რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას მაგნიუმის ნაკლებობამ? - რჩევები გინეკოლოგისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას მაგნიუმის ნაკლებობამ? - რჩევები გინეკოლოგისგან

რადგან ის პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ნაყოფზეც. სწორედ ამიტომ ქალები ყურადღებას აქცევენ ისეთ ნივთიერებებსაც კი, რომელსაც შეიძლება მანამდე ყურადღებასაც არ აქცევდნენ. ხშირად კონკერეტული ნივთიერებებზე მოთხოვნილება ორსულობისას იზრდება კიდეც.

ადამიანისთვის და განსაკუთრებით, ორსულებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთიერება მაგნიუმია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ზრდის ყველა ეტაპზე. იმის გასაკვევად, თუ რა მნიშვნელობა აქვს ორსულობისას მაგნიუმს, რას იწვევს მისი დანაკლისი და როგორ უნდა მიიღონ ორუსლებმა მეან-გინეკოლოგ ეკა დათუნაშვილს მივმართეთ.

რატომ არის ორსულებისთვის მაგნიუმი განსაკუთრებულად საჭირო ნივთიერება?

ორსულობის განმავლობაში მაგნიუმზე მოთხოვნილება იზრდება საშუალოდ 30-35%-ით, ვინაიდან ამ ეტაპზე როგორც დედის, ასევე ნაყოფის ორგანიზმში მიმდინარეობს რთული ფიზიოლოგიური პროცესები.

მაგნიუმი აქტიურ მონაწილეობას იღებს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, კუნთებისკენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, მეტაბოლურ პროცესებში, სისხლში ინსულინისა და შაქრის დონის რეგულირებაში, წარმოადგენს კატალიზატორს რიგი ფერმენტებისთვის.

მაგნიუმზე მოთხოვნლების მაქსიმალური გაზრდა მოდის ორსულობის მეორე ტრიმესტრზე, რაც გაპირობებულია ჰორმონული ცვლილებების შედეგად შარდთან ერთად მაგნიუმის გამოყოფის 25%-იანი მატებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობის გაძლიერებით, ნაყოფის ზრდით.

რა სიმპტომებით ვლინდება მაგნიუმის დეფიციტი?

მაგნიუმის დეფიციტი შესაძლებელია გამოვლინდეს რიგი სიმპტომებით სხვადასხვა ორგანოთა სისტემების მხრივ: კუნთოვანი სისტემის მხრივ - კუნთების სპაზმით, და ვინაიდან საშვილოსნოს ძირითადი მასა კუნთოვანი ქსოვილია, მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გახდეს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის (ნაადრევი მშობიარობა, თვითნებითი აბორტიც კი) მიზეზი. ნერვული სისტემის მხრივ შესაძლებელია გამოვლინდეს კიდურების კანკალი, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის მკვეთრი დაქვეითება, გაღიზიანებულობა, დეპრესიული მდგომარეობა. მაგნიუმის მკვეთრი დეფიციტი შეიძლება გახდეს არტერიული წნევის მომატებისა და თავბრუსხვევის მიზეზი.

რა ფორმით უნდა მიიღონ ორსულებმა და არა მხოლოდ მათ მაგნიუმი?

ვინაიდან მაგნიუმის გამომუშავება ორგანიზმში არ ხდება, მისი შევსება უნდა მოხდეს გარედან. ორსულობის განმავლობაში მაგნიუმის დღიური დოზა შეადგენს საშუალოდ 400-500 მგ-ს. საკვები პროდუქტების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი უზრუნველყოფს მაგნიუმის მიწოდებას, თუმცა ორსულობის განმავლობაში ხშირად მხოლოდ კვებით ვერ ხერხდება მაგნიუმის ადეკვატური შევსება და საჭირო ხდება დამატებით მიწოდება. მაგნიუმის დონის შეფასება რეკომენდებულია მოხდეს მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან მაგნიუმის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელია სხვა პრეპარატებთან მისი ურთიერთქმედების დეტალები.

mkurnali.ge

პირველ რიგში, ხარისხიდან, მაღალი ეფექტურობიდან და ასევე, მოხმარების კომფორტული რეჟიმიდან გამომდინარე, ორსულებში მაგნიუმის დეფიციტის შესავსებად რეკომენდაციას ვუწევ პრეპარატს - "ბიოლექტრა მაგნეზიუმს" (ფორტე / ფორტისიმო).