ენდომეტრიოზი ჩასახვას ვეღარ დააბრკოლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდომეტრიოზი ჩასახვას ვეღარ დააბრკოლებს

დარღვევებსა და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს იწვევს.

საუტჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ენდომეტრიოზი (რომელიც ქალთა 10 %-ს აღენიშნება) გავლენას ახდენს კვერცხუჯრედის მომწიფებაზე. სწორედ ამითია განპირობებული პათოლოგიის მხრიდან ჩასახვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

ფიზიოლოგიურად კვერცხუჯრედები მწიფდება სითხით სავსე ფოლიკულებში, რომლებიც საკვერცხეებშია მოთავსებული. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალებს ფოლიკულური სითხის შემადგენლობა ეცვლებათ, რაც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს კვერცხუჯრედის მომწიფებაზე.

მეცნიერებმა, საიმონ ლეინომის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტები ჩაატარეს ვირთაგვების კვერცხუჯრედებზე. მათ აღნიშნული უჯრედების კულტივირება მოახდინეს ენდომეტრიოზით დაავადებული ქალების ორგანიზმიდან აღებულ ფოლიკულურ სითხეში. ასეთი კულტივირება კვერცხუჯრედებში ჟანგბადის რეაქტიული ფორმების კონცენტრაციას ზრდიდა და შედეგად დნმ-ის დაზიანებას იწვევდა. აღნიშნულ დაზიანებათა დაგროვების შედეგად კი საბოლოოდ კვერცხუჯრედები აღარ მწიფდებოდა ან მათი განაყოფიერება შეუძლებელი ხდებოდა. კონკრეტულად რა პათოლოგიური ძვრები მიმდინარეობს კვერცხუჯრედებში, მეცნიერთათვის უცნობია. ამის გარკვევას, ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ.

კვლევის ავტორთა აზრით, ენდომეტრიოზის ამ მავნე გავლენებთან ბრძოლა ანტიოქსიდანტებითაა შესაძლებელი. მათ უკვე გამოსცადეს მელატონინი (ძილის დროს სინთეზირებადი) და რეზერვატროლი (ყურძნიდან გამოყოფილი). ამ ორი ანტიოქსიდანტის დამატება ფოლიკულურ სითხეში საგრძნობლად აქვეითებდა ჟანგბადის რეაქტიული ფორმების დონეს კვერცხუჯრედებში.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ენდომეტრიოზის სამკურნალო ეფექტური საშუალება, რომელიც ქალებს უშვილობისგან იხსნის.

თინათინ გოცაძე