რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები

რატომ გახშირდა ქალებში საკვერცხის კისტა, როდის ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - რეპროდუქტოლოგის რჩევები
ბოლო დროს ქალებში ხშირია საკვერცხის კისტა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ. რა იწვევს მას, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ ამ პრობლემას ასცდეს, როგორ ებრძოლოს დაავადებას, თემაზე ექიმი რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი გვესაუბრება.

- კისტა, იგივე ცისტა, ერთგვარი სითხოვანი წარმონაქმნია, რომელსაც თხელი გარსი აქვს. ის შეიძლება ყველა ორგანოზე წარმოიქმნას, მაგრამ ახლა საკვერცხის კისტაზე ვსაუბრობთ - საკვერცხის კისტაც სითხის დაგროვებაა, რომელიც თხელი გარსითაა გარემოცული. ის შესაძლოა, იყოს კეთილთვისებიანი, რომელიც თავისით გაიწოვება და არის ავთვისებიანი კისტაც. ამდენად, არსებობს პათოლოგიური
კისტები და ფუნქციური, ანუ რეტენციული. კისტა უმეტესად რეპროდუქციულ ასაკში ჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ჰორმონალური აქტივობა.

- რისგან ჩნდება?

- კისტა ჰორმონალური დისბალასის გამო წარმოიქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს ჰორმონალური პრობლემა, ჰორმონალური რაიმე დაავადება აქვს. უბრალოდ, ჰორმონებმა რაღაც ეტაპზე შესაძლოა, არასწორად იმუშაოს,
რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ფოლიკულური კისტა გამოიწვიოს. საკვერცხე კვერცხუჯრედების მარაგს წარმოადგენს. საკვერცხეში, ე.წ. ფოლიკულებში კვერცხუჯრედებია მოთავსებული. ეს ფოლიკულები თავისთავად კისტაა, მაგრამ პატარა კისტები. ყოველ მენსტრუალურ ციკლში ჰორმონების ზემოქმედებით ფოლიკული იზრდება და შემდეგ სკდება. მოკლედ, პატარა ფოლიკულები იზრდება, აღწევს გარკვეულ ზომას 20-დან 24 მმ-მდე და მერე სკდება, რომ კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდეს. ვიმეორებ, ეს ჰორმონების ზემოქმედებით ხდება, მაგრამ თუ რაღაც დარღვევაა, იმ პერიოდში შესაძლოა, ვერ გასკდეს და კისტაში გადავიდეს.

- 24 მმ-ს ის არ აღემატება?

- 24 მმ-ზე ზემოთ, 50 მმ-მდე შეიძლება იყოს და უმეტეს შემთხვევაში, მას ფოლიკულური კისტა ჰქვია. როგორც წესი, კისტა თავისით გაიწოვება. უბრალოდ, არსებობს რისკები, რომ გასკდეს, ან მისი გადაგრეხა მოხდეს, რაც საშიშია და ამ დროს გადაუდებელი ოპერაცია კეთდება. როდესაც ასეთ კისტას აღმოაჩენენ, ყურადღებას მოითხოვს და ასეთ დროს ისეთ პრეპატარებს ვუნიშნავთ, რომელიც მის გაწოვას ხელს უწყობს. ხოლო გაწოვა თუ მაინც არ ხდება და ზომასაც არ იცვლის, შესაძლოა, ზომებშიც გაიზარდოს, ამ დროსაც ოპერაციის აუცილებელობა დგება - უნდა ამოიკვეთოს ლაპარასკოპიული მეთოდით. განაგრძეთ კითხვა


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-56აბი
ფასი: 60.5
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად -30აბი
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
ქალს შესაძლოა ცრუ ორსულობა განუვითარდეს. ეს მდგომარეობა ხასიათდება ნამდვილი ორსულობისათვის დამახასიათებელი
27-02-2019
კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელსაც თხიერი შიგთავსი აქვს და ის შესაძლოა ნებისმიერ ორგანოში გაჩნდეს.
05-04-2018
მენსტრუალური ციკლის რომელ დღეს არის შესაძლებელი ჩასახვა, რა არის ოვულაცია და რას ნიშნავს ბაზალური ტემპერატურა?
27-04-2011
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
კატეგორიის სხვა სტატიები
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი წარმოადგენს ჰორმონული დისბალანსისა და ნივთიერებათა
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
ქალის სასქესო ჰორმონი პროგესტერონი აძლიერებს იმუნიტეტს და აჩქარებს ფილტვის ქსოვილის რეგენერაციის
ორსულობა ის პერიოდია, როდესაც ქალს ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა და თავის მოვლა სჭირდება,
ბავშვის დაბადება და დედობის განცდა ყველა ქალისთვის უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ზოგჯერ ბუნებრივი გზით მშობიარობა
ინვიტროს მაშინ მიმართავენ, როცა რაიმე მიზეზით ფიზიოლოგიურად ორსულობა არ ვითარდება.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება