რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები

გააკეთოს ქალმა, რომ ამ პრობლემას ასცდეს, როგორ ებრძოლოს დაავადებას, თემაზე ექიმი რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი გვესაუბრება.

- კისტა, იგივე ცისტა, ერთგვარი სითხოვანი წარმონაქმნია, რომელსაც თხელი გარსი აქვს. ის შეიძლება ყველა ორგანოზე წარმოიქმნას, მაგრამ ახლა საკვერცხის კისტაზე ვსაუბრობთ - საკვერცხის კისტაც სითხის დაგროვებაა, რომელიც თხელი გარსითაა გარემოცული. ის შესაძლოა, იყოს კეთილთვისებიანი, რომელიც თავისით გაიწოვება და არის ავთვისებიანი კისტაც. ამდენად, არსებობს პათოლოგიური კისტები და ფუნქციური, ანუ რეტენციული. კისტა უმეტესად რეპროდუქციულ ასაკში ჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ჰორმონალური აქტივობა.

- რისგან ჩნდება?

- კისტა ჰორმონალური დისბალასის გამო წარმოიქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს ჰორმონალური პრობლემა, ჰორმონალური რაიმე დაავადება აქვს. უბრალოდ, ჰორმონებმა რაღაც ეტაპზე შესაძლოა, არასწორად იმუშაოს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ფოლიკულური კისტა გამოიწვიოს. საკვერცხე კვერცხუჯრედების მარაგს წარმოადგენს. საკვერცხეში, ე.წ. ფოლიკულებში კვერცხუჯრედებია მოთავსებული. ეს ფოლიკულები თავისთავად კისტაა, მაგრამ პატარა კისტები. ყოველ მენსტრუალურ ციკლში ჰორმონების ზემოქმედებით ფოლიკული იზრდება და შემდეგ სკდება. მოკლედ, პატარა ფოლიკულები იზრდება, აღწევს გარკვეულ ზომას 20-დან 24 მმ-მდე და მერე სკდება, რომ კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდეს. ვიმეორებ, ეს ჰორმონების ზემოქმედებით ხდება, მაგრამ თუ რაღაც დარღვევაა, იმ პერიოდში შესაძლოა, ვერ გასკდეს და კისტაში გადავიდეს.

- 24 მმ-ს ის არ აღემატება?

- 24 მმ-ზე ზემოთ, 50 მმ-მდე შეიძლება იყოს და უმეტეს შემთხვევაში, მას ფოლიკულური კისტა ჰქვია. როგორც წესი, კისტა თავისით გაიწოვება. უბრალოდ, არსებობს რისკები, რომ გასკდეს, ან მისი გადაგრეხა მოხდეს, რაც საშიშია და ამ დროს გადაუდებელი ოპერაცია კეთდება. როდესაც ასეთ კისტას აღმოაჩენენ, ყურადღებას მოითხოვს და ასეთ დროს ისეთ პრეპატარებს ვუნიშნავთ, რომელიც მის გაწოვას ხელს უწყობს. ხოლო გაწოვა თუ მაინც არ ხდება და ზომასაც არ იცვლის, შესაძლოა, ზომებშიც გაიზარდოს, ამ დროსაც ოპერაციის აუცილებელობა დგება - უნდა ამოიკვეთოს ლაპარასკოპიული მეთოდით. განაგრძეთ კითხვა