დიაბეტი და ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტი და ორსულობა

თუმცა დიაბეტით დაავადებულ ორსულებთან მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა გართულების რისკი, როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხრივ. შესაბამისად, ორსულებთან დიაბეტი განსაკუთრებით საყურადღებოა. თვით ორსულობასაც, შაქრიანი დიაბეტის ფონზე, განსაკუთრებული მართვა სჭირდება.

ქალს რომ ჯანმრთელობა შეუნარჩუნდეს და ბავშვიც ჯანმრთელი დაიბადოს, აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის კარგად კომპენსირება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიაბეტიანი ორსულის სისხლში შაქრის დონე დაახლოებით ჯანმრთელი ორსულებისთვის დამახასიათებელ ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს. შაქრის დონე რაც მეტად მიახლოებული იქნება ოპტიმალურ მაჩვენებელთან დიაბეტით დაავადებული ორსულის ორგანიზმში, მით ნაკლები პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ის ორსულობის მთელ პერიოდში.

სწორედ ამ საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ექიმი მეან-გინეკოლოგი ნინო ნაცვლიშვილი:

- ქალბატონო ნინო, რამდენად პრობლემური და საფრთხის შემცველია შაქრიანი დიაბეტი ორსულობისთვის?

- შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომლის მიმდინარეობაც განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის დროს დაავადების გართულებათა გამო.

თუ შაქრიანი დიაბეტი დროულად არ დადგინდა და მკურნალობა არ დაიწყო, საფრთხე შეექმნება დედასაც და ნაყოფსაც.

დიაბეტი მოქმედებს ორსულობის მიმდინარეობაზე. დიაბეტით დაავადებულ ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ გესტოზი, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, უროგენიტალური (შარდსასქესო) ინფექციები. მატულობს ნაადრევი მშობიარობის რისკი. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ნაყოფის განვითარების შეფერხება, შაქრის მკვეთრმა დაცემამ კი ნაყოფის ანტენატალური (მუცლადყოფნის პერიოდში) სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს.

- როგორ მიმდინარეობს ორსულობა დიაბეტით დაავადებულ ქალებთან? რა პრობლემები ექმნებათ მათ და ორსულობის რომელ ვადაზე?

- ორსულობის პირველ ტრიმესტრში ყველაზე ხშირად ვითარდება სპონტანური აბორტი. მეორე და მესამე ტრიმესტრში გართულებებიდან ხშირია მაკროსომია (დიდი ზომის ნაყოფი), მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა, კეტოაციდოზი. ეს უკანასკნელი ორსულობის დროს გაცილებით ადვილად ვითარდება და საკმაოდ საშიში მდგომარეობაა. საყურადღებო გართულებებია ასევე ეკლამფსია და პრეეკლამფსიაც.

ორსულობის დროს ძლიერდება ნახშირწყლოვანი ცვლა. ნახშირწყლები ხმარდება დედის ენერგეტიკულ დანახარჯებს და ნაყოფის კვებას. ნახშირწყლოვანი ცვლილებებია დამახასიათებელი შაქრიანი დიაბეტისათვის ორსულობის დროს. დიაბეტით დაავადებულ ორსულს ეცვლება ინსულინზე მოთხოვნილება, ეს გავლენას ახდენს მის მდგომარეობასა და ნაყოფის განვითარებაზე. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებთან ყველაზე ხშირი გართულებებია: პრეეკლამფსია - 12%, არტერიული ჰიპერტონია - 10%, მრავალწყლიანობა - 18%, ნაადრევი მშობიარობა - 8%, დიაბეტური კეტოაციდოზი - 8%.

როდესაც დედის სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია იმატებს (ჰიპერგლიკემია), ის დიდი რაოდენობით გადადის ნაყოფის ორგანიზმშიც. თუ დედას ორსულობის მეორე ნახევარში აღენიშნება ჰიპერგლიკემია, ეს ნაყოფის წონის მატებას იწვევს და ვითარდება მაკროსომია (დიდი ზომის ნაყოფი). ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ შინაგანი ორგანოების განვითარების შეფერხება. გლუკოზა გადის პლაცენტურ ბარიერს, ინსულინი - არა. როდესაც დედის სისხლში ჰიპერგლიკემიაა, ეს ნაყოფის პანკრეასს ორმაგი დატვირთვით მუშაობას აიძულებს, რაც ნაყოფისთვის საზიანოა. ჰიპერგლიკემიის გამო ზიანდება სისხლძარღვები, იშლება პლაცენტური სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ნაყოფის ჰიპოქსია და ნაყოფის განვითარების ანომალიათა რისკი მატულობს. დიაბეტით დაავადებულ ორგანიზმში ნაყოფის დიდი წონა ართულებს მშობიარობას და იწვევს გართულებებს. მოსალოდნელია სამშობიარო ტრავმები, ლავიწის მოტეხილობა და ა.შ.

- რომელ გამოკვლევებს უნიშნავთ ხოლმე დამატებით დიაბეტით დაავადებულებს სხვა ორსულებისგან განსხვავებით? სისხლში შაქრის დონის გარდა, კიდევ რისი კონტროლია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

- ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე აყვანისას ყველა ორსულს უტარდება სისხლში გლუკოზის კონტროლი, გლუკოზაზე დატვირთვის ტესტი. აუცილებელია სრული ლაბორატორიული გამოკვლევები. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებს ანალიზები ჯანმრთელ ორსულებზე ხშირად უტარდებათ. საჭიროა უფრო ხშირი ულტრასონოგრაფიული კვლევაც. პაციენტი უნდა აიყვანონ დისპანსერულ აღრიცხვაზე. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ორსულის ვიზიტი ენდოკრინოლოგთან და მეან-გინეკოლოგთან ორ კვირაში ერთხელ არის საჭირო, მომდევნო ტრიმესტრში კი კვირაში ერთხელ. ენდოკრინოლოგი მუდმივად უნდა განსაზღვრავდეს სისხლში შაქრის დონეს. ინსულინის დოზის მკაცრი კონტროლი საჭიროა მთელი ორსულობის განმავლობაში. მეან-გინეკოლოგი აკონტროლებს სხეულის მასას, მუცლის გარშემოწერილობას, არტერიული წნევის დონეს (აკონტროლებს ყველა სიმპტომს, რომლებიც გართულების მანიშნებელია). შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებს გაცილებით ხშირად უვითარდებათ ინფექციები და გართულებები, ამიტომაც მნიშვნელოვანია მათი მრავალმხრივი მეთვალყურეობა.

- როგორია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ორსულის საკვები რაციონი, რა თავისებურებებით გამოირჩევა ის და საზოგადოდ, როგორ მართავთ ორსულობის მთელ პერიოდს?

- შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ორსულის კვების რაციონი განსხვავდება ჯანმრთელი ორსულის საკვები რაციონისგან. საჭიროა დიეტოთერაპია, შაქრისა და ცხიმის შემცველი პროდუქტების შეზღუდვა. რადგან ორსულობისას მატულობს ვიტამინებისა და მინერალების დანახარჯი, მათი მიღება აუცილებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ორსულებისთვისაც.

ორსულობის მართვა დიაბეტის ტიპზეა დამოკიდებული.

ორსულებთან ორი ტიპის შაქრიან დიაბეტს ვხვდებით: გესტაციურსა და პრეგესტაციურს.

გესტაციური დიაბეტი პირველად ორსულობის დროს გამოვლინდება. პრეგესტაციური შაქრიანი დიაბეტი კი ქალს ორსულობამდეც აქვს.

პრეგესტაციური დიაბეტი გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან ორსულს დასაწყისიდანვე აქვს.

გესტაციური დიაბეტი ვითარდება მოგვიანებით, ორსულებთან შედარებით ნაკლებ გართულებებს იწვევს.

თუ ორსულობამდე შაქრიანი დიაბეტი სათანადოდ ნამკურნალებია და მისი კომპენსაცია მოხერხდა, ამის შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, აუცილებელია ორსულობის განმავლობაში მეან-გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის მხრიდან მუდმივი კონტროლი და დაკვირვება.

ორსულობის მართვისას მთავარი მიზანი ორსულობის მანძილზე დედის სისხლში გლიკემიის მკაცრი კონტროლია. ყველა საჭირო ღონისძიება უნდა გატარდეს, რომ დედასა და ნაყოფს რაიმე არ გაურთულდეთ.

უწყვეტი მეთვალყურეობის შემდეგ მეან-გინეკოლოგი არჩევს მშობიარობის ოპტიმალურ ფორმას. შაქრიანი დიაბეტის დროს საკეისრო კვეთის ჩვენებებია: დიდი ნაყოფი, ნაყოფის პროგრესული ჰიპოქსია, დიაბეტის პროგრესული გართულება. გლუკოზის მუდმივი კონტროლი აუცილებელია მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდშიც. შაქრიანი დიაბეტის მქონე ორსულებთან ფიზიოლოგიური მშობიარობისას საჭიროა მეან-გინეკოლოგის მიერ მაქსიმალური კონტროლი შესაძლო გართულებათა ასარიდებლად.

- თვით ორსულობა თუ აღრმავებს (ამძიმებს) შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელ გართულებებს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს?

- მოგეხსენებათ, ორსულობა საზოგადოდაც შეიძლება იქცეს ქრონიკული დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორად, მით უფრო, ამ შემთხვევაში. ორსულობა ორგანიზმისთვის ისედაც დიდი დატვირთვაა, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის კი გართულებების საბაბიც შეიძლება გახდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმი წყვეტს, რამდენად შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალისთვის ორსულობა ან არსებული ორსულობის შენარჩუნება (რა თქმა უნდა, ლაბორატორიული კვლევებისა და კლინიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე).

- რას ურჩევთ დაავადებულ ქალებს, რომელთაც დედობა სურთ და დაორსულებას აპირებენ?

- გართულებათა პრევენციისთვის, უმჯობესია, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ქალმა წინასწარი მომზადების შემდეგ დაგეგმოს ორსულობა. ამიტომაც დაორსულებამდე აუცილებელია არსებული შაქრიანი დიაბეტის კომპენსირება.

საჭიროა ასევე ექიმის დანიშნულების სრულყოფილად და სათანადოდ შესრულება.