საკვერცხის აპოპლექსია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვერცხის აპოპლექსია

ხასიათდება საკვერცხის ქსოვილების მთლიანობის უეცრად დარღვევით (საკვერცხის გასკდომით). მას ზოგჯერ საკვერცხის ინფარქტსაც კი უწოდებენ. თან ახლავს ოვარიალურ ქსოვილში სისხლჩაქცევა, სხვადასხვა ხარისხის სისხლდენა მუცლის ღრუში და მწვავე ტკივილის სინდრომი.

საკვერცხის აპოპლექსია გინეკოლოგიური პათოლოგიების მქონე ქალების 1-3%-თან გვხვდება, უხშირესად - 20-35 წლის ასაკში. უფრო ხშირად ვითარდება მარჯვენა საკვერცხის აპოპლექსია, რაც დაკავშირებულია მის ინტენსიურ სისხლმომარაგებასთან მარჯვენა საკვერცხის არტერიით, რომელიც უშუალოდ აორტიდან გამომავალი სისხლძარღვია, მაშინ როცა მარცხენა საკვერცხის მკვებავი მარცხენა საკვერცხის არტერია ღვიძლის არტერიის ტოტია.

საყურდღებოა ისიც, რომ მარჯვენა საკვერცხე მარცხენასთან შედარებით უფრო დიდი ზომითა და მასით გამოირჩევა, ლიმფური სისტემაც შედარებით უკეთ აქვს განვითარებული, ვიდრე მარცხენა საკვერცხეს.

კლინიკურ-მორფოლოგიური ნიშნებით განასხვავებენ სისხლჩაქცევებს:

  • საკვერცხის ფოლიკულური კისტიდან;
  • მომწიფებული ფოლიკულებიდან ოვულაციის დროს;
  • საკვერცხის სტრომიდან;
  • ყვითელი სხეულის კისტიდან (დისფუნქციის მქონე საკვერცხიდან).

საკვერცხის აპოპლექსიას 0,5-2,5% შემთხვევაში თან ახლავს სისხლდენა მუცლის ღრუში.

საკვერცხის აპოპლექსიის პროვოცირებას ახდენს მუცლის ტრავმა, ფიზიკური გადაძაბვა, სპორტული დატვირთვა, სქესობრივი აქტი და ყველა ის ფაქტორი, რომლებიც მუცლის ღრუს წნევის მომატებას განაპირობებს. არცთუ იშვიათად საკვერცხის გასკდომა აპენდიციტის განვითარებასთან კორელირებს. აღნიშნული პათოლოგია შეიძლება განვითარდეს მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ფაზაში, თუმცა ის უხშირესად ოვულაციის ან უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების პერიოდში ხდება, როცა გონადოტროპული ჰორმონების დონე პიკს აღწევს. საკვერცხე შესაძლოა მენსტრუაციის შეკავების ფონზეც გასკდეს.

ძირითადი სიმპტომები

საკვერცხის აპოპლექსიის ძირითადი სიმპტომია ძლიერი ტკივილი და შინაგანი სისხლდენის ნიშნები.

ტკივილი აღმოცენდება უეცრად და ლოკალიზდება მუცლის ქვედა ნაწილში, შეიძლება ირადიაცია ჰქონდეს ჭიპის ან წელის არეში, სწორი ნაწლავისა და შორისის მიმართულებით. ტკივილი საკვერცხის აპოპლექსიის დროს სხვადასხვა ხასიათისაა: მუდმივი ან შეტევითი, მჩხვლეტავი ან შემბოჭავი. ტკივილის შეტევა გრძელდება 30 წუთიდან რამდენიმე საათს, დღე-ღამის განმავლობაში მეორდება რამდენჯერმე.

სისხლდენას საკვერცხის აპოპლექსიის დროს თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, მაჯისცემის (პულსის) გახშირება და შესუსტება, კანის სიფერმკრთალე, ზოგადი სისუსტე, თავბრუხვევა, ციებ-ცხელება, „გულის წასვლა“, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ღებინება, შარდვის გახშირება, დეფეკაციის მოთხოვნილება. მენსტრუაციის შეკავების შემდეგ ზოგჯერ შეინიშნება სისხლიანი გამონადენი საშოდან.

სათანადო დახმარების დაყოვნებისას მუცლის ღრუში სისხლდენამ პაციენტის სიცოცხლეს შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის ზოგად დათვალიერებას, საშოს უკანა თაღის პუნქციას, მცირე მენჯის ულტრაბგერით კვლევასა და ლაპაროსკოპიას.

საკვერცხის აპოპლექსიის მკურნალობა მოიცავს სასწრაფო – ქირურგიულ ჩარევას ორგანოშემანარჩუნებელი ან რადიკალური მეთოდით. დროული დახმარებისა და გართულებათა (პერიტონიტი, შეხორცებები) არარსებობის შემთხვევაში პროგნოზი სიცოცხლისა და მომავალი ორსულობისათვის საიმედოა. თუმცა სისხლის მნიშვნელოვანი დანაკარგისას შესაძლოა განვითარდეს ჰემორაგიული შოკი, დაგვიანებული და არასათანადო დახმარების გამო კი ლეტალური გამოსავალიც კი!