გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

გინეკოლოგია

მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ანუ ამენორეა პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. ამენორეა პირველადია, როდესაც 16 წლისთვის მენსტრუალური ციკლი არ არის დაწყებული. მეორეული ამენორეის შესახებ მაშინ საუბრობენ, როდესაც წყდება უკვე დაწყებული მენსტრუაცია ზედიზედ სამი ციკლის განმავლობაში ან არ აღინიშნება, საერთო ჯამში, 6 თვეზე მეტ ხანს. მენსტრუალურ ციკლზე სხვადასხვა შინაგანი ფაქტორი ახდენს გავლენას: ჰორმონული დონის გარდამავალი ცვლილება, სტრესი, დაავადებები... გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარეგანი თუ საყოფაცხოვრებო ფაქტორების ზემოქმედებაც. ერთი ციკლის გამოტოვება ან შეცვლა სერიოზული პრობლემის მაუწყებელი იშვიათად არის და არც გამოკვლევის ჩვენებად მიიჩნევა, მაგრამ თუ მენსტრუაცია სამი-ექვსი თვით შეწყდა, ექიმთან მისვლა აუცილებელია.
დღეს უნაყოფობის პრობლემას ყოველი მეათე წყვილი ეჯახება. რისი ბრალია ეს და არის თუ არა გამოსავალი? ამის შესახებ სასაუბროდ მედიცინის დოქტორს, კოლპოსკოპიური კაბინეტის ხელმძღვანელს ქეთევან ქარქაშაძეს ვეწვიეთ. - რას ნიშნავს უნაყოფობა? - უნაყოფობა ნიშნავს, რომ ქალს ან მამაკაცს არ შესწევთ უნარი, შვილი იყოლიონ. არსებობს ტერმინები - "ქალთა უნაყოფობა" და "მამაკაცთა უნაყოფობა", მაგრამ ისინი საკმაოდ პირობითია, რადგან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, იზოლირებულად არც ქალისა და არც მამაკაცის უშვილობის განხილვა არ შეიძლება.
ციკლის მოსვლის მეორე დღეს ყოველთვის ვიცოდი და ვიცი ბევრი სისხლდენა, რატომ? საერთოდ ერთი კვირა ვიცი. ექოსკოპიური გამოკვლევა გავიკეთე და ყველაფერი წესრიგშია. ციკლის დღეებში ყოველთვის აუტანელი ტკივილი მაწუხებს, გამაყუჩებლების გარეშე ვერ ვძლებ. სისხლი ძალიან ცოტა მომდის, ორ დღეში მიმთავრდება. რისი ბრალია? მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც.
ორგანოთა ტრანსპლანტაციის წყალობით დღეს უამრავი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი, ბოლო ხანს კი ტრანსპლანტოლოგიის მიღწევებმა შესაძლებელი გახადა უშვილობის პრობლემის აღმოფხვრაც: ქალებს, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით არ აქვთ საშვილოსნო, შეუძლიათ, ეს ორგანო გადაინერგონ და შვილები გააჩინონ. ყოველ შემთხვევაში, ერთი მაინც. საშვილოსნოს გადანერგვა, რომელზეც წინათ მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა, დღეს უკვე აღარ არის მითი. შედეგები რეალურია, მიღწევები - იმედის მომცემი. წლებია, რაც ამერიკელი, შვედი, ბრიტანელი და უნგრელი მეცნიერები ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობენ. რას მიაღწია მეცნიერებამ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის კუთხით და რას სთავაზობს დღეს მედიცინა ამ ორგანოს გადანერგვის მსურველ ქალბატონებს, ამის შესახებ საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის გენერალური დირექტორი გოჩა ცინცაძე გვესაუბრება:
ნაჩვენებია მე-9 გვერ 13 - დან
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად