რატომ და როგორ დავაჩქაროთ მენსტრუალური ციკლის დაწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ და როგორ დავაჩქაროთ მენსტრუალური ციკლის დაწყება

აღნიშნულ სიტუაციაში არსებობს გამოსავალი და შესაძლებელია თვიურის დაჩქარება. უნდა აღინიშნოს, რომ მენსტრუალური ციკლის იძულებითი დარღვევა, განსაკუთრებით, თუ ეს რეგულარულად ხდება, შეიძლება ორგანიზმისთვის მავნებელი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ რეაგირებს ორგანიზმი ფიზიოლოგიური პროცესების ხელოვნურად დარღვევაზე.

პირველი, რაც ამ შემთხვევაში მოიშლება, ჰორმონული ფონია, რაც ქალის ორგანიზმისთვის შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს. ამიტომ, თვიურის დაჩქარება უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული.

მენსტრუაციის დაჩქარების ერთ-ერთი გზა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებაა, მათ დალევას იწყებთ ციკლის დაწყების სასურველ ვადამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე და ერთი კვირის შემდეგ წყვეტთ. როგორც კი ამას გააკეთებთ მენსტრუაცია დიდ ხანს აღარ გალოდინებთ.

ვიდრე თვიურს დააჩქარებდეთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ასევე, ექიმმა უნდა შეარჩიოს ასეთი შემთხვევისათვის თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივი.

ხალხურ საშუალებებს რაც შეეხება, ციკლის მეორე ფაზაში წითელი ღვინო და ცხელი აბაზანაც დაგეხმარებათ. ასევე ეფექტურია ფეხების აბაზანა მდოგვით. თუმცა ძალიან ცხელმა აბაზანამ შეიძლება ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს.

რაც შეეხება მცენარეულ ნაყენებს: ოხრახუშის კონას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2-3 საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნახარში დილას და საღამოს 2-3 დღის განმავლობაში.

ასევე ეფექტურია კულმუხოს ფესვის ნაყენი. 1 სუფრის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი, გადმოდგით, შეფუთეთ და გააჩერეთ 30-40 წუთი. მიიღეთ ნაყენი 50 მლ ოდენობით 2-ჯერ დღეში.

ლურჯი ღიღილო ასევე აჩქარებს მენსტრუაციას. 2 ჩაის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

ხალხური მედიცინის საშუალებების გამოყენებისას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე მცენარეზე.

მენსტრუალური ციკლის დარღვევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი, რადგანაც ქალის ჯანმრთელობა ძალიან სუსტია და მისი აღდგენა ძალიან რთული ამოცანაა.

ლალი ჩხიკვაძე