გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

გინეკოლოგია

ადამიანის რეპროდუქციის უნარი დიდწილად არის დამოკიდებული იმუნური სისტემის სიჯანსაღეზე. იმუნური უჯრედები და მათი პროდუქტები აქტიურად მონაწილეობენ ოვულაციაში, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის ენდომეტრიუმის მომზადებაში, გამეტების ურთიერთობასა და ორსულობის ნორმალურ წარმართვაში. იმუნური ჰომეოსტაზის შეცვლამ შესაძლოა დაარღვიოს რეპროდუქციის ნორმალური პროცესი და მიგვიყვანოს განაყოფიერების უნარის დაქვეითებამდე, ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტამდე და უნაყოფობამდე. ქალის უნაყოფობის მიზეზად ხშირად იქცევა საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) პათოლოგიებიც. სწორედ უშვილობას, მის იმუნოლოგიურ და ცერვიკალურ ფაქტორებს შეეხება ჩვენი ინტერვიუ. გვესაუბრება სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის "ელიტა მედის" მეან-გინეკოლოგი მარინა ჩარკვიანი.
კლიმაქსური სინდრომი - ეს არის ქალის რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივი ქრობის პერიოდში განვითარებული სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ნეიროვეგეტატიური, ენდოკრინულ-ცვლითი და ფსიქოემოციური დარღვევები ახასიათებს. კლიმაქსური სინდრომის კლინიკური გამოვლინება არცთუ იშვიათად გარდამავალი ასაკის სხვადასხვა დაავადებით არის განპირობებული. მისი სიხშირე 40-დან 80 პროცენტამდე მერყეობს. ყველა ქალმა იცის, რომ გარკვეულ პერიოდში აუცილებლად დაუდგება მენოპაუზა - კლიმაქსი, თუმცა ის თითოეული ქალისთვის სხვადასხვანაირად დგება. რეპროდუქციული სისტემა ქალის ორგანიზმის ერთადერთი სისტემაა, რომელიც ფუნქციობას მხოლოდ 7-8 წლის ასაკში იწყებს და მოქმედებას ქალის სიცოცხლეშივე, 60-65 წლის ასაკისთვის წყვეტს. ის ცვლილებები, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემაში მიმდინარეობს, კლიმაქსის სახელით არის ცნობილი. მათ შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, მედიცინის დოქტორს თამარ ხოჯაშვილს.- ქალბატონო თამარ, როდის იწყება ფიზიოლოგიური კლიმაქსი და როგორ შეიძლება გამოვლინდეს იგი?- ფიზიოლოგიური კლიმაქსი 43-45 წლიდან იწყება და სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს - მენსტრუაცია წყდება და ყველაფერი ამით მთავრდება; ზოგჯერ ვითარდება ოლიგომენორეა - აირევა მენსტრუალური ციკლი, ანუ ხდება მენსტრუაციის გადაცილება 2, 3, 6 თვეში ერთხელ, შემდეგ ციკლი წყდება და კლიმაქსური პერიოდი ამით სრულდება. მაგრამ არის უფრო რთული შემთხვევებიც, როდესაც ამ ყველაფერს ვაზომოტორული გამოვლინებები ერთვის: ალები, წამოხურება, რაც ძალზე შემაწუხებელია. მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად შეინიშნება ეს მოვლენა. შესაძლოა, ქალი წამოხურებას და ალებს დღეში 1-2-ჯერ გრძნობდეს; არის შემთხვევები, როდესაც ძლიერ ხშირად უჩივის. ამის კვალობაზე, ჩარევაც სხვადასხვანაირია საჭირო. როდესაც კლიმაქსი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს და ის გამოვლინებები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, იშვიათია, ქალი შრომისუნარიანია და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ განიცდის, არავითარი ჩარევა არ გვჭირდება - ეს პერიოდი თავისთავად გაივლის. მაგრამ როდესაც მეორეული მოვლენები ერთვება, ქალმა შეიძლება შრომის უნარი დაკარგოს, თუნდაც იმიტომ, რომ შუა საუბრის დროს წამოხურების, გაწითლების, სუნთქვის გაძნელების გამო ხალხთან ურთიერთობისას უხერხულობას გრძნობს. ეს ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს და შორმის უნარსაც აქვეითებს. ასეთ დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება, უძილობა... ამ შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობასაც კი მივმართავთ. ზოგჯერ ფსიქიკა ისეა დარღვეული, რომ გინეკოლოგიური დახმარება საკმარისი არ არის და კონსულტაციისთვის ნევროპათოლოგს მივმართავთ. ეს მდგომარეობა დიდ ყურადღებას მოითხოვს.
მენსტრუალური ციკლის დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" ექიმი მეან-გინეკოლოგი ნინო ჯაფარიძე. - ქალბატონო ნინო, როგორ ხდება ქალის ორგანიზმში მენსტრუალური ციკლის რეგულაცია?- მენსტრუალური ციკლი საშვილოსნოდან პერიოდული სისხლდენაა, გამოწვეული სქესობრივად მომწიფებული ქალის ორგანიზმში რიტმულად მიმდინარე ნერვულ-ენდოკრინული, ჰისტოვასკულარული ცვლილებებითა და საშვილოსნოს შეკუმშვით. გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე. არეგულირებს თავის ტვინის ქერქი და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები.
ვარ 75 წლის. მაქვს საშვილოსნოს ყელის გამოვარდნა, რომელიც ფეხების მაღალი მდებარეობისას თავისთავად სწორდება. ხომ არ შეგიძლიათ, მირჩიოთ ოპერაციის გარეშე მკურნალობის რაიმე მეთოდი? საშვილოსნოს დაწევა უმეტესად მრავალნამშობიარევ ქალებს ემართებათ მუცლის კედლისა და მენჯის ფუძის კუნთების მოდუნების გამო, ჩვეულებრივ კი საშვილოსნო, მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოთა მსგავსად, მტკიცე იოგოვანი და კუნთოვანი აპარატით არის ფიქსირებული. ქალის სასქესო ორგანოთა დაწევა, საზოგადოდ, მენჯის ფუძის ანატომიური დეფექტის შედეგად ვითარდება, ამ დეფექტის მიზეზებს შორის კი ძირითადად სამი გამოიყოფა:
ნაჩვენებია მე-12 გვერ 14 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად