რა აღელვებთ ქალებს ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აღელვებთ ქალებს ორსულობისას

გულისრევის შესამსუბუქებლად იკვებეთ მცირე ულუფებით. ერიდეთ ნოყიერ და ტკბილ საკვებს. ხშირი ან შეუპოვარი ღებინების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

გულძმარვა

გულძმარვა შესაძლოა ორსულობის ბოლომდე გაწუხებდეთ. მის შესამსუბუქებლად იკვებეთ მცირე ულუფებით, ერიდეთ ცხარე, ტკბილ, ტომატიან, შებოლილ პროდუქტს. შემაწუხებელი გულძმარვისას შეგიძლიათ ექიმთან შეთანხმებით მიიღოთ გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატი.

 

შარდვის გახშირება

ორსულობის პირველი სამი თვისა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალები შარდვის გახშირებას უჩივიან. ეს ჰორმონული ცვლილებებისა და შარდის ბუშტზე ნაყოფის ზეწოლის ბრალია. იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტისა და შარდსადენის) ინფექციის განვითარების ალბათობაც. ამის თავიდან ასაცილებლად უხვად უნდა სვათ სითხე და შეზღუდოთ სუფრის მარილის მოხმარება.

 

ადვილად დაღლა და ქოშინი

ადვილად დაღლა და ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ორსულობის პირველ 12-15 კვირას ახასიათებს. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ეცადეთ ხშირად დაისვენოთ, ხოლო დასაძინებლად უფრო ადრე დაწვეთ. ძლიერი სისუსტე შესაძლოა ანემიის გამოვლინება იყოს, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

ყაბზობა

ყაბზობას მრავალი მიზეზი აქვს: ჰორმონული ცვლილებები, ნაწლავებზე გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლა და მონელებული მასების დინების შეფერხება, ანემიის გამო რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა... ყაბზობის თავიდან ასაცილებლად სვით დღეში 6-8 ჭიქა წყალი, უზმოზე მიირთვით მაწონი, ცოცხალი ხილი (შავქლიავი, ყურძენი, გარგარი, ლეღვი, ბანანი) და ბოსტნეული. ზამთარში იმავე მიზნით შეგიძლიათ მიირთვათ შავქლიავის, ლეღვისა და გარგარის ჩირი. შემაწუხებელი ყაბზობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

მკერდის მგრძნობიარობის მომატება და ტკივილი

მკერდის მგრძნობიარობის მომატება და ტკივილი ორსულობის დასაწყისში იჩენს თავს და პირველი ტრიმესტრის მიწურულს გაივლის. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ატარეთ კომფორტული (არა ვიწრო) ბიუსტჰალტერი.

 

კანის ქავილი

კანის ქავილს ორსულთა 20% უჩივის. მუცელზე კანის ქავილი კანის გაჭიმვით არის გამოწვეული, ხელისგულებისა და ფეხისგულების ქავილს ჰორმონული ცვლილებები იწვევს, ხოლო მესამე ტრიმესტრში მთელი ტანის ქავილი შესაძლოა ნაღვლის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლით გამოწვეული ნაღვლის შეგუბების შედეგი იყოს. მიზეზის გასარკვევად უმჯობესია ექიმს მიმართოთ.

 

წელის ტკივილი

წელის ტკივილი მოგვიანებით იჩენს თავს და გამოწვეულია ხერხემლის ზომაზე მეტი დატვირთვით, რასაც მუცლისა და მკერდის ზომისა და წონის მატება იწვევს. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ხშირად წამოწექით. შესანიშნავი იქნება, თუ ორთოპედიულ ლეიბს გამოიყენებთ.

 

წვივის კუნთების ტკივილი და კრუნჩხვა

წვივის კუნთების ტკივილი და კრუნჩხვა, იგივე კრამპი, გამოწვეულია ქვედა კიდურებზე ჭარბი წონის ზეწოლით, სისხლის შედედების უნარის მომატებით, დედის ორგანიზმში კალციუმის შემცველობის კლებით. ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭიროა ხშირი დასვენება, წოლისას და ჯდომისას ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობა, სიარული, მსუბუქი მასაჟი, საჭიროების შემთხვევაში - მკურნალობა.

 

ვენების ვარიკოზული გაგანიერება

ვენების ვარიკოზული გაგანიერება უმთავრესად ქვედა კიდურებზე ვითარდება და ბარძაყის ვენებზე საშვილოსნოს ზეწოლით არის გამოწვეული. ორსულობისას სისხლძარღვების გაფართოებას ზოგიერთი ჰორმონიც იწვევს. ბავშვის დაბადების შემდეგ ვენების გაგანიერება უმეტესად გაივლის. ვენების ვარიკო-ზული გაგანიერების გამოვლინებაა ჰემოროიდული კვანძები ანუ ბუასილი, რომელიც შესაძლოა ყაბზობის ან სამშობიარო ჭინთვების გამო დამძიმდეს. დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია სპეციალური ბანდაჟის ან ქამრის ტარებით, ნაწლავთა მოქმედების მოწესრიგებით. ერიდეთ დიდხანს დგომას და ჯდომას. ხშირად ისეირნეთ, ხშირად წამოწექით დასასვენებლად.

 

შეშუპება

კოჭის მიდამოს შეშუპებაც ქვედა კიდურთა ვენების დატვირთვის შედეგია. შეშუპების შემცირება შესაძლებელია წოლისა და ჯდომისას ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობით, სპეციალური ელასტიკური წინდებისა და ბანდაჟის ტარებით, სუფრის მარილის მოხმარების შემცირებით.

 

ემოციური ლაბილურობა

ქალი ორსულობისას ჩვეულებრივზე მგრძნობიარეა, უფრო მძაფრად განიცდის დადებითსა თუ უარყოფით მოვლენებს და წვრილმანებიც კი აღიზიანებს. ძვირფასო ქალებო, გახსოვდეთ, რომ ბავშვს დედისგან უკლებლივ გადაეცემა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები, თქვენი ნერვიულობა მასაც აყენებს ზიანს, ამიტომ ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ.


 

 

როდის ველოდოთ პაწიას

  • ორსულობის საწყის წერტილად პირობითად უკანასკნელი მენსტრუაციის პირველ დღეს მიიჩნევენ. აქედან მოყოლებული, ორსულობა საშუალოდ 280 დღეს (40 კვირას) გრძელდება.
  • მშობიარობის სავარაუდო ვადას თქვენი ექიმი დაადგენს.
  • ნორმალური მშობიარობა 38-ედან 42-ე კვირის ჩათვლით არის მოსალოდნელი.
  • თუ მშობიარობა 37 კვირაზე ადრე დაიწყო, მას ნაადრევს უწოდებენ.
  • თუ ორსულობა 42 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, მას ვადაგადაცილებული ეწოდება.

 

ვიზიტი ექიმთან

იეჭვებთ თუ არა, რომ ორსულად ხართ, მაშინვე მიმართეთ ოჯახის ექიმს ან მეანს. მათ უნდა დაადასტურონ ორსულობა და მოგცენ სათანადო რჩევა-დარიგება. საქართველოში ორსულთა პატრონაჟს უმთავრესად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ახორციელებს ქალთა საკონსულტაციო სამსახური, თუმცა შეგიძლიათ, თვითონვე აირჩიოთ ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან ექიმი. მთავარია, უმეთვალყურეოდ ორსულობის არც ერთ ეტაპზე არ დარჩეთ. გახსოვდეთ, რომ ულტრაბგერითი თუ სხვა გამოკვლევებისა და მათი ჩატარების დროის შერჩევა ექიმის კომპეტენციაა.

 

ორსულის რაციონი

გახოვდეთ, რომ თქვენ ორი კაცის წილს მიირთმევთ - ნაყოფის კვება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორჯერ მეტი საკვები მიიღოთ. პრინციპი "ორის წილი" უფრო საკვების ხარისხს ეხება: დედამ ისეთი სურსათი უნდა მიირთვას, რომ საკვები ნივთიერებები და ვიტამინები მასაც ეყოს და ბავშვსაც.

  • კვების რეჟიმი ისე უნდა შეირჩეს, რომ:
  • არ გადაიტვირთოთ საკვებით - ეს დისკომფორტს შეგიქმნით.
  • უზრუნველყოთ ნაწლავების ნორმალური მოქმედება.

კვება საჭიროა მცირე ულუფებით, დღეში 4-5-ჯერ, განსაზღვრულ საათებში. ამასთანავე, ჭამიდან ჭამამდე აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ 4-5-საათიანი ინტერვალი.

ერიდეთ ბევრი საკვების ერთბაშად და გვიან საღამოს ან ღამით მიღებას.

ორსულისთვის სასარგებლოა:

  • მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
  • ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული;
  • პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
  • ხორცი, თევზი, კვერცხი;
  • უცხიმო და ცხიმით ღარიბი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), უმარილო ყველი, ხაჭო.

ერიდეთ:

  • კოფეინიან სასმელს: ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლასა და კოკა-კოლას. თუ ძალიან მოგინდათ, შეგიძლიათ დალიოთ, მაგრამ დღის განმავლობაში არა უმეტეს 2 ჭიქისა.
  • ალკოჰოლს - ნაყოფისთვის 1 ჭიქა სპირტიანი სასმელიც კი ბევრია. ალკოჰოლი შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
  • თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთად ოთახში ყოფნას.
  • ჭარბ შაქარს და ტკბილეულს: კანფეტებს, ნამცხვრებს.
  • მარილიან საკვებს: მარინადებს, მწნილებს, საწებლებს.
  • ცხოველურ ცხიმს და ცხიმიან პროდუქტს: კარაქს, არაჟანს, ხორცის ნახარშს.
  • კონსერვირებულ პროდუქტს. კონსერვი საშიში ინფექციის - ბოტულიზმის წყაროა.
  • არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძის პროდუქტებს.
  • ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცსა და თევზს.
  • თოხლო და უმ კვერცხს.
  • გულ-ღვიძლისგან მომზადებულ კერძებს.

დღიური რაციონი ასე შეიძლება განაწილდეს:

I საუზმე

  • მარცვლეულის (ხორბლის, შვრიის, წიწიბურას, სიმინდის) ფაფა
  • რძე, ყველი, ხაჭო
  • ხილი ან ხილის წვენი

II საუზმე

  • ხორციანი ან თევზიანი ბუტერბროდი
  • ბოტნეულის სალათი (სასურველია, მწვანე სალათის ფოთლებით)
  • რძე, ყველი
  • ხილი

სადილი

  • ქათმის, თევზის ან ხორცის ცხელი კერძი
  • შემწვარი ან მოხარშული კარტოფილი
  • მაწონი, ყველი ან ხაჭო
  • ხილი ან ხილის წვენი

ვახშამი

  • კრეკერები ან ორცხობილა
  • მაწონი ან რძე

მიიღეთ საკმაო ოდენობის სითხე. დღეში 2 ლიტრამდე (8 ჭიქამდე) სითხე უნდა მიიღოთ. სადღეღამისო ულუფა შეგიძლიათ ასე გადაანაწილოთ: 4 ჭიქა წყალი + 1 ჭიქა რძე + 1 ჭიქა მაწონი + 1 მათლაფა სუპი + 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.