საუტჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ენდომეტრიოზი (რომელიც ქალთა 10 %-ს აღენიშნება) გავლენას ახდენს კვერცხუჯრედის მომწიფებაზე. სწორედ ამითია განპირობებული პათოლოგიის მხრიდან ჩასახვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.
ფიზიოლოგიურად კვერცხუჯრედები მწიფდება სითხით სავსე ფოლიკულებში, რომლებიც საკვერცხეებშია მოთავსებული. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალებს ფოლიკულური სითხის შემადგენლობა ეცვლებათ, რაც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს კვერცხუჯრედის მომწიფებაზე.
მეცნიერებმა, საიმონ ლეინომის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტები ჩაატარეს ვირთაგვების კვერცხუჯრედებზე. მათ აღნიშნული უჯრედების კულტივირება მოახდინეს
კვლევის ავტორთა აზრით, ენდომეტრიოზის ამ მავნე გავლენებთან ბრძოლა ანტიოქსიდანტებითაა შესაძლებელი. მათ უკვე გამოსცადეს მელატონინი (ძილის დროს სინთეზირებადი) და რეზერვატროლი (ყურძნიდან გამოყოფილი). ამ ორი ანტიოქსიდანტის დამატება ფოლიკულურ სითხეში საგრძნობლად აქვეითებდა ჟანგბადის რეაქტიული ფორმების დონეს კვერცხუჯრედებში.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ენდომეტრიოზის სამკურნალო ეფექტური საშუალება, რომელიც ქალებს უშვილობისგან იხსნის.
თინათინ გოცაძე