ექიმის ინფორმაციით, ქალს, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმის ინფორმაციით, ქალს, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა

მშობიარობის შემდგომი გართულებებით პაციენტი "მედინას" რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მისივე განმარტებით, მკურნალობიდან 5 დღის თავზე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ის პალატაში გადაიყვანეს.

"ქალმა დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. იქიდან გაეწერა სახლში, თუმცა სისხლდენის გამო ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ იყო ჰემორაგიული შოკი, მძიმე მდგომარეობა. გადმოიყვანეს ჩვენთან. 5 დღის განმავლობაში იყო უმძიმესი მდგომარეობა და ვმკურნალობდით რეანიმაციულ განყოფილებაში. შემდეგ მდგომაროება დასტაბილურდა, რის შესაბამისადაც მოხდა მისი პალატაში მოთავსება", - განაცხადა ექიმმა.

ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტს 2012 წელს შიზოფრენია დაუდგინდა, რის გამოც ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა. "პაციენტი 2012 წელს ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა, ვინაიდან შიზოფრენია დაუდგინდა. დღეს სადილობის შემდეგ გადახტა ფანჯრიდან. თვითმხილველი არავინაა – შემთხვევამდე მასთან კლინიკის თანამშრომელი იმყოფებოდა. ყველაფერი რიგზე იყო და ეს შემთხვევა მოხდა ასე მოულოდნელად", - აღნიშნა ლადო ურუშაძემ.

30 წლის ქალი კლინიკის მეხუთე სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.