ქალთა უნაყოფობა - მისი სახეები და გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ქალთა უნაყოფობა - მისი სახეები და გამომწვევი მიზეზები

ქალთა უნაყოფობა - მისი სახეები და გამომწვევი მიზეზები
უნაყოფობა მეტად აქტუალური სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. მსოფლიოში მას წყვილთა დაახლოებით 15% აწყდება.
რადგან ქალის რეპროდუქციული სისტემა მამაკაცისაზე რთულია, წყვილთა უნაყოფობის მიზეზი უხშირესად ქალის ორგანიზმში არსებული გარკვეული დარღვევებია. ასეთ დროს ქალთა უნაყოფობაზე საუბრობენ. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ქალის ორგანიზმში არსებულ სხვადასხვა სახის დარღვევასა და დაავადებასთან.

ქალთა უნაყოფობის სახეები (კლასიფიკაცია წინამორბედ ორსულობათა მიხედვით)

პირველადი უნაყოფობა
ეს ის მდგომარეობაა, როდესაც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრები ქალი არასოდეს დაორსულებულა. პირველადი უნაყოფობა უხშირესად დაკავშირებულია ქალის სასქესო აპარატის თანდაყოლილ სტრუქტურულ ან ფუნქციურ დარღვევებთან, განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორებით,
უფრო ხშირად ქრომოსომათა რაოდენობის ან სტრუქტურის ცვლილებებით.

მეორეული უნაყოფობა
მას სხვაგვარად შეძენილსაც უწოდებენ. ის დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებთან - ინფექციებთან, ენდოკრინულ ძვრებთან, სომატურ პათოლოგიებთან, ფსიქოგენურ დარღვევებთან, გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებასთან და სხვა.


ქალთა უნაყოფობის მიზეზები (კლასიფ იკაცია რეპროდუქციულ სისტემაში არსებულ დარღვევათა მიხედვით)

1.
მილთა უნაყოფობა
ქალთა უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი ფალოპის მილების გამავლობის დახშობაა. მილების დახშობა (დაბლოკვა) დაბრკოლებას უქმნის სასქესო უჯრედებს გადაადგილებაში. საშვილოსნოს დანამატი მილების გადაკეტვა (როგორც ხშირად მას უწოდებენ) უხშირესად განპირობებულია მათ შიგნით (სანათურში) ან გარეთ არსებული შეხორცებებით. ამ უკანასკნელთა განვითარების მიზეზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები, აბორტები, რთული მშობიარობა ან ტრავმა, სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაცია.

2. ენდოკრინული უნაყოფობა
ქალთა უნაყოფობის გავრცელებული მიზეზებიდან აღსანიშნავია ენდოკრინული დარღვევები.ამ დროს ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედების მომწიფების პროცესი დარღვეულია, შესაბამისად, ვერ ხერხდება განაყოფიერება. სამედიცინო ტერმინოლოგიით, არ ხდება ოვულაცია, რის გამოც ვერ დგება ორსულობა. მიზეზი ენდოკრინული ჯირკვლების (საკვერცხეების, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების) ფუნქციობის დარღვევით განპირობებული ჰორმონული ცვლილებებია. ე.წ. ენდოკრინული უნაყოფობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი საკვერცხეების პოლიკისტოზია (საკვერცხეებში არსებული სითხით სავსე მრავლობითი კისტები, იგივე მოუმწიფებელი ფოლიკულები, რომლებიც დაღუპულ კვერცხუჯრედებს შეიცავს). ამ დროს ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) სიჭარბის ფონზე ოვულაცია არ ხდება.

3. გინეკოლოგიური დაავადებებით განპირობებული უნაყოფობა
უნაყოფობა ხშირად სხვადასხვა სახის გინეკოლოგიური პათოლოგიითაა განპირობებული, შესაბამისად, დაავადების განკურნების შემდეგ დარღვეული ფერტილობა აღდგება ხოლმე. პაციენტთა დიაგნოსტიკის შედეგად ირკვევა, რომ ქალთა უნაყოფობის მიზეზი უხშირესად ენდომეტრიოზია. ეს პათოლოგია ხასიათდება ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა შრის) უჯრედთა გაზრდა-გავრცელებით სხვა ორგანოებში, მაგალითად, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კუნთოვან შრეში (მიომეტრიუმში), მილებსა და მუცლის ღრუში. უნაყოფობა შესაძლოა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებმაც გამოიწვიონ, კერძოდ, ეროზიამ, დისპლაზიამ, ცერვიციტმა (ანთებამ), სასქესო ინფ­ექციებმა და ა. შ. აღნიშნული პათოლოგიების დროს ირღვევა საშვილოსნოს ყელის არეში გამომუშავებული ლორწოს რაოდენობა და სტრუქტურა. ლორწოს გამკვრივება-შემცირების შედეგად კი სპერმატოზოიდები ვერ გადაადგილდება, ვერ აღწევს საშვილოსნოს მილებს კვერცხუჯრედთა გასანაყოფიერებლად.

4. ადრეული კლიმაქსი
უნაყოფობას იწვევს საკვერცხეთა ფუნქციის ნაადრევად განლევა, ანუ ადრეული კლიმაქსიც. ჩვეულებრივ, ქალებთან კლიმაქსის ასაკი 50-55 წლებს მოიცავს, თუმცა ზოგიერთ ქალს ფოლიკულების (და შესაბამისად კვერცხუჯრედების) რეზერვი, დღემდე გაურკვეველი მიზეზით, ბევრად ადრე ეწურება, მენსტრუაცია 40-45 წლის ასაკისათვის ან უფრო ადრეც უწყდება. ხშირ შემთხვევაში ამ მდგომარეობის დაძლევა ჰორმონული მკურნალობით შესაძლებელია ხოლმე.

5. იმუნოლოგიური უნაყოფობა
ქალთა უნაყოფობის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი მიზეზია ცერვიკალურ (ანუ საშვილოსნოს ყელის არეში გამოყოფილ) ლორწოში ე.წ. ანტისპერმული ანტისხეულების არსებობა, რომლებიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს. ასეთ დროს სპერმატოზოიდები ხშირად უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ, რათა აარიდონ მათ ყელის ლორწოსთან შეხება.

6. ფსიქოლოგიური უნაყოფობა
ქალთა უნაყოფობის მიზეზი ყოველთვის არ არის განპირობებული რეპროდუქციული სისტემის ფიზიკური მდგომარეობით. სტრესული სიტუაციები, შფოთვა, განგაში, ნეგატიური ემოციები ასევე ამცირებს ჩასახვის ალბათობას, ხშირად სრულადაც კი გამორიცხავს მას მანამ, ვიდრე ქალს არ მოუწესრიგდება ფსიქიკური მდგომარეობა.

7. აბსოლუტური, გენეტიკური უნაყოფობა
რეპროდუქციული ასაკის ქალთა უნაყოფობის მიზეზი ზოგჯერ უხეში გენეტიკური ანომალიებია: საშვილოსნოს, საკვერცხეების ან ფალოპის მილების არარსებობა. თუ უნაყოფობა (ჩვეულებრივ, პირველადი) გამოწვეულია გენეტიკური მიზეზებით, მას, როგორც წესი, კვერცხუჯრედის სრული მოუმწიფებლობა ახასიათებს. მაგალითად, ტერნერის სინდრომის დროს, როდესაც გოგონები განუვითარებელი საკვერცხეებით იბადებიან, ან კიდევ აგენეზიით (საკვერცხეების სრული არარსებობით) ან მათი მკვეთრი განუვითარებლობით (გონადების დისგენეზიის სინდრომი).

8. იდიოპათიური (უცნობი წარმოშობის) უნაყოფობა
ზოგჯერ უნაყოფობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება ვერც ქალებთან და ვერც მამაკაცებთან. ვერ ვლინდება სასქესო სისტემის რომელიმე კონკრეტული პათოლოგია, თუმცა ორსულობა მაინც არ ვითარდება. ასეთ შემთხვევაში იდიოპათიურ, ანუ უცნობი წარმოშობის უნაყოფობაზე საუბრობენ. უნაყოფობის შემთხვევათა 25%, თურმე, ამ ფორმისაა. იმის გამო, რომ უნაყოფობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია, შესაბამისად, რაციონალური მკურნალობის დაგეგმვაც ჭირს და პრაქტიკულად ვერც ხერხდება.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 08-02-2019
lilu
მერი, მეც მქონდა მსგავსი სიტუაცია, სპერმა სულ გარეთ გადმოდიოდა და მიზეზი პატარა საშვილოსნო იყო, მასაჟები გამიკეთეს და ახლა უკეთესი სიტუაცია მაქვს, თუმცა სპერმის შიგნით დარჩენისთვის ვცდილობ ვიფრთხილო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, და შევურჩიო პოზა.
თარიღი : 11-11-2018
s
გამარჯობა, მაინტერესებს როდესას სპერმას არ ღებულიბს ორგანიზმი ანუ სექსის მერე სულ გარეთ იღვრება რა პათოლოგიაა ეს? რატო უნდახდებოდეს ასე??
თარიღი : 14-10-2018
გამარჯობა. მაინტერესებს რა პათოლოგიაა როდესაც ქალის ორგანიზმი სპერმას არ ღებულობს ანუ სექსის მერე სულ გარეთ გადმოდის. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ქალი?
თარიღი : 14-10-2018
მერი
გამარჯობა, მაინტერესებს როდესას სპერმას არ ღებულიბს ორგანიზმი ანუ სექსის მერე სულ გარეთ იღვრება რა პათოლოგიაა ეს? რატო უნდახდებოდეს ასე??
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
საშვილოსნოს მიომა და საკვერცხის კისტა რეპროდუქციული ასაკის ქალების ხშირი პრობლემაა.
დღევანდელი რუბრიკის თემაა ენდომეტრიოზი.
კისტა ტომრისმაგვარი წარმონაქმნია, აქვს კედელი და შიგთავსი, შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში.
დღევანდელი რუბრიკის ფარგლებში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიაში.
გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად