ნაზალური სპრეი მშობიარობის გაუტკივარებისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ნაზალური სპრეი მშობიარობის გაუტკივარებისთვის

ნაზალური სპრეი მშობიარობის გაუტკივარებისთვის
სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში დოქტორ ჯული ფლიტის მიერ შემუშავდა ნაზალური სპრეი, რომელიც მშობიარობის პროცესში ტკივილის გაყუჩებისთვის არის გამიზნული. ახალ პრეპარატს საფუძვლად უდევს ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალება - ფენტანილი, რომელიც არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე პეტიდინი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირად გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მშობიარობის დროს. ნაზალური სპრეი გაცილებით ეფექტური და მოსახერხებელია, ვიდრე ინექციები, რადგან სამკურნალო პრეპარატები სპრეის სახით ბევრად სწრაფად იწყებს მოქმედებას.

ახალი პრეპარატი უკვე გამოსცადეს ავსტრალიის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტებზე. ქალთა 80 %-მა განაცხადა, რომ თანახმაა ერთხელ უკვე გამოცდილი საშუალება კიდევ გამოიყენოს, რადგან ეფექტურია.
ახალი ანალგეზიური საშუალების შესაბამისი დოზა ქალს თავად შეუძლია გამოიყენოს (შეისხუროს) ექიმის ან ბებია ქალის მეთვალყურეობით. როგორც ქალბატონები აღნიშნავენ, სპრეის გამოყენების შემდეგ ისინი გაცილებით ნაკლებად გრძნობდნენ გულისრევას. გარდა ამისა, აღდგენაც გაცილებით სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე სხვა შეყვანილი პრეპარატების შემდეგ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი ანალგეზიური საშუალება სულ მალე
გახდება ეპიდურული ანესთეზიის ალტერნატივა და გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი ანესთეზიის ჩატარება შეუძლებელია. სპრეი არც ისე ძვირი ეღირება. მისი ფასი 50 დოლარს არ გადააჭარბებს.

თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ორსულობის 9 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმი იცვლება და პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ, არამედ ნაყოფის ჯანმრთელობაზეც.
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ყველამ კარგად იცის, რომ ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად