ორსული და კოსმეტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსული და კოსმეტიკა

მომავალი დედების ძირითადი პრობლემა სტრიებია, მისი პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი საშუალება კი სპეციალური კრემია. სხვადასხვა ზეთის სისტემატური გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და გარკვეულწილად სტრიების განვითარებასაც ეწინააღმდეგება. შეიძლება გამოვიყენოთ ნუშის, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი. რისკის ზონებზე - მუცელზე, თეძოს არეზე, მკერდსა და ხელის შიგნითა ზედაპირზე აუცილებელია ყოველდღე ზეთის წასმა. პროცედურა უნდა დაიწყოს ორსულობის მე-12 კვირიდან და რამდენიმე კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს.

ორსულობის დროს საუნასა და აბანოში სიარული არ შეიძლება. მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის გადახურებას იწვევს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რამაც შეიძლება თვითნებური აბორტი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ორსულობის ადრეულ ვადაზე გადახურების შედეგად შესაძლოა ჩვილის ორგანოები არასწორად ჩამოყალიბდეს.

ფეხმძიმეს ზოგიერთი სახეობის მასაჟიც კი შეიძლება მოუხდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორსულობის ბოლო ეტაპზე ბევრ ქალს შეშუპება აღენიშნება. ხშირია ხერხემლისა და ფეხების ტკივილი და ეს პრობლემა სწორად შერჩეული მასაჟით დაიძლევა. ფეხების მსუბუქი მასაჟი ხსნის დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას, ლიმფოდრენაჟული მასაჟი კი ამცირებს ქსოვილების შეშუპებას. უნდა გვახსოვდეს, რომ მასაჟის გაკეთება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

ხშირად ორსულობისას თმა ცხიმიანი ხდება და ხშირად დაბანას მოითხოვს. ორსულთათვის თმის შეღებვა აღარ არის დაბრკოლება, რადგან თანამედროვე საღებავების გარკვეული ნაწილი სრულიად უვნებელია, არ აღწევს ორგანიზმში და თამამად შეიძლება მათი გამოყენება.

ნაყოფის უსაფრთხოების გამო ბევრი ორსული ფრჩხილის ლაქს არ ხმარობს. არადა, ფრჩხილების შეღებვა შეიძლება, რადგან ლაქი ფრჩხილზე ისმება და ნაყოფის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. ერთადერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - ლაქი კარგად განიავებულ სივრცეში უნდა გამოიყენოთ. მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთება არ იზღუდება. ამ პერიოდში უკუნაჩვენებია ფრჩხილების დაგრძელება, რადგან ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების გამო ხშირად მასალა ფრჩხილზე ვერ მაგრდება.

ორსულობისას არც აპარატული კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაა მიზანშეწონილი. კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნებისმიერი პროცედურა, რომელმაც ზოგად სისხლის მიმოქცევაზე შეიძლება იმოქმედოს, ასეთია: ფოტოპროცედურები, ლაზერული პროცედურები, აქტიური მასაჟი, სხვადასხვა ინიექციური პროცედურები, მათ შორის მეზოთერაპია. კატეგორიულად აკრძალულია ბოტოქსის ინექციები.

არც სხვადასხვა პილინგია დაშვებული, რადგან იწვევს ტკივილს, ტრავმულია და შესაძლებელია ინფექციის შეჭრა. ყველა ის პროცედურა, რომლებიც კანის კვებას, მოდუნებასა და დატენიანებას უკავშირდება, დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ორსულობისას თმის მოცილების ყველაზე უსაფრთხო საშუალება საპარსია. დასაშვებია დეპილაციის ხარისხიანი კრემის გამოყენებაც. ის კანზე ცოტა ხანს ჩერდება და სისტემური ზემოქმედება არ ახასიათებს. ეპილაცია კი უფრო სახიფათო და მტკივნეული პროცედურაა, ამიტომ მას გარკვეული შეზღუდვა აქვს. ბიკინის ზონის ეპილაცია დაუშვებელია, რადგანაც მისი შედეგების განსაზღვრა რთულია. ნაყოფი რომ არ დაზიანდეს, ეს პროცედურა მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადადეთ.

ჰორმონული ფონის მუდმივი ცვლილების გამო მშრალი კანი შეიძლება ცხიმიანი გახდეს. ამიტომ მსუბუქი დამატენიანებელი კრემი უნდა შეირჩეს. კანის მოვლისას დატენიანება მნიშვნელოვანი ეტაპია, განსაკუთრებით - მესამე ტრიმესტრში, როდესაც ექიმები ორსულს სითხის შეზღუდვას ურჩევენ.

სახის კანის კოსმეტიკური საშუალების არჩევისას მაქსიმალურად ხარისხიანი კოსმეტიკა ამჯობინეთ, ამით მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფთ.