მეცნიერებმა შექმნეს „ჭკვიანი“ ყურსასმენები, რომელიც მენოპაუზის დროს ალებს ებრძვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა შექმნეს „ჭკვიანი“ ყურსასმენები, რომელიც მენოპაუზის დროს ალებს ებრძვის

ყურსასმენები დაკავშირებულია სენსორულ მოწყობილობასთან, რომელიც ტვინის ტალღებს იჭერს. ეს სიგნალები გარდაიქმნება ბგერებად, რომელიც ადამიანს ესმის. ბგერები ტვინს აიძულებს ნერვულ სისტემაში კორექციის შეტანასა და ალების დათრგუნვას.

ალები ხშირად აღენიშნებათ ქალებს მენოპაუზის პერიოდში. ამ დროს ადგილი აქვს კანის სიწითლეს, ტემპერატურის მომატებასა და ოფლიანობას. ალების გამომწვევ მიზეზებზე ცოტა რამაა ცნობილი. ითვლება, რომ ადგილი აქვს ტვინის ტემპერატურის კონტროლის მექანიზმების მუშაობის დარღვევას, რაც ჰორმონული ცვლილებების გამო ხდება. ვეგეტატიური ნერვული სისტემა ასევე ჩართულია ალების გამომწვევ მექანიზმში.

ახალ მოწყობილობას HIRREM გააჩნია სამი კომპონენტი: სენსორი თავისთვის, პატარა კომპიუტერი და ყურსასმენები.დასაწყისში სენსორები აფასებენ ტვინის ელექტრულ აქტივობას, შემდეგ ინფორმაცია მიეწოდება კომპიუტერს, რომელიც მას ბგერებად გარდაქმნის. აღნიშნული ბგერები ისმის ყურსასმენში. მთელ ამ პროცესს სჭირდება რვა მილიწამი.

ბგერები აფრთხილებენ ტვინს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაში დარღვევებზე. ქაოტური ბგერებისას, ტვინი არეგულირებს სიგნალებს. ამ მეთოდით უკვე ცდილობენ პოსტტრავმული სტრესული მოშლილობისა და ჰიპერტონიის მკურნლოაბას. მოწყობილობა ამცირებდა ალების სიხშირესა და სიმძიმეს, ხელს უწყობდა დეპრესიასა და უძილობასთან გამკლავებას.

ლალი ჩხიკვაძე