საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი - PCOS - უნაყოფობის ხშირი მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი - PCOS - უნაყოფობის ხშირი მიზეზი

ცვლის დარღვევის შედეგს ქალებში.

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი სტრუქტურულად ცვლის საკვერცხეებს და უშვილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს დათრგუნულია ოვულაცია.

თუ ქალს აქვს საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი, საკვერცხეებში ფოლიკულების მომწიფების პროცესი დარღვეულია და/ან ვერ ხდება საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა ანუ ოვულაცია.

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი ყველა ასაკში გვხდება, მაგრამ ძირითადად გამოვლინდება სქესობრივი მომწიფებისა და რეპროდუქციულ ასაკში, 15 დან 45 წლამდე.

ზოგადი სიმპტომები

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის ძირითადი სიმპტომია მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

მაგრამ ამ დაავადებას მრავალი სხვა სიმპტომი შეიძლება ახლდეს.

თანმხლები სიმპტომებია: მაღალი წნევა, დერმატოლოგიური პრობლემები, ჭარბი წონა, ინსულინ რეზისტენტობა, უშვილობა.

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს მენსტრუაციული ციკლი არარეგულარულია - ახასიათებს ციკლის გამოტოვება ან გახშირება.

მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის ერთ-ერთი ნიშანია.

თუ ქალს აქვს სახეზე მომატებული თმიანობა, 75 პროცენტი არის შანსი რომ მას აქვს ეს პრობლემა.

პოლიკისტოზი განაყოფიერების დამაბრკოლებელი და შესაბამისად, უშვილობის მიზეზია.

თავზე თმის ცვენა და მამაკაცური სიმელოტე ასევე წარმოადგენს საკვერცხეების პოლიკისტოზურ სინდრომის კიდევ ერთ სიმპტომს.

აკნე სახეზე, მკერდზე და ზურგზე ასევე შეიძლება იყოს ამ დაავადების სიმპტომი.

ჭარბი წონა ასევე არის ამ პრობლემის მახასიათებელი სიმპტომი.

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს შეიძლება აღინიშნოს კანის მომატებული ცხიმიანობა.

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს გვხვდება ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემები:

1. უნაყოფობა ქალებში;

2. გესტაციური დიაბეტი;

3. თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა;

4. საკვერცხეებში მრავალი წვრილი კისტა.

შეიძლება თუ არა დაორსულება საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს?

საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს დაორსულების შანსი მცირეა.

მაგრამ მკურნალობის შემდეგ დაორსულების შანსი დიდია.

პოლიკისტოზური საკვერცხეები სინდრომი საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა, მაგრამ ის განკურნებადი დაავადებაა.