/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

რატომ არის წყვილი უშვილო და როგორ მკურნალობს ამ პრობლემას თანამედროვე მედიცინა

ქალთა და მამაკაცთა უშვილობაზე, მის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება ექიმი-რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი,

ევროპისა და აშშ-ის რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მანანა მგალობლიშვილი:

- რამდენად ხშირია უშვილობის პრობლემა? რამდენხნიანი გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს წყვილი უშვილოდ?

- უშვილობა არის მდგომარეობა, როდესაც, ერთი წელი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირის მიუხედავად, ორსულობა არ ხდება. სულ რაღაც 15 წლის წინ ყოველი მე-9 წყვილი უშვილო იყო, დღეს კი ყოველი მე-6 უშვილოა და ეს ციფრი მუდმივად იზრდება, თუმცა რეპროდუქციული ტექნოლოგიებიც განუწყვეტლივ ვითარდება და იხვეწება, ეს კი ორსულობის საშუალებას ისეთ შემთხვევებშიც კი იძლევა, რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი რომ იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა მამაკაცის უშვილობა და ქალისას გაუტოლდა.

- გვესაუბრეთ უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე.

- უშვილობა არ არის ავადმყოფობა და, სხვა მრავალი დაავადების მსგავსად, ერთიანი, სტანდარტული სქემით მკურნალობა შეუძლებელია. უშვილობის ეფექტიანად სამკურნალოდ, უპირველესად, საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და/ან გამორიცხვა _ ანუ დიაგნოსტიკა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ჯესის შეწყვეტის შემდეგ თუ არის შესაძლებელის საკვერცხეების ტკივილი და შებერილობა, ვაგინალური ეხო გავიკეთე არაფერი არ მაქვს, 5წელია ვსვამდი ჯესის და ამ თვეში შევწყვიტე, საკვერცხეების ტკივილი დამეწყო და ბოქვენის ზემოთ ხელის დადებით ტკივილი</p>

ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტი ამბობს, რომ მას არაფერი აწუხებს, ყოველგვარი გამოკვლევა ჩაიტარა, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ორსულობა მაინც არ დგება. მის ისტორიას როცა გავეცნობი, აღმოჩნდება, რომ წყვილს მართლაც უამრავი გამოკვლევა აქვს ჩატარებული, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მთავარი და აუცილებელი არ გაუკეთებია.

- რომელი ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ყველა უშვილო წყვილმა?

უპირველესად, წარმოვიდგინოთ ორსულობის მარტივი მექანიზმი: ქალის საკვერცხეში, ყოველ მენსტრუალურ ციკლში, ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება, რომელიც ციკლის შუა პერიოდში გამოდის გარეთ იმისათვის, რომ შეხვდეს სპერმატოზოიდს, კვერცხუჯრედი ჯერ ხვდება მუცლის ღრუში, შემდეგ მილში, სპერმატოზოიდი კი სქესობრივი კონტაქტის შედეგად საშოსა და საშვილოსნოს გავლით გადაადგილდება მილში, სადაც კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ხვდება და ხდება განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩამოდის საშვილოსნოში, ემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს და იწყება ორსულობა.

აღნიშნული სქემის მიხედვით, ორსულობისათვის გამოკვლევები უნდა ვაწარმოოთ სწორედ ამ სამი ძირითადი მიმართულებით:

1. შევაფასოთ საკვერცხეების ფუნქცია, კვერცხუჯრედების ხარისხი, რაც უშუალოდ უკავშირდება ქალის ასაკს, ამისათვის საჭიროა გინეკოლოგიური ექოსკოპია და რამდენიმე ჰორმონის გამოკვლევა.

2. ვიკვლევთ მამაკაცის სპერმის ხარისხს. როგორც ცნობილია, მამაკაცს მხოლოდ ერთი გამოკვლევა ესაჭიროება და ესაა სპერმოგრამა.

3. ესაა ქალის რეპროდუქციული ორგანოების, ანუ იმ გარემოს გამოკვლევა, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს ორსულობისათვის აუცილებელი მოვლენები: კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის „შეხვედრა“, განაყოფიერება, ემბრიონის წარმოქმნა და მიმაგრება. რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა ყველაზე ინფორმაციული და ეფექტიანი ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპიაა.

ინფექცია

გავრცელებული აზრის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ ინფექცია არ იწვევს უშვილობას. ინფექციის შედეგად ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში წარმოიქმნება შეხორცებები, რაც შემდგომში შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი. შეხორცება არ არის პათოლოგია, ეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური, ერთგვარი დაცვითი რეაქციაა ინფექციის არსებობაზე _ ინფექციის საპასუხოდ ორგანიზმი წარმოქმნის ე. წ. შეხორცებით „ბარიერებს“. თუკი აღნიშნული შეხორცებები განვითარდა ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში, კერძოდ, მილში, საკვერცხეებთან, საშვილოსნოში, შესაძლოა ხელი შეუშალოს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გადაადგილებას, მათ `შეხვედრას“, განაყოფიერებას და/ან ემბრიონის მიმაგრებას, ამიტომ არ შედგება ორსულობა.

ხელოვნური აბორტი

ხელოვნური აბორტის შედეგად განვითარებული ცვლილებები შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი, კერძოდ, თუ აბორტის შემდეგ განვითარდა შეხორცებები ან დაზიანდა საშვილოსნოს ქსოვილი. გარდა ამისა, აბორტი ქალის ჰორმონული სისტემისთვის მნიშვნელოვანი სტრესია.

ჰორმონული დარღვევა

ჰორმონული დარღვევა იწვევს საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას, რაც გამოიხატება ანოვულაციით - ანუ არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და მისი „გამოთავისუფლება“. ამრიგად, ირღვევა ორსულობისთვის აუცილებელი ის მარტივი სქემა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ამიტომ არ ხდება ორსულობა. არსებობს მრავალი სახის ჰორმონული დარღვევა, თუმცა უშვილობის პრობლემის მქონე ქალებთან მათგან ყველაზე ხშირი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომია. მას ახასიათებს სტრუქტურულად შეცვლილი საკვერცხეები, ანოვულაცია, მენსტრუაციის ხშირი გადაცდენა, ჭარბი წონა, ჭარბთმიანობა.

პოლიკისტოზური საკვერცხეების დროს ორსულობის მიღწევა გართულებულია იმის გამო, რომ კვერცხუჯრედები ვერ ახერხებენ საკვერცხიდან გამოსვლას - არ ხდება ოვულაცია. პოლიკისტოზური საკვერცხეების მართვისას ძირითადად ვიყენებთ მედიკამენტურ მკურნალობას, ზოგჯერ ლაპაროსკოპიულ ჩარევასაც, მიდგომა ინდივიდუალურია. პოლიკისტოზური საკვერცხეების სწორი მართვით ორსულობის მიღწევის შანსი საკმაოდ დიდია.

წაიკითხეთ სტატია სრულად ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მაისის ნომერში

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
როდის და როგორ ვლინდება თავბრუხვევა
როდის და როგორ ვლინდება თავბრუხვევა
თავბრუხვევა არის სიმპტომი და არა დაავადება. ეს არის პრაქტიკულად დეზორიენტაცია სივრცეში, საგნებისა და სტაციონარული ობიექტების მოძრაობის ცრუ შეგრძნება, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი აქვს.
სრულად
ეს პრეპარატები ხსნის თავის ტკივილს და თავბრუსხვევას

თავბრუხვევა შეიძლება განაპირობოს ნერვულმა მოშლილობამ,
სრულად
რატომ ირღვევა წონასწორობა - თავბრუსხვევის მიზეზი ხშირად შიგნითა ყურის წყალმანკია

თუ თავბრუხვევა წარმოიშობა სწრაფი ადგომის ან მიბრუნება-მობრუნების შემდეგ და თანდათან მცირდება,
სრულად
თავბრუხვევის გამომწვევი მდგომარეობები, რომლებიც კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ

ჰორმონული დარღვევები
სრულად
ფრენა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

გადაფრენის პროცესი იმდენად ცუდად აისახება ხოლმე ზოგიერთების ჯანმრთელობაზე, რომ შთამბეჭდავი და
სრულად
რისი ბრალია თავბრუ და როგორ ვებრძოლოთ მას

ზოგჯერ მეხვევა თავბრუ. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? რომელი სპეციალობის ექიმს მივმართო?
სრულად
კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება
კინეტოზი ანუ ზღვის დაავადება
რას წარმოადგენს ზღვის დაავადებაზღვის დაავადებას ახასიათებს ძილიანობა, თავბრუხვევა, გულისრევა და ღებინება მონოტონური რხევებით გამოწვეული რწევის გამო.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ არის წყვილი უშვილო და როგორ მკურნალობს ამ პრობლემას თანამედროვე მედიცინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები