საკვერცხის კისტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვერცხის კისტა

თუმცა აღნიშნული პათოლოგია ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.

საკვერცხის კისტა სითხით სავსე ღრუ წარმონაქმნია. ჩვეულებრივ, კისტები საკვერცხეში მომწიფებადი ფოლიკულებიდან წარმოიქმნება. საყურადღებოა, რომ კისტების უმრავლესობა უსაფრთხოა ქალების ჯანმრთელობისათვის, ხშირად თავისთავად ქრება (გაივლის) ყოველგვარი მკურნალობის გარეშე; ასეთ კისტებს ფუნქციონალურ ან დროებით კისტებს უწოდებენ. ისინი, როგორც წესი, ოვულაციის (საკვრეცხეში ფოლიკულის მომწიფების) დარღვევის შედეგად აღმოცენდება. ამ დროს ფოლიკული ზრდას განაგრძობს, ყვითელ სხეულში კი სითხე გროვდება. ფუნქციონალური კისტები თავისთავად ქრება და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი გართულებების განვითარება, როგორებიცაა კისტის გასკდომა, შემოგრეხა, შინაგანი სისხლდენა.

სერიოზული პათოლოგია, რომელიც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს, ანომალიური კისტებია. მათი განვითარების მიზეზი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული დარღვევებია. ანომალიურ კისტებად მიიჩნევა ის წარმონაქმნები, რომლებიც 3 თვეში არ გაივლის. მათ მკურნალობენ როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მეთოდით.

რა არის საკვერცხის კისტა?

საკვერცხის კისტა კეთილთვისებიან წარმონაქმნად განიხილება. ის საკვერცხის ქსოვილში სითხის დაგროვების შედეგად ვითარდება. კისტის კედელს ქმნის უჯრედთა თხელი შრე. სწორედ ეს უჯრედები გამოყოფს კისტის სითხეს. თუ კისტა სხვა ორგანოებზე ზეწოლას არ ახდენს, მას არ ეხებიან (ხელს არ ახლებენ) და მედიკამენტურად მკურნალობენ. თუ არსებობს კისტის სხვა ორგანოებზე ზეგავლენის საშიშროება, მაშინ კისტის პუნქციას ან მის ქირურგიულ მოკვეთას მიმართავენ. საკვერცხის კისტა შეიძლება იყოს მცირე ზომის ან დიდ ზომებს მიაღწიოს - 10-12 სმ-ის დიამეტრში.

საკვერცხის კისტის სახეობები:

ფოლიკულური კისტა

საკვერცხის ფოლიკულური კისტა შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ოვულაცია არ ხდება. ამ სახის კისტები გოგონებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში უვითარდებათ. 4-6 სმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე ფოლიკულური კისტები, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჰორმონულად აქტიური კისტებისას შესაძლოა ესტროგენების დონემ მოიმატოს, ასეთ დროს ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ქალებს შესაძლოა განუვითარდეთ საშვილოსნოდან სისხლდენა, 10 წლის და უფრო მეტი ასაკის გოგონებს კი ნაადრევი მომწიფება. თუ ფოლიკულური კისტის დიამეტრი 8 სმ ან უფრო მეტია, შესაძლოა კისტის ფეხზე შემოგრეხა. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, საკვერცხის ნეკროზს და კისტის გახეთქვასაც კი. ყველაზე ხშირად ფოლიკულური კისტა ოვულაციის დროს ფორმირდება და 5-7 სმ-მდე იზრდება დიამეტრში.

კისტის გახეთქვისას ვითარდება ძლიერი ტკივილი საკვერცხის არეში. ფოლიკულური კისტა დროთა განმავლობაში თავისით ქრება, თუმცა საჭიროა მისი ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კონტროლი და იმ შემთხვევაში, თუ ის არ ქრება, მისი დროული და სწორი მკურნალობა.

ყვითელი სხეულის კისტა

ყვითელი სხეულის კისტა, ჩვეულებრივ, ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლის შემდეგ ვითარდება, ფიზიოლოგიურად ამ პროცესის შემდეგ ფოლიკული ყვითელ სხეულად გარდაიქმნება, თუ ორსულობა არ განვითარდა, ყვითელი სხეული გაიწოვება (იშლება) და ქრება. თუმცა ხდება ისეც, რომ ის რჩება საკვერცხეში და ივსება სითხით ან სისხლით. იმის გამო, რომ ქალებს, ჩვეულებრივ, ერთი კვერცხუჯრედი უმწიფდებათ, ყვითელი სხეულის კისტა ერთ საკვერცხეში ვითარდება (ანუ ცალმხრივია) და ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დერმოიდული კისტა

დერმოიდული კისტა სქელკედლიანი კაფსულით გამოირჩევა, შეიძლება შეიცავდეს თმას, თმის ფოლიკულებს და ქონის ჯირკვლებს. მისი დიამეტრი შესაძლოა 15 სმ-საც კი აღწევდეს. ის, ჩვეულებივ, ცალმხრივია, ანუ ერთ მხარეს ვითარდება, გამოირჩევა ნელი ზრდით და მაღალი ანთებადობით. როგორც წესი, უვლინდებათ ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. დერმოიდული კისტა ემბრიონული განვითარების ანომალიაა.

ენდომეტრიული კისტა

ენდომეტრიული კისტა, ფაქტობრივად, ენდომეტრიოზის ნაწილია. ამ დროს საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი გარსის - ენდომეტრიუმის ქსოვილი საკვერცხეში იზდება. ენდომეტრიული კისტა, უხშირესად, ორმხრივია, ანუ ორივე საკვერცხეში ვითარდება. მისი დიამეტრი 4-5 სმ-დან 15-20 სმ-საც კი აღწევს.

რა ახასიათებს საკვერცხის კისტას?

საკვერცხის კისტისათვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომია მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილი, ასევე შიგნიდან ზეწოლისა და სისავსის შეგრძნება. არარეგულარული მტიკვნეული მენსტრუცია და ზოგჯერ მუცლის შებერილობაც ადასტურებს კისტის არსებობას.

საკვერცხის კისტის არსებობისას კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:

ნ უეცარი ინტენსიური ტკივილი მუცლის ქვედა არეში სქესობრივი კონტაქტის დროს ან ფიზიკური დატვირთვისას;

ნ გახშირებული შარდვა;

ნ ზოგ შემთხვევაში წონის მატება;

ნ გულისრევა, ღებინება;

ნ ტემპერატურის მომატება;

ნ მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა;

ნ გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია).

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საკვერცხის კისტა დიაგნოსტირდება რეგულარული მენსტრუაციის მქონე ქალების 30%-სა და არარეგულარული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალების 50%-თან. საკვერცხის კისტის აღმოცენების სიხშირე მენოპაუზის შემდეგ 6%-მდე მცირდება.

საკვერცხის კისტა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით გამოვლინდება ხოლმე ექოსკოპიური კვლევისას. შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია პერიოდულად მცირე მენჯის ღრუს პროფილაქტიკური დათვალიერება და გინეკოლოგის კონსულტაცია.