როგორ უნდა იკვებოთ კლიმაქსის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ უნდა იკვებოთ კლიმაქსის დროს

როგორ უნდა იკვებოთ კლიმაქსის დროს
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები. ბევრს ამის შესახებ საუბარიც კი ეჩოთირება. ამ ყოველივეს არასაკმარისი ცოდნა განაპირობებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმაქსი დაავადება არ არის, ქალის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობაა. ბევრს მენოპაუზა ტრაგედიად მიაჩნია, რადგან ჰგონია, რომ ამის შემდეგ ქალი თავის ფუნქციას კარგავს. ეს მცდარი შეხედულებაა - მენოპაუზის დროს ქალი კარგავს მხოლოდ შვილოსნობის უნარს და არა ქალურ თვისებებს. სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:

1. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
2. ჯანსაღი, ბალანსირებული
კვებით;
3. საკმარისი ფიზიკური აქტივობით.

ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების ზემოქმედების გარეშე კალციუმი ძვლებში ვერ „დამაგრდება“), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვების მიღებას. კვების რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებას უნდა ისახავდეს მიზნად, ვინაიდან მუცელზე ჭარბი ცხიმი
ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და, შესაბამისად, ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთის მიზანმიმართული ვარჯიშიც. კალციუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა 1000-1500 მგ. ეს ელემენტი უხვად არის:

  • რძეში;
  • ყველში;
  • იოგურტში;
  • მწვანე ბოსტნეულში;
  • ორაგულში;
  • სოიაში.

კალციუმთან ერთად აუცილებელია ფოსფორის მიღებაც. ფოსფორით მდიდარია თევზი. D ვიტამინი არეგულირებს ძვლებში კალციუმის ცვლას და საკვებიდან ამ ელემენტის ათვისებაში მონაწილეობს. ის ჩვენს ორგანიზმში სინთეზდება მზის სხივების ზემოქმედებით. ვიღებთ საკვებიდანაც. დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით მზეზე ყოფნა საკმარისია, რომ ორგანიზმმა სათანადო ოდენობის D ვიტამინი გამოიმუშაოს.

D ვიტამინი მოიპოვება:

  • კვერცხის გულში;
  • ღვიძლში;
  • ორაგულში;
  • ქაშაყში.

მისი დღიური ნორმაა 400-800 ერთეული.

კვების ჰიგიენა კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში ისევე აქტუალურია, როგორც სასქესო ორგანოთა და, საზოგადოდ, სხეულის ჰიგიენა. კვების რაციონალურ რეჟიმსა და რაციონის სრულყოფილებაზე დამოკიდებულია კლიმაქსური პერიოდის ნორმალური მიმდინარეობა და ორგანიზმის სიჯანსაღე ხანდაზმულ ასაკში. ორგანიზმისთვის აუცილებელია მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტებიც, ასევე - ვიტამინებიც. ამ პერიოდში კვების რაციონი განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს რძის ნაწარმით (ყველი, ხაჭო, არაჟანი, იოგურტი), ხილითა და ბოსტნეულით, უჯრედისითა და ცხოველური ცილით. უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმისა და ძნელად მოსანელებელი კომპონენტების შემცველი პროდუქტები.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
25-03-2019
დიეტოლოგები ცალსახედ მიგვითითებენ ცხიმიანი პროდუქტების მავნებლობაზე, თუმცა რაციონში სასარგებლო ცხიმების
13-03-2019
ვეგეტარიანული ბურგერები სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენად სახიფათოა ისინი.
12-03-2019
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
კატეგორიის სხვა სტატიები
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი წარმოადგენს ჰორმონული დისბალანსისა და ნივთიერებათა
ქალის სასქესო ჰორმონი პროგესტერონი აძლიერებს იმუნიტეტს და აჩქარებს ფილტვის ქსოვილის რეგენერაციის
ორსულობა ის პერიოდია, როდესაც ქალს ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა და თავის მოვლა სჭირდება,
ბოლო დროს ქალებში ხშირია საკვერცხის კისტა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ. რა იწვევს მას, რა უნდა
ბავშვის დაბადება და დედობის განცდა ყველა ქალისთვის უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ზოგჯერ ბუნებრივი გზით მშობიარობა
ინვიტროს მაშინ მიმართავენ, როცა რაიმე მიზეზით ფიზიოლოგიურად ორსულობა არ ვითარდება.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება