/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა

მეოცე საუკუნის დამლევს მთელ მსოფლიოში გამწვავდა ისეთი მიკროელემენტების დეფიციტის პრობლემა, როგორიც არის რკინა, იოდი და A ვიტამინი, განსაკუთრებული სამედიცინო-სოციალური მნიშვნელობა კი იოდის დეფიციტმა შეიძინა. ექიმთა შეშფოთება იმით არის განპირობებული, რომ იოდს არ შესწევს ორგანიზმში დაგროვების უნარი და, ამდენად, აუცილებელია მისი მიღება საკვებთან ერთად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. არ შევჩერდებით იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს იოდს ორგანიზმისთვის და რა შედეგი მოაქვს მის ნაკლებობას. აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს: განურჩევლად იმისა, იოდდეფიციტის ენდემურ კერაში ცხოვრობს ქალი თუ არა, ორსულობისა და ძუძუს წოვების პერიოდში მას სჭირდება იოდის მიღება დამატებით, საპროფილაქტიკოდ. ასევე აუცილებელია, ბავშვი დაბადებიდანვე უზრუნველვყოთ იოდით, რათა ხელი არ შეეშალოს მის ფსიქიკურ და გონებრივ განვითარებას.

რა სახით უნდა მიიღოს ბავშვმა იოდი?

იოდის დეფიციტის კორექცია უმთავრესად საკვების მეშვეობით უნდა მოხდეს.

იოდის კონცენტრაცია მაღალია ისეთ პროდუქტებში, როგორიც არის:

  • იოდიანი მარილი;
  • იოდიანი წყალი;
  • იოდიანი კარაქი;
  • იოდით გამდიდრებული პური, საკონდიტრო ნაწარმი, ხორცის პროდუქტები, რძე, კეფირი და რძის სხვა ნაწარმი;
  • ზღვის პროდუქტები - ზღვის კომბოსტო, თევზი, კიბორჩხალა და სხვა;
  • ჩვილებისთვის ადაპტირებული რძის ნარევები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უნდა ვიცოდეთ კიდევ ერთი რამ: ორგანიზმმა იოდი ოპტიმალურად რომ აითვისოს, რაციონი საკმარისი ოდენობით უნდა შიცავდეს ცილებს, რკინას, სპილენძს, A და E ვიტამინებს. ქალებისთვის იოდის დეფიციტის შესავსებად რეკომენდებულია სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსები და თვით იოდის პრეპარატები, მაგალითად, იოდიდ-100, იოდომარინი. ამჟამად მსოფლიოში იოდის დეფიციტის პროფილაქტიკის ძირითადი სტრატეგიაა უნივერსალური იოდიანი სუფრის მარილის გამოყენება. იოდიანი მარილის პროგრამა დღესდღეობით 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. ამ პროგრამაში ჩართულია საქართველოც. წლამდე ასაკის ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს იოდის დეფიციტი არ ემუქრება - ითვლება, რომ დედის რძესა და სხვა ნეიტრალურ პროდუქტებში (ხილი, ბოსტნეული და ა. შ.) შემავალი ნატრიუმი სავსებით აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას ამ მიკროელემენტზე, ამიტომ საკვებში მისი დამატება საჭირო არ არის. "ხელოვნურ" ჩვილებში იოდდეფიციტის კორექცია შედარებით რთულია. საქმე ის არის, რომ წლამდე ასაკის ბავშვს დღე-ღამეში, დიდი-დიდი, 0,6 გ მარილი სჭირდება, მაგრამ 15 მკგ იოდი, რასაც მარილის ეს ულუფა შეიცავს, ორგანიზმისთვის ცოტაა; იოდის მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, წლამდე ასაკის ბავშვმა დღე-ღამეში 5-5,5 გ იოდიანი მარილი უნდა მიიღოს, ეს კი თირკმელებს უქადის საფრთხეს. ამიტომაც ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილისთვის იოდის დეფიციტის პროფილაქტიკის ერთადერთ საშუალებად იოდით გამდიდრებული ნარევები და მათგან მომზადებული ფაფები ითვლება. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, მაგრამ დედა პროფილაქტიკის მიზნით იოდს არ იღებს, ჩვილმა 6 თვემდე ყოველდღიურად უნდა მიიღოს, სულ ცოტა, 75 მკგ იოდი, ხოლო 6 თვიდან წლამდე - არანაკლებ 100მკგ-ისა.

ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის 2001 წლის მონაცემებით, იოდის ყოველდღიური მოთხოვნილება ასეთია:

  • 0-6 თვე - 110 მკგ
  • 7-12 თვე - 130 მკგ
  • 1-8 წელი - 90 მკგ
  • 9-13 წელი - 120 მკგ
  • მოზარდები - 150 მკგ
  • ორსულები - 220 მკგ
  • მეძუძურები - 290 მკგ
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

დედებო! თუ გსურთ, თქვენი შვილი გონებრივად და ფიზიკურად სრულყოფილი იყოს, არ დაგავიწყდეთ ორსულობისას იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ინ ვიტრო განაყოფიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინ ვიტრო განაყოფიერება

რომლებსაც 1-წლიანი რეგულარული სქესობრივი კავშირის შემდეგ არ უჩნდებათ ბიოლოგიური შვილი. დღესდღეობით, ეს ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. საქართველოში ეს პროცედურა პირველად, დაახლოებით, 1998 წელს ჩატარდა და დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად, უახლოვდება ევროპულ სტანდარტს.

ინ ვიტრო განაყოფიერება მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

შიდა ინსემინაცია - ეს არის მდგომარეობა, როცა მამაკაცს აქვს სპერმის რაოდენობა დაქვეითებული და შესაძლებელია, საშვილოსნოს ღრუში შევიყვანოთ დამუშავებული სპერმა. ამ დროს ექიმი პრაქტიკულად არ ერევა განაყოფიერების პროცესში, ის უბრალოდ უწყობს ხელს კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს, შეხვდნენ ერთმანეთს.

- ინ ვიტრო განაყოფიერების ICSI -ის მეთოდი - ამ მეთოდის გამოყენების საჭიროება დგება უფრო რთულ შემთხვევებში, როცა ძალიან დაბალია სპერმის ხარისხი ან დიდი რაოდენობითაა დაზიანებული სპერმა. რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას, ვიღებთ სპერმატოზოიდს და შეგვყავს კვერცხუჯრედში.

პირველი პროცედურის შემდეგ ორსულობის დადგომის ალბათობა დაახლოებით 60-70%-ია. მნიშვნელოვანია, რა იწვევს წარუმატებლობას. ეს ბევრი რამით შეიძლება იყოს განპირობებული.

<

პათოლოგია

წარუმატებლობა შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ პროცედურა გაკეთდა პათოლოგიის დროს, მაგალითად, როცა მილები იყო დახურული - ამ შემთხვევაში ვერანაირად მოხდებოდა კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შეხვედრა, რადგან განაყოფიერება ხდება მილში.

პაციენტის ასაკი

რიგ შემთხვევებში ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურის წარუმატებლობას პაციენტის ასაკი განაპირობებს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ნაკლებია გენეტიკური პათოლოგიები კვერცხუჯრედში. შეიძლება ითქვას, რომ 38 წლამდე ქალბატონები აღწევენ რეპროდუქციულ პიკს, შემდეგ კი მიდის დაღმასვლა. დღესდღეობით, ქალის რეპროდუქციული ასაკი 49 წლამდე გაიზარდა. თუმცა, 38 წლის შემდეგ კვერცხუჯრედის ხარისხი უარესდება, ამიტომ ვეცადოთ, რომ ახალგაზრდა ასაკში გავაჩინოთ შვილები. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტური სწორედ ამ ასაკშია.

ჰორმონალური პრობლემები

შეიძლება, პაციენტს ჰქონდეს ჰორმონალური პრობლემები, თუმცა ეს არ წარმოადგენს პრობლემას. ექიმები აწესრიგებენ ჰორმონალურ სპექტრს, რის შემდეგაც გაცილებით დიდია პროცედურის შემდეგ ორსულობის დადგომის ალბათობა.

დიაგნოსტიკა

ინ ვიტრო პროცედურა თანამედროვე პანაცეად ითვლება, მაგრამ სანამ უშალოდ პროცესამდე მივალთ, სწორი დიაგნოსტიკა საშუალებას აძლევს ადამიანებს, უშვილობის პრობლემა უფრო დროულად გადაჭრან. ეს პრობლემები შეიძლება იყოს: საშვილოსნოს თანდაყოლილი მანკი, საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობა, თანდაყოლილი ან გადატანილი მილისმიერი უშვილობა, მძიმე ხარისხის ოლიგოსპერმია - ჩამოთვლილი გართულებები პირდაპირი ჩვენებაა ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის. თუმცა არის ისეთი დარღვევები, რომლებიც მკურნალობას ექვემდებარება და ინ ვიტრო განაყოფიერება აღარ ხდება საჭირო. თავდაპირველად პაციენტს უტარდება სხვადასხვა ფუნქციური ტესტი, როგორიცაა: ჰორმონების, ინფექციების გამოკვლევები და ასევე, ისეთი მექანიკური ფაქტორების გამორიცხვა, როგორიცაა მილისმიერი უშვილობა. ინ ვიტრო პროცედურა შეიქმნა მილისმიერი უშვილობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, რადგან თუ მილი არ არის განვლადი, განაყოფიერება შეუძლებელია. დღესდღეობით, ხშირია ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა: საშვილოსნოს განვითარების მანკი, საშვილოსნოს არარსებობა, როგორც თანდაყოლილი, ასევე ოპერაციის შემდგომი. სწორედ ამან განავითარა დონაცია-სუროგაციის პროგრამები, რომლებიც დღეს აქტიურად გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერებაში.

ორსულობა

ხელოვნური და ბუნებრივი განაყოფიერებით მიღებული ორსულობა, პრაქტიკულად, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ თუ პაციენტი 9 თვის განმავლობაში ითვალისწინებს ექიმის რჩევებს, შეუძლებელია, რაიმე გართულებასთან გვქონდეს საქმე. ინ ვიტრო განაყოფიერება მოიცავს ისეთ ხელოვნურ პროცესებს, რომლებსაც ექიმები ქმნიან ბუნებრივობასთან მაქსიმალურად მიახლოებულად. პროცედურამდე წინასწარაა განსაზღვრული პაციენტის საკვერცხის რეზერვი, მისი ჰორმონული მაჩვენებელი, საერთო მდგომარეობა. პროცედურაზე არ დაიშვება პაციენტი, თუ მას არ აქვს გამოკვლეული საშვილოსნოს ყელისა და მკერდის პათოლოგია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, პაციენტი თვლიდეს, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელია, თუმცა სკრინინგული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდეს, რომ აქვს რაიმე სახის პათოლოგია. ეს პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა კვალიფიციური ექიმის ხელში, გამომდინარე იქიდან, რომ რეპროდუქტოლოგები იყენებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მიღებულია ადამიანის ჰორმონების გადამუშავების შედეგად ან სინთეზურადაა შექმნილი. ამიტომ, ეს არის პრეპარატები, რომლებიც ნაცნობია ორგანიზმისთვის.

რისკები

ორგანიზმში ჰორმონების ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომლის დროსაც საკვერცხეები სივდება და ხდება მტკივნეული. თუმცა დღეს ეს უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას, რადგან იხვეწება ტექნოლოგია - როგორც პრეპარატები, ასევე სტიმულაციის ხარისხიც, ამასთან, მაშინ, როცა ბუნებრივი განაყოფიერების დროს ადამიანი საშუალოდ 10-15 ფოლიკულს კარგავს, ხელოვნური განაყოფიერების დროს დანაკარგი პრაქტიკულად არ არის. მიუხედავად ამისა, შეიძლება განაყოფიერების პირველივე მცდელობის შემდეგ არ მოხდეს დაორსულება, ამიტომ მეორე პროცედურა უფრო იაფია და თანაც, ამ დროს პაციენტი აღარ იტვირთება მედიკამენტებით.

თანდაყოლილი ანომალიები

არსებობს სტერეოტიპი, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად თანდაყოლილი ანომალიები ვითარდება, რეალურად კი ხელოვნური განაყოფიერებით გაცილებით იშვიათად იბადება ბავშვი პათოლოგიით, რადგან ამ დროს ორგანიზმში ნებისმიერი პროცესი ხელოვნურად იქმნება - ფიზიოლოგიურის შესაბამისად, თანაც მკაცრად კონტროლდება თითოეული ეტაპი. ორსულობას ვიღებთ მაშინ, როცა პაციენტი ექიმის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს. შესაბამისად, არ არსებობს პათოლოგია, რომელსაც ინ ვიტრო განაყოფიერება გამოიწვევს.

ინ ვიტრო განაყოფიერება ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს, როგორც კონსერვატიული, ისე ოპერაციული და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს, როგორიცაა საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება. კლინიკა მაქსიმალურად ერგება თანამედროვე სტანდარტებს.

პირველად საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" შესაძლებელია სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. მომსახურება ითვალისწინებს სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედი, სპერმა) ან ორგანოების (საკვერცხე და სათესლე ჯირკვალი) ქსოვილების გაყინვას (კრიოპრეზერვაცია).

საქართველოს მასშტაბით მხოლოდ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. ქართველ რეპროდუქტოლოგთა უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. კლინიკაში შესაძლებელია, ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს დონაცია-სუროგაციის პროგრამები.

mkurnali.ge

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4

+995 32 2 43 01 00