კისტები და კვანძები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კისტები და კვანძები

ამდენად, იგი ანომალიური ღრუა, სავსე თხიერი ან ნახევრად თხიერი შიგთავსით. ირგვლივმდებარე ქსოვილებისგან გამოყოფილია სპეციალური კაფსულით და არ არის იმ ქსოვილისა თუ ორგანოს შემადგენელი ნაწილი, სადაც მდებარეობს.

ანომალიური ღრუ შესაძლოა განვითარდეს ინფექციის, ქრონიკული ანთებითი პროცესის, სიმსივნეებისა და ემბრიონის ფორმირებისას, შინაგანი ორგანოების ანომალიური განვითარების შედეგად.

ზოგჯერ ამ წარმონაქმნის განვითარებას მემკვიდრული საფუძველი აქვს.

განირჩევა სხვადასხვა ტიპის კისტები მათი:

  • განვითარების მექანიზმის;
  • მდებარეობისა და ადგილის;
  • არსებობის ხანდაზმულობის;
  • ზომის;
  • შენების;
  • შიგთავსის მიხედვით.

კისტა შესაძლოა წარმოიქმნას ადამიანის სხეულის ფაქტობრივად ნებისმიერ ადგილას, თუმცა, მათი საყვარელი ადგილი კანი და საკვერცხეებია.

ჩვეულებრივ, კისტის შეგთავსი ვითარდება ჯირკვლების გამომტანი სანათურების დახშობის შედეგად, როდესაც ღრუში გროვდება სეკრეტი და სითხე.

ჭეშმარიტი და ცრუ კისტა

განირჩევა ჭეშმარიტი და ცრუ კისტები, ჭეშმარიტი კისტების კედელი ეპითელური ქსოვილია, ცრუსი კი – სპეციალური ქსოვილები.

შეძენილი და თანდაყოლილი კისტა

განვითარების მიხედვით კისტები შესაძლოა იყოს შეძენილი და თანდაყოლილი.

თანდაყოლილი კისტები ვითარდებიან ორგანოთა და ქსოვილთა არასწორი ფორმირების შედეგად, წარმოიქმნებიან ემბრიონული განვითარების პერიოდში დარჩენილი არხებიდან და ნაპრალებში, მათი შიგთავსიც ემბრიონულია, ისინი შეიცავენ სხვადასხვა ორგანოს ნაწილებს, კბილებს, თმას.

ასეთებია: წინამდებარე ჯირკვლის, დერმოიდული კისტის, ენდომეტრიული კისტის, საკვერცხეების, თირკმელების მრავლობითი კისტები, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ნერვული სისტემის კისტები, აგრეთვე საოფლე ჯირკვლების განვითარების მანკები.

შეძენილი კისტები ყალიბდება ადამიანის დაბადების შემდგომ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

როგორ ვითარდება კისტა?

განვითარების მექანიზმის მიხედვით განირჩევა:

  • პარაზიტული;
  • რეტენციული;
  • ტრავმული;
  • სიმსივნური;
  • დეზონტოგენეტიკური კისტები.

პარაზიტული კისტა – ბუშტისებრი წარმონაქმნია, რომელშიც სხვადასხვა პარაზიტული ჭიების მატლებია ჩაბუდებული, ყველაზე ხშირად ეს ექინოკოკი და ცისტიცერკია.

რეტენციული – შეძენილი კისტაა, რომლებიც ჯირკვლოვან-სეკრეციულ ორგანოებში ვითარდებიან იმის გამო, რომ გართულებულია ჯირკვლიდან სეკრეტის ნორმალური და სრული გადინება.

ნორმალური გადინების შემაფერხებელი მიზეზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი მიკროსკოპული ნაგავი, მტვერი ან წვრილი კენჭები, ის ასევე შესაძლოა განვითარდეს თავად სეკრეტის შესქელების გამო, ან სიმსივნური ქსოვილით სანათურის დახშობის შემდეგ, რაც იწვევს სეკრეტის სანათურში დაგროვებას, მის გაწელვას და ღრუს განვითარებას წყლისმიერი, ლორწოვანი ან ცხიმოვანი შიგთავსით.

ასეთებია: სანერწყვე, სარძევე, ცხიმოვანი ჯირკვლების, კუჭქვეშა და წინამდებარე ჯირკვლის კისტები.

ტრავმული კისტა ვითარდება ტრავმის შედეგად და გააჩნია იმ ორგანოს კედელი, სადაც მდებარეობს, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ჩვეული ქსოვილი შემაერთებლით შეიცვალოს.

ასეთებია: თითის ფალანგებისა და ხელისგულების, თვალის ფერადი გარსისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ეპითელური კისტები.

სიმსივნურია კისტა, რომელიც სიმსივნური ქსოვილის ზრდით დარღვეული მეტაბოლიზმის შედეგად განვითარებული ერთ ან რამდენიმე საკნიანი ღრუების ადგილას ყალიბდება. ეს ყველაზე ხშირად ხდება ჯირკვლოვან ორგანოებში. ასეთებია: კისტოზური ლიმფანგიომა, კისტოზური ამელობლასტომა და სანერწყე ჯირკვლების კისტოზური ადენომა.

რამოლიციური კისტები ვითარდებიან კომპაქტური შენების ქსოვილის დაზიანების შედეგად, მაგალითად ინფარქტის ან სისხლჩაქცევის. მოგვიანებით ასეთი ქსოვილი რბილდება, თხელდება და გაიწოვება.

ასეთი კისტები აღმოჩენილია ზურგისა და თავის ტვინში. ამავე ტიპისაა საკვერცხის ყვითელი სხეულის კისტა, ძვლისა და კბილის კისტა.

კვანძები

ქსოვილოვანი კვანძები არის გარკვეული პათოლოგიური პროცესის შედეგად ქსოვილთა არაბუნებრივი შეზრდა და გადაგვარება, გამკვრივება, უპირატესად მომრგვალო ან ელიფსური ფორმით, რომელიც ხელით გასინჯვისას ადვილად განირჩევა იმ ორგანოსა და ახლომდებარე ქსოვილებისგან, სადაც ის მდებარეობს.

ყველაზე ხშირად ვხვდებით ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლისა და საშვილონოში განვითარებულ გამკვრივებებსა და კვანძებს.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძი

ის ფარისებრი ჯირკვლის ნაწილია, რომელიც ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების, თიროციტების ინტენსიური გაყოფისას, რის შედეგადაც ყალიბდება მომრგვალო, ელიფსის ან ბურთის ფორმის მსგავსი გამკვრივება. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმრავლესობა კეთილთვისებიანია, თუმცა, მცირე ნაწილს შესაძლოა ავთვისებიანი ბუნებაც გააჩნდეს.

კვანძების უმრავლესობა უსიმპტომოდ არსებობს და არ აწუხებს პაციენტებს, მათ შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე კისრის სისხლძარღვების, თავისა და გულმკერდის ღრუს ულტრაბგერითი ან კომპიუტერული კვლევების შედეგად. ზოგჯერ პაციენტები თავადაც აღმოაჩენენ ხოლმე კვანძებს.

საშვილოსნოს კვანძები

საშვილოსნოს კუნთოვან შრეში ვითარდება კვანძები, რომლებიც საშვილოსნოს მიომის სახელით ცნობილ დაავადებას იწვევენ. მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა და გინეკოლოგიურ დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, ის საერთო მაჩვენებლის 25%-ს შეადგენს.

ჩვეულებრივ, ეს გვიანი რეპროდუქციული და პრეკლიმაქსის ასაკის მქონე ქალების ხვედრია. არსებობს მოსაზრება, რომ დაავადების ჭეშმარიტი გავრცელების მაჩვენებელი გაცილებით დიდია და საერთო მაჩვენებლის 70%-ს უტოლდება.

თავად მიომური კვანძი ერთმანეთში ქაოსურად გადახლართული მომრგვალო ფორმის გლუვკუნთოვანი ბოჭკოებია. მათი დიამეტრი რამდენიმე მილიმეტრიდან – რამდენიმე სანტიმეტრამდეა, თუმცა, შესაძლოა, გაცილებით დიდი ზომისაც იყოს, წონით კი, რამდენიმე გრამიდან – რამდენიმე კილოგრამამდეც იწონიან, ყველაზე დიდი მიომური კვანძი, რომელიც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაშია ცნობილია, 63 კგ-ს იწონიდა.

სარძევე ჯირკვლის კვანძები

სარძევე ჯირკვალში კვანძი გამკვრივებული ქსოვილოვანი ან გირჩისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ხელით შეხებისას არსებითად გამოიყოფა სარძევე ჯირკვლისა და ირგვლივმდებარე ქსოვილებისგან. ამგვარი კვანძები აღმოჩნდება ხოლმე შემთხვევით, თვითგასინჯვის ან სპეციალისტთან გეგმური გასინჯვის.

სარძევე ჯირკვლის გამკვრივებანი საკმაოდ გახშირებული პრობლემაა და ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანნი არიან, თუმცა, საჭიროებენ გარკვეული ანალიზებისა და კვლევების ჩატარებას მათი კეთილთვისებიანობის დასადასტურებლად.

ფარისებრი ჯირკვლის, საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის გარდა, ქსოვილოვანი კვანძები შესაძლოა განვითარდნენ პრაქტიკულად ყველა ორგანოში და რბილ ქსოვილებში, შესაბამისად, ნებისმიერი არაბუნებრივი ქსოვილოვანი წარმონაქმნის აღმოჩენისას აუცილებელია სპეციალისტის კვალიფიციური შეფასება.