/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზი XXI საუკუნის ერთ-ერთი გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა

მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი პათოლოგიებისა და საშვილოსნოს მიომის შემდეგ.

ამ დაავადების დროს საშვილოსნოს შიგნითა, ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) უჯრედები საშვილოსნოს გარეთ ანუ სხვა ორგანოებშია ლოკალიზებული. მაგალითად, ე.წ. საშვილოსნოს დანამატებში ანუ საშვილოსნოს მილებსა და საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში, მუცლის ღრუში, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავსა და სხვა ორგანოებში. შესაბამისად, განასხვავებენ გენიტალურ და ექსტრაგენიტალურ ენდომეტრიოზს. ყველაზე ხშირად ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის უჯრედები მენჯის ორგანოებს მოიცავს.

ანატომიურად ენდომეტრიუმი ორი შრით - ბაზალური და ფუნქციური შრეებითაა წარმოდგენილი, ამათგან ფუნქციური შრე მენსტრუაციის დროს ჩამოიფცქვნება და მენსტრუალურ სისხლთან ერთად გარეთ გამოიდევნება. ენდომეტრიოზის დროს საშვილოსნოს გარეთ არსებული უჯრედები ისევე ფუნქციობს, როგორც ენდომეტრიუმი (საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი შრე), ანუ მათში მენსტრუალური ციკლის შესაბამისი ცვლილებები ვითარდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა განაპირობებს ენდომეტრიოზის განვითარებას

კონკრეტულად რა იწვევს ენდომეტრიოზის განვითარებას, სადღეისოდ ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, გამოყოფილია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ენდომეტრიუმის უჯრედთა მიგრირებისთვის (გადაადგილებისთვის) საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ და დაავადების განვითარებისათვის. ესენია: მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ჭარბი მენსტრუაცია, მოკლე მენსტრუალური ციკლი, ფალოპის მილების თავისებური აგებულება, სასქესო ჰორმონთა დისბალანსი, ზოგადი და ადგილობრივი იმუნიტეტის ცვლილება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ურეაპლაზმის დროს ორსულობა დგება ?</p>

გენიტალური ენდომეტრიოზის განვითარების კატალიზატორად სპეციალისტები აბორტებსა და საშვილოსნოსშიდა უხეშ მანიპულაციებსაც ასახელებენ.

ენდომეტრიოზი, ჩვეულებრივ, ახალგაზრდა, რეპროდუქციული ასაკის (30-50 წლის) ქალების პრობლემაა. აღნიშნული დიაგნოზის მქონე პრაქტიკულად ყველა პაციენტს ჰორმონული ფონის ცვლილება აღენიშნება. ამ დროს იცვლება სტეროიდული ჰორმონების თანაფარდობა, იმატებს ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთენიზებელი ჰორმონების დონე, იმავდორულად იწყება პროგესტერონის დონის შემცირება, იზრდება პროლაქტინის შემცველობა სისხლში, ირღვევა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრის ანდროგენული ფუნქცია. ზოგ შემთხვევაში ენდომეტრიოზი „ოჯახურია“, ანუ ერთ ოჯახში ეს პრობლემა ერთდროულად რამდენიმე ქალს აღენიშნება.

სადღეისოდ ენდომეტრიოზის გენეტიკური მარკერები მეცნიერთა მიერ უკვე გამოყოფილია. სპეციალისტთა განცხადებით, თუ ქალს ჯანსაღი იმუნური სისტემა აქვს, მაშინ საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ არსებულ ენდომეტრიუმის უჯრედებს არსებობა და ფუნქციობა არ უწერიათ, სწორედ სრულფასოვანი იმუნიტეტი ახერხებს საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ მოხვედრილი ენდომეტრიუმის უჯრედების განადგურებას და გაცხრილვას, არ აძლევს მათ ახალ არეებში იმპლანტირების (ჩანერგვის) და განვითარების საშუალებას.

ენდომეტრიოზის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია:

  • რკინის დეფიციტი ორგანიზმში;
  • აბორტები;
  • ცუდი ეკოლოგია;
  • გაცხიმოვნება;
  • მცირე მენჯის ღრუზე ჩატარებული ოპერაციები (საკეისრო კვეთები, საშვილსნოს ყელის ეროზიის მოწვა და სხვა);
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის ტარება;
  • სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებები;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

რისკჯგუფს ქმნიან ქალები:

  • რომელთა ასაკია 30-45 წელი;
  • რომელთაც არ ჰყავთ შვილები;
  • რომელთაც აქვთ ხანგრძლივი მენსტრუაცია - 7 დღეზე მეტხანს;
  • რომელთაც აქვთ მოკლე მენსტრუალური ციკლი - 28 დღეზე მოკლე;
  • რომელთაც ადრე დაეწყოთ მენსტრუაცია - 12 წლის ასაკამდე;
  • რომელთა დედასაც და დასაც აღენიშნება ენდომეტრიოზი.

ენდომეტრიოზით დაავადებული ქალების უმრავლესობას მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნება მენოპაუზისა და ორსულობის პერიოდში. ენდომეტრიოზის სიმპტომები ამ პერიოდებში შესაძლოა უბრალოდ გაქრეს.

რა სიმპტომებით ხასიათდება ენდომეტრიოზი

ნებისმიერი ლოკალიზაციის ენდომეტრიოზის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია მცირე მენჯის არის ტკივილი. ტკივილი პაციენტების 40-60%-თან გვხვდება. ტკივილი პიკს აღწევს მენსტრუაციის დღეებში და მისი დასრულებისთანავე ნელდება. დაავადების ხანდაზმულობის კვალად ტკივილის სიმპტომი პერიოდულობას კარგავს და ქრონიკული ტკივილის სინდრომის ხასიათს იძენს. ენდომეტრიოზის დროს ტკივილი შესაძლოა აღინიშნოს დეფეკაციის და შარდვის პროცესშიც, ტკივილის შეგრძნება და დისკომფორტი განვითარდეს სქესობრივი აქტისას. ენდომეტრიოზის დროს ხშირად ირღვევა მენსტრუალური ციკლი - მენსტრუაციის დაწყებამდე 1-3 დღით ადრე და დასრულებიდან 1-7 დღის შემდეგ აღინიშნება ყავისფერი გამონადენი, მენსტრუალური სისხლდენა ხანგრძლივდება და ინტენსიური ხდება, მენსტრუაციებს შორის პერიოდში ვლინდება სისხლიანი გამონადენი, ზოგჯერ გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები - გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ტემპერატურის მომატება, ცხელება, ლეიკოციტებისა და ედს-ის (ერითროციტების დალექვის სიჩქარე) მატება.

ენდომეტრიოზი ხშირად გვევლინება უნაყოფობის მიზეზად (45-50%-ში), თუმცა, ამ ორ მდგომარეობას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია.

რას ეფუძნება ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა

  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ექოსკოპიურ კვლევას;
  • ჰისტეროსკოპიას (საშვილოსნოს ღრუს დათვალიერებას);
  • ლაპაროსკოპიას (მუცლის ღრუს ენდოსკოპიურ დათვალიერებას);
  • სისხლის ანალიზს ენდომეტრიოზის მარკერზე.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს კონსერვატულ მეთოდს ანუ მედიკამენტურ თერაპიას, ქიურგიულ ჩარევას ან კომბინირებულ მიდგომას (დასახელებული ორი მეთოდის გაერთიანება).

მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება დაავადების კლინიკური მიმდინარეობის ინდივიდუალური თავისებურებების, პაციენტის ასაკისა და მისი რეპროდუქციული ფუნქციის მდგომარეობის გათვალისწინებით. კონსერვატული მეთოდი გულისხმობს ხანგრძლივ ჰორმონულ თერაპიას. ენდომეტრიოზის სამკურნალოდ ზოგჯერ კომბინირებულ მიდგომას იყენებენ, მედიკამენტური თერაპიის გარკვეული კურსის შემდეგ მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, ძირითადად, ლაპაროსკოპიას, შესაბამისი უბნების ლაზერული ან ელექტროკოაგულაციისათვის. ზოგჯერ ქირურგიული ჩარევის შემდეგ ინიშნება მედიკამენტური თერაპია.

ენდომეტრიოზის წარმატებული მკურნალობის შემდეგ ქალის შვილოსნობის ფუნქცია აღდგება, მენსტრუაციის დროს დაავადებისათვის დამახასიათებელი ტკივილი ქრება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ვენური უკმარისობის მკურნალობა და თანამედროვე ქირურგიული მეთოდები

ვენური უკმარისობის მკურნალობის მეთოდებზე, ვენებზე წარმოებულ ოპერაციებსა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ენდომეტრიოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები