საშვილოსნოს მიომისა და საკვერცხის კისტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშვილოსნოს მიომისა და საკვერცხის კისტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები

აღნიშნული მდგომარეობა დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოითხოვს. საშვილოსნოს მიომისა და საკვერცხის კისტის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი-გინეკოლოგი ნატო ჯანელიძე.

– ქალბატონო ნატო, რა დაავადებაა საშვილოსნოს მიომა და ფიბრომა?

– საშვილოსნოს მიომა გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული, ჰორმონდამოკიდებული, კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ამ დაავადებას რამდენიმე სახელწოება აქვს – ფიბრომა, ლეიომიომა, ფიბრომიომა.

მიომური კვანძები იშვიათად ვითარდება ერთი, და ის წესისამებრ რამდენიმეა, ხოლო კონსისტენცია სხვადასხვაგვარი აქვს. როდესაც კვანძში სჭარბობს კუნთოვანი ქსოვილი, რბილია და ლეიოლმიომას უწოდებენ, ხოლო შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბისას, კვანძი მკვრივია და ფიბრომად მოიხსენიებენ

კვანძები განსხვავდება ზომით, ფორმითა და მდებარეობით:

  • სუბმუკოზური;
  • სუბსეროზული;
  • ინტრამურალური;
  • ცერვიკალური მიომა.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ფიბრომისა და მიომის განვითარება?

– საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა. მთელი რიგი ფაქტორების ზემოქმედებით კუნთოვანი უჯრედები არასწორად იწყებენ გამრავლებას. ყალიბდება მიომური კვანძები ან დიფუზური მიომატოზი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი მულტიფაქტორული დაავადებაა. ეს ფაქტორებია:

  • ჰორმონული დისბალანსი – ესტროგენების სიჭარბე;
  • გენეტიკა;
  • სიმსუქნე;
  • კვება;
  • ეთნიკური წარმოშობა;
  • არტერიული ჰიპერტენზია.

– რა ასაკში ვითარდება ეს დაავადება?

– საშვილოსნოს მიომა კლინიკურად ვლინდება 35 წლის ზევით. ამ ასაკიდან ქალებს ჯანმრთელობისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

– რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება?

– საშვილოსნოს ფიბრომიომა პაციენტთა 50-60%-ში კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სიმპტომური მიომისთვის დამახასიათებელია:

  • პათოლოგიური სისხლდენა;
  • ტკივილები მუცლის ან მენჯის არეში;
  • მწვავე ან ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია;
  • მეზობელ ორგანოთა ფუნქციის მოშლა;
  • კვანძის სწრაფი ზრდა.

მიომატოზური კვანძების მდებარეობის, განლაგების მიხედვით ჩივილებიც შესაბამისია. სუბმუკოზური მიომა ხშირად იწვევს გახანგრძლივებულ მენსტრუაციას, სისხლდენას.

– როგორია დიაგნოსტიკა?

– გინეკოლოგთან ვიზიტისას, პირველადი დიაგნოზი დგინდება ჩივილების, ბიმანუალური გასინჯვის მონაცემების მიხედვით. დიაგნოსტიკაში წამყვანი ადგილი აქვს ტრანსვაგინალურ, აბდომინალურ ულტრაბგერით გამოკვლევას. ასევე ტარდება: ჰისტეროსკოპია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია.

– რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ფიბრომამ ან მიომამ?

– ამ დაავადების გართულებებია:

  • მწვავე ან ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია;
  • დიდი ზომის კვანძების გამო, ზეწოლა ახლომდებარე ორგანოებზე;
  • მიომის გართულებაა კვანძის ნეკროზი, რომელიც ვითარდება დიდი ზომის მიომური კვანძების ან კვანძის ფეხზე შემოგრეხის შემთხვევაში.

– რამდენად შესაძლებელია საშვილოსნოს მიომისა და ფიბრომის დროს ორსულობა და მშობიარობა?

– მომავალი ორსულობის განვითარებაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მიომის ლოკალიზაციას და ზომას. მიომა იწვევს უნაყოფობას, მოსალოდნელ აბორტს და ნაადრევ მშობიარობას.

სუბმუკოზური კვანძები ამცირებს ორსულობის სიხშირეს. აუცილებელია დაორსულებამდე კვანძის ამოკვეთა – ჰისტეროსკოპიული მიომექტომია.

დიდი ზომის მიომურმა კვანძმა შეიძლება გამოიწვიოს: საშვილოსნოს ღრუს დეფორმაცია, ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა. მიომური კვანძების ზრდა ძირითადად ორსულობის პირველ ტრიმესტრში აღინიშნება.

– როგორია მკურნალობა და როდის დგება ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა?

– კლინიკურად უსიმპტომო მცირე ზომის მიომის არსებობის შემთხვევაში, მოცდითი ტაქტიკაა და დინამიკური დაკვირვება ხდება პაციენტზე. არსებობს:

  • კონსერვატული მკურნალობა-ჰორმონალური თერაპია;
  • ოპერაციული მკურნალობა: მიომექტომია, ჰისტერექტომია, საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია, ფოკუსირებული ულტრაბგერითი ქირურგია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კონტროლით.

მკურნალობის მეთოდის არჩევისას ითვალისწინებენ:

  • პაციენტის ასაკს;
  • ჩივილებს;
  • კვანძების მდებარეობას;
  • ზრდის ხასიათს;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევას და სხვა რიგ ფაქტორებს.

ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა:

  • სიმსივნის სწრაფი ზრდა;
  • დიდი ზომა;
  • მიომის სუბმუკოზური ფორმა;
  • ანემიზაცია;
  • ნეკროზი;
  • ცერვიკალური მიომა.

– როგორია პროფილაქტიკა?

– წელიწადში ერთჯერ გინეკოლოგთან ვიზიტი, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა.

– რას წარმოადგენს საკვერცხის კისტა და რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი განვითარება?

– საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია ქალის ორგანიზმში, რომელსაც აქვს თხევადი ან ნახევრად თხევადი შიგთავსი. საკვერცხის კისტა წარმოიქმნება ჰორმონული დარღვევის შედეგად, ასევე შეიძლება განვითარდეს ნორმალური მენსტრუალური ციკლის პირობებში. კისტა ძირითადად რეპროდუქციული ასაკის პათოლოგიად ითვლება. კისტის წარმოქმნას ხელს უწყობს საკვერცხეში ანთებითი ცვლილებები.

– როგორი სახის კისტა ვითარდება საკვერცხეზე?

– ფუნქციური კისტები ვითარდება ოვულაციის დარღვევისას. ასეთი კისტები თვითონ გაიწოვება:

პათოლოგიური კისტები – ამ ტიპის კისტები არის: კეთილთვისებიანი (ყვითელი სხეულის კისტა, დერმოიდული, ენდომეტრიული, პარაოვარიალური კისტა) და ავთვისებიანი.

– როდის შეიძლება განვითარდეს კისტის გასკდომა?

– საკვერცხის აპოპლექსია – სისხლჩაქცევა საკვერცხეში, რასაც თან ახლავს მისი გასკდომა, უეცარი ტკივილი და სისხლდენა მუცლის ღრუში. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

  • მცირე მენჯის ანთებითი პროცესების ფონზე სისხლძარღვების პათოლოგიური ცვლილებები.
  • ჰორმონული დარღვევების ფონი;
  • სისხლის დაავადებები, რომლებიც იწვევენ სისხლის შედედების დარღვევას.

გასკდომის პროვოცირებას ახდენს:

  • მუცლის ტრავმა;
  • ფიზიკური გადაძაბვა;

ეს არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დროულ დაიგნოსტიკას და სწორი მკურნალობის ტაქტიკას.

– როგორია საკვერცხის კისტას მკურნალობის მეთოდი?

საკვერცხის კისტის მკურნალობის ტაქტიკის არჩევისას ითვალისწინებენ:

  • პაციენტის ასაკს;
  • კისტის ზომას;
  • სახეობას.

საჭიროა პაციენტის დეტალური გამოკვლევა. არსებობს:

  • მედიკამენტური მკურნალობა ჰორმონებით;

ქირურგიული მკურნალობა ლაპარასკოპია, თუ:

ა) კისტა არ გაიწოვა რამდენიმე ციკლი;

ბ) იზრდება ზომით;

გ) არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას;

დ) კისტები შემადგენლობის დონეზე თუ შეიცავს ქსოვილოვან კომპონენტს.