ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მამაკაცის შვილოსნობის უნარზე - რეპროდუქციული ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მამაკაცის შვილოსნობის უნარზე - რეპროდუქციული ჯანმრთელობა

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი - ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე“, კლინიკური დირექტორი. დღევანდელი თემაა მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა - ვისაუბრებთ მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, მის რეგულაციასა და ფუნქციებზე, განვიხილავთ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მამაკაცის შვილოსნობის უნარზე, შევეხებით სხვა საინტერესო საკითხებსაც.

- რომელი ორგანოებით არის წარმოდგენილი მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა?

- მამაკაცის ძირითადი რეპროდუქციული ორგანოებია სათესლე ჯირკვლები - ტესტიკულები და სასქესო ასო.

სათესლეები გახვეულია სათესლე პარკში, რომელიც თავის მხრივ წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი სათესლე ბაგირაკებით. ისინი ერთიანდებიან და ქმნიან სათესლე დანამატს - ეპიდიდიმისს, საიდანაც გამოდის სათესლე დანამატის სადინარი.

სათესლეებში გამომუშავდება მამაკაცის სასქესო უჯრედები - სპერმატოზოიდები და მამაკაცის ძირითადი სასქესო ჰორმონე - ტესტოსტერონი.

სათესლე დანამატის სადინარი ერწყმის სათესლე ბუშტუკებს და ხდება თესლის გამომტანი სადინარის ფორმირება, რომელიც პროსტატის გავლით იხსნება ურეთრაში. პროსტატის, იმავე წინამდებარე ჯირკვლის მიერ გამომუშავებული სითხე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სპერმატოზოიდების ცხოველმყოფელობასა და აქტივობაში.

ასოს სისქეში მოთავსებული ურეთრის საშუალებით ხდება სპერმისა და შარდის გამოყოფა.

- რომელი ჰორმონები მონაწილეობენ მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის რეგულაციაში?

- მამაკაცების რეპროდუქციულ სისტემას, ქალების ანალოგიურად, არეგულირებს ორი ძირითადი ჰორმონი - ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონები, რომლებიც თავის ტვინში ჰიპოფიზის მიერ გამომუშავდებიან. მათ, თავის მხრივ, უფრო მაღლა მდგომარე ცენტრი - ჰიპოთალამუსი ე.წ. გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის მეშვეობით აკონტროლებს.

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი ასტიმულირებს სათესლე ბაგირაკებში სპერმატოზოიდების გამოყოფას, მალუთეინიზებელი ჰორმონი კი ასტიმულირებს სათესლის სპეციალურ უჯრედებს - ლეიდიგის უჯრედებს, რომელთა მიერ ხდება მამაკაცის ძირითადი სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის სეკრეცია. ტესტოსტერონს უკავშირდება მამაკაცური მახასიათებლების გამოვლინება და სპერმის პროდუქციის გაძლიერება.

- როგორ ხდება სპერმატოზოიდების პროდუქცია და არის თუ არა სხვაობა ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების მომწიფების თვალსაზრისით?

- მამაკაცის სასქესო უჯრედები - სპერმატოზოიდები - ვითარდებიან უწვრილეს სათესლე ბაგირაკებში, გადაადგილდებიან უფრო მსხვილ ბაგირაკებში და ბოლოს გადაინაცვლებენ ეპიდიდიმისში, სადაც მთავრდება მათი საბოლოო ფორმირება. ისინი აქ იძენენ მოძრაობის უნარს და შესაბამისად, შეუძლიათ გაანაყოფიერონ კვერცხუჯრედი. სპერმატოზოიდების პროდუქცია, რომლებიც გადიან განვითარების რამდენიმე სტადიას უმწიფრობიდან მომწიფებამდე, ხდება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონისა და ტესტოსტერონის ზემოქმედებით.

თითოეული სპერმატოზოიდი შედგება სამი ნაწილისაგან. თავში მოთავსებულია გენეტიკური მასალა -

ქრომოსომები, შუა ნაწილი არის ენერგიის წყარო, ხოლო კუდის საშუალებით ხდება მათი გადაადგილება ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში.

სპერმატოზოიდების ზომა დაახლოებით 0.05მმ-ია და მათი დანახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი.

ქალებისაგან განსხვავებით, რომლებიც იბადებიან კვერცხუჯრედების განსაზღვრული მარაგით, მამაკაცებს სპერმატოზოიდების პროდუქცია ეწყებათ ე.წ. პუბერტატის - სქესობრივი მომწიფების - პერიოდიდან და მიმდინარეობს გამუდმებით.

- რა დროა საჭირო სპერმატოზოიდების პროდუქციისათვის და რა შემადგენლობა და მოცულობა აქვს სპერმას?

- სპერმატოზოიდების მომწიფებისათვის საჭიროა დაახლოებით 60 დღე და კიდევ დამატებით ორი კვირა, რომ მოხდეს სპერმატოზოიდების გადაადგილება ეპიდიდიმისსა და თესლის გამომტან სადინარში.

სპერმა (ეაკულატი) არის სითხე, რომელიც სპერმატოზოიდებთან ერთად შეიცავს სათესლე ბუშტუკების, პროსტატისა და სხვა ჯირკვლების სეკრეტს. ის უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების გადაადგილებას, შენახვასა და განახლებას. ნორმაში ეაკულატის (თესლის) მოცულობა არის 2,5-3 მლ, იგი საშუალოდ 100 მლნ სპერმატოზოიდზე მეტს შეიცავს.

- რა ემართება სპერმას ეაკულაციის შემდეგ და რამდენ ხანს ცოცხლობს სპერმატოზოიდი ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში?

- ტერმინი ეაკულაცია სპერმის დაღვრას ნიშნავს. ეაკულაციის შემდეგ სპერმის მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოიღვრება საშოდან, დარჩენილი ნაწილი თხიერდება საშოში 20-30 წუთის განმავლობაში. უფრო აქტიური სპერმატოზოიდები 2 წუთში გადიან ცერვიკალური არხის ლორწოვან საცობს და 5 წუთში შესაძლებელია მიაღწიონ საშვილოსნოს მილებს.

სპერმის გარკვეული რაოდენობა რჩება ცერვიკალურ ლორწოში, ნაწილი შთაინთქმება საშვილოსნოს შიგნითა

გარსის - ენდომეტრიუმის უჯრედების მიერ. დაახლოებით 200 სპერმატოზოიდი აღწევს კვერცხუჯრედამდე, რამდენიმე შეიჭრება კვერცხუჯრედში, მაგრამ მხოლოდ ერთი ერწყმის მას და ხდება განაყოფიერება. ფაქტობრივად მიმდინარეობს „ბრძოლა გადარჩენისათვის და ძლიერი იმარჯვებს“.

ნორმალურ შემთხვევაში სპერმატოზოიდები საშოში მოძრაობის უნარს ინარჩუნებენ 2-4 საათი, თუმცა მოძრავი სპერმატოზოიდები საშოში სქესობრივი კავშირიდან 16 საათის შემდეგაც ნახეს.

სპერმატოზოიდი ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში საშუალოდ 3-4 დღე ცოცხლობს, მაქსიმალური დრო შეიძლება იყოს 7 დღე. ამიტომაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია მოხდეს სქესობრივი აქტიდან 7 დღის განმავლობაში.

- მოქმედებს თუ არა სქესობრივი კავშირის ინტენსივობა სპერმის ხარისხსა და რაოდენობაზე?

- თუ არ მოხდება ეაკულაცია, სპერმატოზოიდები გარკვეული პერიოდის შემდეგ კარგავენ განაყოფიერების უნარს და საბოლოოდ განიცდიან გადაგვარებას. ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ სპერმაში იზრდება ხანდაზმული სპერმატოზოიდების შემცველობა. სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობაც ზომიერად შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ სპერმის ხარისხი არ უმჯობესდება. სწორედ ამიტომაა, რომ სქესობრივი კავშირისაგან თავშეკავება - აბსტინენცია - არ აუმჯობესებს შვილოსნობის უნარს.

განაყოფიერებისათვის იდეალურად ითვლება 3-5-დღიანი ინტერვალები.

- რა გავლენას ახდენს ავადმყოფობა, ალკოჰოლი და სიგარეტი მამაკაცის შვილოსნობის უნარზე?

- ნებისმიერი ავადმყოფობა - ყელის ტკივილი, გრიპი და ა.შ., რაც საჭიროებს ანტიბიოტიკების მიღებას, დამთრგუნველად მოქმედებს სპერმატოზოიდების პროდუქციაზე. ნიკოტინი და ალცოჰოლიც უარყოფითად ზემოქმედებს მამაკაცის შვილოსნობის უნარზე. სიგარეტის მოწევა ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობასა და მოძრაობას, ალკოჰოლის მიღება კი - ამცირებს სპერმის გამოყოფას. ის არღვევს აგრეთვე ტესტოსტერონის გამომუშავებას და შესაბამისად, იწვევს ლიბიდოს - სქესობრივი ლტოლვის - დაქვეითებას. ალკოჰოლიზმი იმპოტენციის მნიშვნელოვანი მიზეზია.

- მოქმედებს თუ არა მედიკამენტები და ნარკოტიკები მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე?

- ბევრი მედიკამენტი, მაგალითად, ანტიბიოტიკები, წნევის დამწევი, კუჭის წყლულის, ეპილეფსიის სამკურნალო და სხვა საშუალებები იწვევს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას.

დამტკიცებულია, რომ მარიხუანას მოხმარება იწვევს მამაკაცთა უშვილობას. მორფი და ჰეროინიც არის უშვილობისა და იმპოტენციის მიზეზი.

- რომელი ფაქტორები მოქმედებენ უარყოფითად სპერმაზე?

- სპერმის პროდუქციასა და ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს ჰორმონული დარღვევები - ჰიპერპროლაქტინემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპერინსულინემია, ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა ვარიკოცელე, ანთებითი დაავადებები, სხვადასხვა ინფექციური აგენტები, აუტოიმუნური პროცესები, ფიზიკური ფაქტორები - რადიაცია, ტოქსიკური ნივთიერებები და ა.შ.

- როგორია ნორმული სპერმის პარამეტრები და რა კავშირი აქვს მათ მამაკაცის შვილოსნობის უნართან?

- განაყოფიერებისთვის ვარგისი სპერმის პარამეტრებია: მოცულობა - 1,5-6 მლ, სპერმატოზოიდების რაოდენობა - სულ მცირე, 15-20 მილიონი 1 მილილიტრში, პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდები ეაკულაციის შემდეგ - სულ მცირე, 50%, ნორმალური ფორმის (მორფოლოგიის) სპერმატოზოიდები - 60%-ზე მეტი.

სპერმის ასეთი მაჩვენებლები საჭიროა ფიზიოლოგიური ორსულობისათვის. ე.წ. რეპროდუქციის დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში სპერმის უფრო დაბალი პარამეტრების ფონზეც შესაძლებელია ორსულობის მიღწევა.

სპერმის ანალიზის შედეგები შეიძლება იყოს ცვალებადი, რადგან ის ადვილად ექვემდებარება გარე ფაქტორთა ზემოქმედებას. ამიტომ, სასურველია, სპერმა შეფასდეს რამდენჯერმე - სხვადასხვა დროს.

საზოგადო რეკომენდაციაა, რომ სპერმის გამოკვლევა მოხდეს სქესობრივი კავშირისაგან 3-5-დღიანი თავშეკავებისა და გარკვეული კვებითი შეზღუდვების (მჟავე, ცხარე, მწარე საკვების, ალკოჰოლის აკრძალვა) ფონზე.