali.ge- ექიმისთვის ძალზე მნიშვნელოვანია უწყვეტი განათლება, რომ არ ჩამორჩეს მსოფლიოში არსებულ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს. რამდენადაა დღეს ამის შესაძლებლობა?


- ჩვენი ექიმები ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, პრაქტიკული გამოცდილებით ტოლს არ უდებენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს. დღევანდელი კომუნიკაციის საშუალებები უცხოელი ექიმების გამოცდილების, მკურნალობის ახალი მიდგომების, დარგის სიახლეების მაქსიმალურად გაცნობის საშუალებას გვაძლევს.
უდიდესი ნახტომი განიცადა ჩვენმა მედიცინამ უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე. საქართველოში შესაძლებელია მაღალკვალიფიციური თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება.

მედიცინა მუდმივად ვითარდება, რასაც ფეხი უნდა ავუწყოთ. კონგრესები, კონფერენციები გამოცდილების გაზიარების, სიახლეების გაცნობის ერთ-ერთი საშუალებაა. ამიტომ ვცდილობთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ჩვენს დარგში მიმდინარე სამედიცინო ღონისძიებებში.
ახალგაზრდა კადრები კლინიკაში უნდა გაიზარდონ, რომ კლინიკას მომავალი ჰქონდეს. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას გავუზიარო, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ყველა ადამიანის ვალია.

- აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი გამორჩეულია მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვის კუთხით, გამოცდილი და მცოდნე კოლექტივით. რა სიახლეებს სთავაზობს კლინიკა მომავალ დედებს?


- მეანობა-გინეკოლოგიაში ხშირად შეიძლება დადგეს რამდენიმე დარგის სპეციალსტის ერთობლივი მუშაობის საჭიროება. ჩვენი კლინიკა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ერთ ჭერქვეშ მოქცეულია ყველა სახის სამედიცინო სერვისი. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და აქვს გამართული ინფრასტრუქტურა. განახლდა ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკები და პალატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლინიკა დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამცდილების მქონე პროფესიული კადრებით. ჩვენთან მნიშვნელოვნად მოიმატა ფიზიოლოგიური მშობიარობის მაჩვენებელმა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სამედიცინო პერსონალი ორი ადამიანის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი.

ღუდუშაურის კლინკაში არის მთელ ამიერკავკასიაში თავისი მასშტაბებითა და შესაძლებლობებით ერთადერთი ნეონატალური ცენტრი, რომლითაც შეიძლება იამაყოს მთელმა ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის გართულებული მიმდინარეობისას.

ცენტრში დანერგილია მკურნალობის უახლესი, თანამედროვე სტანდარტები. მისი განახლების შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატა გადარჩენილ ახალშობილთა რაოდენობამ და გაუმჯობესდა მათი ჯანმრთელობის ხარისხი. ჩვენს კლინიკაში მშობიარობის შემდეგ არ იკარგება პირველი "ოქროს წუთი". ახალშობილი, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად თავსდება ნეონატალურ ცენტრში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დადებით გამოსავალს.

არის შემთხვევები, როდესაც დედის და ნაყოფის ინტერესების გამო ვადაზე ადრე გვიწევს ორსულობის დასრულება. ყველა მოსალოდნელ გართულებულ მშობიარობას ესწრება ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგთა გუნდი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად ახორციელებს ახალშობილისთვის აუცილებელ სამედიცინო ღონისძიებებს. ინდივიდუალურ ბლოკებში შექმნილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა პირობა. მშობიარობის პროცესში უმაღლეს დონეზე კონტროლდება როგორც დედის, ისე ნაყოფის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია.

ჩვენთან არის ახალშობილთა ინფრასტრუქტურულად ყოველმხრივ აღჭურვილი რეანიმაციული განყოფილება, სადაც დღენაკლულ, 500-600 გრამი წონის ახალშობილებს ვუნარჩუნებთ სიცოცხლეს.

ძალიან ხშირად რეფერალურად გადმოჰყავთ მძიმე პაციენტი. მისი დახმარება, ადეკვატური მკურნალობის აღმოჩენა, მრავალპროფილურ კლინიკაში დიდი კომფორტია ექიმისთვის, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებულია ქირურგიული განყოფილება, რეანიმაცია, სისხლის ბანკი და ყველა საჭირო რგოლი პაციენტის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის! და როდესაც ბედნიერი დედა თავის შვილთან ერთად ტოვებს კლინიკას, მერწმუნეთ ეს "ღუდუშაურის კლინიკის" დამსახურებაა!

 

mkurnali.ge

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
რა სიმპტომების შემთხვევაშია დაუშვებელი მენსტრუაციული ციკლის დროს გარუჯვა და რა წესები უნდა დავიცვათ ნამზეურის მიღებისას?
პროფესორი არჩილ ხომასურიძე, რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის
დღეისათვის უნაყოფობის პრობლემა საკმაოდ აქტუალური რჩება, რაც კიდევ უფრო ზრდის ინტერესს მედიცინის დარგის – რეპროდუქტოლოგიის მიმართ.
რამდენად შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ეროზია ქალწულებშიც განვითარდეს, ახასიათებს თუ არა დაავადებას ტკივილი
გვესაუბრება მამოლოგი, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი კახა ბარამიძე.
ფალოპის მილები შესაძლოა იყოს სრულიად დახურული ან დაზიანებული. მისი დაზიანების შემთხვევაში, საკვერცხიდან გადმოსული მომწიფებული კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება საშვილოსნოში.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად