გამოიყენეთ ორსულობისგან თავდაცვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება - ოვულაციის კალენდარი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
გამოიყენეთ ორსულობისგან თავდაცვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება - ოვულაციის კალენდარი
გამოიყენეთ ორსულობისგან თავდაცვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება - ოვულაციის კალენდარი
ბევრმა ქალმა არ იცის, რომ არსებობს ორსულობისგან თავდაცვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება - ოვულაციის კალენდარი. ეს კალენდარი გვიჩვენებს, როდის აქვს ქალს ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები და თუკი ციკლი რეგულარული და მოწესრიგებული გაქვთ, მხოლოდ ამ დღეებში ურთიერთობისგან თავის შეაკავებით არასასურველ ორსულობას თავიდან აიცილებთ.

ეს საკმაოდ კარგად ნაცადი მეთოდია, მაგრამ რატომღაც ქალები ნაკლებად ენდობიან, ურჩევნით ჰორმონული საშუალებებით დაიცვან თავი, იმ მოსაზრებით, რომ თითქოსდა ოვულაციის კალენდრის მიხედვით თავშეკავების მეთოდი ყოველთვის სანდო არ არის. მაგრამ ეს არ გახლავთ სწორი ინფორმაცია: თუკი კალენდარს ზედმიწევნით ზუსტად დაიცავთ ყოველგვარი
გარისკვის გარეშე, ის საკმაოდ სანდო და შედეგიანია. გარისკვა კი იმას გულისხმობს, რომ ოვულაციის სავარაუდო პერიოდის თუნდაც პირველი დღე იყოს, იმ იმედით, რომ იქნებ მაინც არ განვითარდეს ორსულობა, არ უნდა იქონიოთ ურთი
ერთობა, თუკი ორსულობა არ გაქვთ დაგეგმილი.

ოვულაციის კალენდრის გამოყენებისას სანდოობისთვის აუცილებელი  პირობაა რეგულარული ციკლი. თუკი ერთ თვეს 25 დღიანი ციკლი გაქვთ, მეორე თვეს 28 და მესამე თვეს საერთოდ არ გაქვთ, მაშინ ამ კალენდარს ვერ დაეყრდნობით და მაშინ ზოგადად გინეკოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ.

რაც შეეხება თავად კალენდრის პრინციპს, მენსტრუაციული ცილის განმავლობაში ზოგადად გამოყოფენ ჩასახვისთვის ხელაყრელ პერიოდს, რომელიც ოვულაციის შესაბამის პერიოდს ემთხვევა და ჩასახვისთვის არახესაყრელ პერიოდს, რომელიც მენსტრუაციის დამთავრების შემდგომ რამდნეიმე დღესა და მომდეევნო მენსტრუაციის მოსვლამდე რამდნეიმედღიან პერიოდებს გულისხმობს.

ჰორმონული კონტრაცეპტივების უკონტროლო მიღება დაუშვებელია!
ამას წინათ საიტის ერთ-ერთი მომხმარებელი გვწერდა, რომ მენსტრუაციის დამთავრებიდან მეორე დღეს ჰქონდა სქესობრივუ ურთიერთობა და მიიღო ძლიერმოქმედი ჩასახვის საწინააღმდეგო აბი, ახლა კი მომდევნო მენსტრუაციის პერიოდი ჰქონდა და კიდევ თუ შეეძლო ამ ჰორმონის მიღება. ციკლის თარიღის მიხედვით რომ გამოვთვალეთ, არც ერთ შემთხვევაში არ სჭირდებოდა მას ამ ჰორმონის მიღება, რადგან ორსულობის განვითარების თეორიული შანსი არ არსებობდა. მას რომ ეს ინფორმაცია ჰქონოდა, ბევრ პრობლემას აიცილებდა თავიდან.


გახსოვდეთ, რომ ჰორმონული კონტრაცეპტივების უკონტროლო მიღება ზრდის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკს.

ამიტომ ყველა ქალბატონს ვთხოვთ, ყურადღებით შეისწავლოთ ოვულაციის მთვლელი, რომელიც ჩვენს საიტზე არსებობს და გამოიყენონ გააზრებულად თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გადადით ლინკზე: ოვულაციის კალენდარი

პირველ გრაფაში უნდა ჩაწეროთ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე, მეორე გრაფაში წერთ ციკლის ხანგრძლივობას, ანუ რამდენ დღეში ერთხელ გაქვთ ციკლი (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ციკლი რეგულარული უნდა იყოს) და მესამე გრაფაში წერთ, რამდენი თვის განმავლობაში გინდათ გამოთვალოთ ჩასახვისთვის ხელსაყრელი პერიოდები.
ვარდისფრად და ლურჯად მონიშნულ პერიოდებში ორთიერთობისას ორსულობა არ განვითარდება, ხოლო მწვანედ მონიშნულ პერიოდში ორსულობის განვითარების მაღალი რისკია. ამიტომ ამ პერიოდში ურთიერთობისგან თავი უნდა შეიკავოთ. ასევე სასურველია ლურჯოდან მწვანეში და მწვანედან ლურჯში გარდამავალ დღესაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინოთ და არ გარისკოთ. 
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 22-03-2018
Mari
Sisulelea.araperi dargveva ar mkonia.am kalendrit vxelmzgvanelobdi da mosvlis cina dges davrcchi.ekimma dacera eseti daskvna.gvian chasaxva.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
განვითარებადი ნაყოფისათვის საშიში გენეტიკური მუტაციების გამოსავლენად სადღეისოდ გამოიყენება
მეტეხში 31-წლის ნონა ტატანაშვილის ცხედარი დაკრძალეს. ის მშობიარობის დროს დაიღუპა. მშობლები
რეპროდუქციული მედიცინისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერები სან-ფრანცისკოდან საინტერესო
ზოგადად ითვლება, რომ მამაკაცის სპერმა განაყოფიერებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნება.
ჰავაის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ როდესაც ქალი ძალიან ადრე ხდება დედა, მისი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და საუთჰემპტონის უნივერისიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება