რა არის საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპია და როდის ინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპია და როდის ინიშნება

  • საშვილოსნოს ყელის პროფილაქტიკური დათვალიერება;
  • როგორც ანთებითი, ისე უჯრედული შემადგენლობის დარღვევასთან დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიის გამოვლენა;
  • ავთვისებიანი პათოლოგიის დიაგნოსტიკა;
  • მკურნალობის შედეგის კონტროლი.

კოლპოსკოპიის ძირითადი ჩვენებაა:

  • უჯრედების ციტოლოგიური შემადგენლობის ცვლილება. ნაცხის ანალიზით შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ტიპის დისპლაზია უმნიშვნელო ცვლილებებიდან კიბოსწინარე და ატიპური უჯრედების არსებობამდე;
  • არასპეციფიკური ან ინფექციური ცერვიციტი;
  • საშვილოსნოს ყელის მიდამოს ან საშვილოსნოს ქვედა სეგმენტის ენდომეტრიოზი;
  • კონდილომური წარმონაქმნები საშვილოსნოს ყელის მიდამოში;
  • კონტაქტური სისხლდენის შემთხვევები გინეკოლოგიური გასინჯვის ან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ.

კოლპოსკოპიის უკუჩვენებებია:

  • ცერვიკალური არხიდან სისხლიანი გამონადენის არსებობა;
  • მწვავე ანთებითი პროცესის კლინიკა საშვილოსნოს ყელის ან საშოს მიდამოში;
  • მშობიარობის შემდეგ ორი თვის განმავლობაში;
  • სამედიცინო აბორტის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში;
  • საშვილოსნოს ყელზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამი თვის განმავლობაში შეხორცებითი პროცესები საშოში.

როგორ მოვემზადოთ კოლპოსკოპიისთვის:

  • ციტოლოგიური კვლევისთვის მასალა უნდა აიღონ კოპლოსკოპიის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 დღით ადრე;
  • კვლევამდე ერთი დღით ადრე არ შეიძლება სქესობრივი კონტაქტი;
  • ერთი დღით ადრე არ შეიძლება ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება;
  • ერთი დღით ადრე არ გამოიყენება ადგილობრივი სამკურნალო საშუალებები.

ყველაზე ინფორმაციული კოლპოსკოპია მენსტრუალური ციკლის დასაწყისშია, მაგრამ არ უნდა იყოს სასქესო გზებიდან გამონადენი. პროცედურის ჩასატარებელ ოპტიმალურ დროდ ითვლება მენსტრუალური ციკლის 7-10 დღე.

ენდომეტრიოზზე ეჭვისას კოლპოსკოპიის ჩატარება საჭიროა მენსტრუაციის ციკლის მე-10-15 დღეს.

შეიძლება თუ არა კოლპოსკოპიის ჩატარება ორსულობისას

ზოგჯერ კოლპოსკოპიის ჩატარება ორსულობის სხვადასხვა ვადაზე აუცილებელი ხდება ავთვისებიან პროცესზე ეჭვისას.

ორსულობის დროს კოლპოსკოპიის ჩატარება არარეკომენდებულია ორსულობის შეწყვეტის ან ორსულობის მიმდინარეობის გართულების რისკის შემთხვევაში.

პროცედურის შემდეგ სასურველია ჰიგიენური ღინისძიებების ჩატარება, რადგანაც შესაძლებელია აღინიშნებოდეს დისკომფორტი, უსიამოვნო სუნი, უმნიშვნელო წვა საშოსა და ვულვის მიდამოში.

თუ პროცედურის დროს აიღეს ბიოფსია, არ შეიძლება:

  • ერთი თვე სქესობრივი კონტაქტი;
  • ჰიგიენური ტამპონის გამოყენება;
  • ანტიკოაგულანტების მიღება;
  • ორი კვირა ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა;
  • ერთი თვე საერთოდ უნდა გამოირიცხოს გადახურება, საუნა, აბანო და აბაზანის მიღება.