/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

რას მიანიშნებს გამონადენი საშოდან

რას მიანიშნებს გამონადენი საშოდან
ქალების დიდი ნაწილის ექიმ-გინეკოლოგთან მიმართვის მიზეზი საშოდან გამონადენია.

ეს უკანასკნელი ფიზიოლოგიური ნორმაა, არც არაჰიგიენურობასა და არც რომელიმე პათოლოგიურ პროცესზე არ მიუთითებს.

გამონადენის რაოდენობა, კონსისტენცია და ფერიც კი ქალის ასაკზე, მისი ჰორმონული ფონის პროფილზე, სქესობრვ ცხოვრებასა და სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. გამონადენი პირველი მენსტრუაციიდან მოყოლებული მენოპაუზამდე ქალისთვის ნორმაა.

საშოდან გამონადენი, ჩვეულებრივ, 10-12 წლის ასაკში ჩნდება. ის ჰორმონულ ძვრებსა და ფიზიოლოგიურ სქესობრივ მომწიფებას უკავშირდება. ამ დროს გამონადენი თხელი და ლორწოვანია, გამჭვირვალე, მოთეთრო ან მოყვითალო ფერის, თითქმის უსუნო. ეს გამონადენი ატენიანებს საშოს კედლებს და იცავს მას ინფექციისაგან. როგორც კი მენსტრუალური ციკლი რეგულარულ ხასიათს შეიძენს (ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდება), გამონადენის ინტენსივობა და ხასიათი იცვლება ციკლის ფაზებზე დამოკიდებულებით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფერის გარდა ყურადღება უნდა მიექცეს გამონადენის კონსისტენციას, რაოდენობასა და სუნს. გამონადენი შეიძლება იყოს თხელი, ჟელესმაგვარი, ხაჭოსებრი ან ქაფიანი.

საზოგადოდ, ლორწოვანი გამონადენი ფიზიოლოგიური ნორმაა. ის სასქესო სისტემის სხვადასხვა ნაწილიდან გამოიყოფა. საშვილოსნოს ჯირკვლები მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში ლორწოს გარკვეულ რაოდენობას გამოყოფენ. გამონადენის წყაროს, საშვილოსნოს გარდა, მისი ყელის ჯირკვლებიც წარმოადგენს; საშოს, ლორწოს გამომყოფი ჯირკვლები არ აქვს, თუმცა მისი კედლები მდიდარია ფორებით, რომლებიც ტენს იწოვს, განსაკუთრებით სქესობრივი აგზნებისას, უფრო მეტი გამონადენი გამოიყოფა გარეთა სასქესო ორგანოთა ჯირკვლებიდან, საოფლე და ქონის ჯირკვლებიდან, ასევე შარდის გამომტანი მილის (შარდსადენის) სანათურთან და საშოს შესავალთან არსებული (განთავსებული) ჯირკვლებიდან, ყველა ეს გამონაყოფი, რომელსაც უერთდება საშოს ლორწოვანი გარსის აშრევებადი უჯრედები, საშოს გამოსავალთან იკრიბება. აღნიშნულ გამონადენს სუნი არ აქვს, არ ახლავს ქავილი და წვა, ის მწირია და ფიზიოლოგიურად დამახასიათებელია ქალის სასქესო სისტემისათვის. გამონადენი უზრუნველყოფს საშოს მიკროფლორის არსებობას.

შეკითხვა ექიმს
<p>ასეთი კითხვა მაქვს, ციკლის დაწყებიდან 1 დღით ადრე დამეწყო ყავისფერი გამონადენი, ძალიან ცოტა რაოდენობით და მე-5დღეა ასე გრძელდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ორსულობის ტესტი უარყოფითია.</p>

რა რაოდენობის გამონადენი მიიჩნევა ნორმად?

კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. თუმცა რამდენადმე მეტი მოცულობის გამონადენია დამახასიათებელი გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისათვის. გამონადენი მეტი რაოდენობით გამოიყოფა, ჩვეულებრივ, მენსტრუაციის დაწყებამდე და მისი დასრულებისთანავე, ასევე ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ. მცირე გამონადენი ან გამონადენის არარსებობა აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ საკვერცხეები, ასევე ასაკოვან ქალებს გვიან კლიმაქტერულ პერიოდში (ე.წ. მშრალი საშო).

გამონადენის ნორმიდან გადახრა როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის კუთხით პათოლოგიად განიხილება.

საშოდან გამონადენს ყოველთვის ინფექცია არ იწვევს, ის იცვლება ასევე:

  • სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ;
  • სქესობრივი პარტნიორის შეცვლის შემდეგ;
  • ჰიგიენური საშუალებების შეცვლის შემდეგ;
  • საცვლების გამოცვლის შემდეგ;
  • პრეზერვატივზე ან პარტნიორის სპერმაზე რეაქციის გამო.

თეთრი გამონადენი

ერთგვაროვანი კონსისტენციის თეთრი გამონადენი, ჩვეულებრივ, ქალებს მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში გამოეყოფათ. ოვულაციის (ფოლიკულის გასკდომისა და კვერცხუჯრედის გამოსვლის ფაზა) პერიოდში გამონადენის რაოდენობა იზრდება, შესაძლოა მოყვითალო ელფერიც შეიძინოს. ციკლის დასასრულს თეთრი გამონადენი შესაძლოა კრემისფერი გახდეს და გასქელდეს. თეთრი გამონადენი საშოდან ინტენსიურად გამოიყოფა სქესობრივი აგზნებისას, სექსის შემდეგ და ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში). საყურადღებოა, რომ ნორმისას მას ქავილი, წვა და სხვა სახის დისკომფორტი არ ახლავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქმე შეეხოს ვაგინალურ კანდიდოზს (რძიანას). ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ხაჭოსებრი მოყვითალო-მოთეთრო გამონადენი, რომელსაც ახლავს სასქესო ორგანოთა ძლიერი ქავილი.

ყვითელი გამონადენი

ყვითელი ელფერის გამონადენი ნორმის ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა, თუ მისი ფერი ზოგჯერ უჩვეულოა ან კიდევ თან ახლავს მუცლის ქვედა არის ტკივილი, საშოს ქავილი და წვა, ის შესაძლოა პათოგენურ მიკრობთა გააქტივების მანიშნებელი იყოს. საშოდან გამონადენის ყვითელი ფერის პროვოცირებას ახდენს ბაქტერიები - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი. მიზეზად შეიძლება იქცეს იმუნიტეტის დაქვეითება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, მწვავე ვირუსული ინფექცია, ალერგიული რეაქცია, სინთეტური საცვლების გამოყენება ან ინტიმური ჰიგიენის წესების დარღვევა. ზოგიერთი ვენერული დაავადება (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი) ასევე ხასიათდება ყვითელი ფერის გამონადენით და შესაძლოა უსიმპტომოდ წარიმართოს.

ყავისფერი გამონადენი

საშოდან ყავისფერი გამონადენი (თუ ის არ ვლინდება უშუალოდ მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ) უხშირესად მიანიშნებს პათოლოგიურ პროცესზე და სრულფასოვანი გინეკოლოგიური გამოკვლევის საფუძველი უნდა გახდეს.

თუ ყავისფერი გამონადენი ქალს მენსტრუაციამდე გამოუვლინდა, ის შესაძლოა საშვილოსნოს ყელისა და საშოს ტრავმის მანიშნებელი იყოს. მისი მიზეზი ზოგჯერ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებაა (ეს განსაკუთრებით ხშირია ხოლმე მედიკამენტის მიღების შეწყვეტის ან მიჩვევის პერიოდში). მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში ყავისფერი გამონადენი შესაძლოა ოვულაციის ან ჩასახვის ნიშანი იყოს, ასევე საშვილოსნოს პათოლოგიური პროცესების (მიომა, კეთილ- და ავთვისებიანი სიმსივნეები) არსებობის. ციკლის დასასრულს ყავისფერი გამონადენი შესაძლოა მენსტრუალური გამონადენიც კი იყოს, ჩვეულ ვადაზე ადრე დაწყებული.

წითელი სისხლიანი გამონადენი

თუ სისხლიანი გამონადენი საშოდან არ არის მენსტრუალური სისხლდენა, არ განვითარდა დეფლორაციის შემდეგ, ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს. ზოგჯერ ეს სიმპტომი სასქესო ინფექციის ნიშანია ან საშვილოსნოში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილების (ენდომეტრიოზი, პოლიპოზი და სხვა). საგანგაშოა სისხლიანი გამონადენის გამოყოფა საშოდან ორსულობის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის გარდა ქალს არ აღენიშნება სხვა სახის დისკომფორტი, სისხლიანი გამონადენი პლაცენტის არასწორ მდებარეობაზე ან ნაადრევ აშრევებაზე მიანიშნებს, რაც „მუცლის მოშლის“ საშიშროებას ქმნის.

მწვანე გამონადენი

მწვანე გამონადენი საშოდან ლეიკოციტების ჭარბად შემცველობის გამო ვითარდება, რაც, თავის მხრივ, საშვილოსნოს ყელის, ფალოპის მილების ან საკვერცხეების ანთებით პროცესზე მიანიშნებს. თუ პათოლოგიის მიზეზი ბაქტერიების გააქტიურებაა, ბაქტერიული ვაგინიტი (საშოს ანთება) და საშოს მიკროფლორის ცვლილება ივარაუდება. ეს დაავადება დაუყოვნებელ მკურნალობას საჭიროებს, ის ამოიცნობა დამახასიათებელი სუნისა (გაფუჭებული თევზის) და წებოვანი კონსისტენციის მიხედვით.

მწვანე გამონადენის მიზეზი ტრიქომონიაზიც შეიძლება გახდეს. ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამისად, დიაგნოზის დაზუსტება ლაბორატორიულად ხდება.

ამგვარად, ნორმალური ფიზიოლოგიური გამონადენი საშოდან რამდენადმე შეფარდებითი გაგებაა, ნორმიდან გადახრაზე ყოველგვარი ეჭვისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება, რადგან მხოლოდ გამონადენის ფერით, რაოდენობითა და კონსისტენციით ამა თუ იმ კონკრეტული დაავადების განსაზღვრა შეუძლებელია.

კომენტარები (43)
Maia
გამარჯობათ მშობიარობის შემდეგ 1თვეა ზუსტად გასული და დღე გამოშვებით 1-2წვეთი ყავისფერი გამონადენი მაქვს საშიში ხომ არ არის რამე?დავკონკრეტდები მე7 მშობიარობაა
თარიღი : 09-04-2025
ნუცა
ბოდიში კითხვისთვის 3 დღეა 10-11-12 რიცხვებში მქონდა ურთიერთობა კონკრეტულად 12 რიცხვში დაუცველი ამ თვის სამ მარტს გაიკეთე (მინი აბო.ტი) ორსულობის შეწტვეტა ადა მედიკამენტოზური გინეკოლოგიურად ექიმის ხელით შესრულდა დღეს13 რიცხვში ვგრძნობ საკვერცხეებზე მოვლით ტკივილებს თითქოს მიფეთქავს და მაქვს გამჭირვალე თხელი ლორწოვანი გამონადენი დიდი რაოდენობით შესაძლებელია ორსულობა? ძალიან ვმერვიულობ
თარიღი : 14-03-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას მიანიშნებს გამონადენი საშოდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები