რა გავლენას ახდენს სტრესი ახალშობილის წონაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გავლენას ახდენს სტრესი ახალშობილის წონაზე

მომავალი დედის სტრესი ნაყოფისთვის მეტად საშიშია. მან შესაძლოა 2,5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვის დაბადება გამოიწვიოს. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ორსულობამდეც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით გამანადგურებელია ქრონიკული სტრესი.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კორტიზოლის კონცენტრაციას ჯერ კიდევ ჩასახვამდე პირდაპირი კავშირი აქვს მომავალი ბავშვის წონასთან. ნორმალური ორსულობის დროს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონე 2-4-ჯერ ისედაც იზრდება. ნაყოფისაკენ მიმავალი სისხლის ნაკადი იმატებს და ბავშვი იზრდება.

თუ ორსულობამდე აღნიშნული ჰორმონის დონე მომატებული იყო, ორსულობის პერიოდში ის განსაკუთრებით ჭარბად გროვდება და უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ნაყოფზე, შესაბამისად, ახალშობილი სხეულის დაბალი მასით იბადება, რაც მთავარია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მაღალი რისკით გამოირჩევა.

სპეციალისტთა რჩევით, ქალებმა, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, უნდა გაათვითცნობიერონ ყოველდღიური სტრესის მავნებლობა როგორც მათი, ასევე მომავალი ბავშვის ორგანიზმისათვის, ხოლო გარშემომყოფებმა ყველა მხრივ ხელი შეუწყონ მომავალი დედის სულიერ სიმშვიდესა და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

თინათინ გოცაძე