რეზუსსენსიბილიზაცია და რეზუსკონფლიქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეზუსსენსიბილიზაცია და რეზუსკონფლიქტი

- რას ნიშნავს რეზუსფაქტორი და რას უქადის ორსულს რეზუსკონფლიქტი?

- ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეთნიკური კუთვნილებისა და გენეალოგიისა, წითელი სისხლი აქვს, მაგრამ ეს ცოცხალი ქსოვილი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ერთნაირი. ამ განსხვავებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულებისთვის. რეზუსფაქტორი, სხვაგვარად - რეზუსანტიგენი, წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ერითროციტების ზედაპირზეა განლაგებული. რეზუსანტიგენი ერთგვარი ამოსაცნობი ნიშანია იმუნური სისტემისთვის, თავისებური პირა-დობის მოწმობა. ზოგიერთ ადამიანს ის აქვს (ასეთი ადამიანის სისხლს რეზუსდადებითს უწოდებენ, რაც შემოკლებით ასე აღინიშნება - RH(+)), ზოგიერთს კი - არა (შესაბამისად, მათი სისხლი რეზუსუარყოფითია, შემოკლებით - RH(-)). დედამიწის მოსახლეობის 75%-ს რეზუსდადებითი სისხლი აქვს, 25%-ს - რეზუსუარყოფითი. ორსულობისას რეზუსკონფლიქტი მხო-ლოდ მაშინ არის მოსალოდნელი, თუ რეზუსუარყოფითი დედის ნაყოფმა მამის რეზუსანტიგენი მიიღო, თუმცა კონფლიქტი ყოველთვის არც ამ შემთხვევაში იჩენს თავს.

- როგორ გადაეცემა რეზუსფაქტორი მემკვიდრეობით? შეიძლება თუ არა, უარყოფითი რეზუსის მქონე მშობლებს რეზუსდადებითი შვილი გაუჩნდეთ და პირიქით? რა ხდება, როცა მშობლებს სხვადასხვა რეზუსის სისხლი აქვთ?

- სისხლი რეზუსდადებითი იქნება თუ რეზუსუარყოფითი, დამოკიდებულია გენების კომბინაციაზე, რომელსაც მშობლებისგან ვიღებთ. თუ ორივე მშობელს რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს, შვილი რეზუსუარყოფითი იქნება. თუ ორივე მშობელი რეზუსდადებითია, მათ შეიძლება გაუჩნდეთ როგორც რეზუსდადებითი, ისე რეზუსუარყოფითი შვილი. ეს მშობლების გენოტიპზე გახლავთ დამოკიდებული. თუ დედას აქვს RH(-), ხოლო მამას - RH(+) სისხლი, ბავშვს მემკვიდრეობით ნებისმიერი მათგანი შეიძლება გადაეცეს. თუ ნაყოფმა დედისგან უარყოფითი რეზუსი მიიღო, არაფერია საშიში, ხოლო თუ დადებითი რეზუსის მატარებელი აღმოჩნდა, წარმოიშობა რეზუსკონფლიქტი.

- რას ნიშნავს რეზუსსენსიბილიზაცია და პირველივე ორსულობისას იჩენს თუ არა თავს ეს პრობლემა?

- სტატისტიკური მონაცემებით, ქალების დაახლოებით 15-20%-ს რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ორსულობის შემდეგ სისხლში რეზუსანტისხეულები - რეზუსფაქტორის საწინააღმდეგო იმუნური სხეულები აღმოჩნდება. ამას რეზუსსენსიბილიზაციას უწოდებენ. სენსიბილიზებული ორსულები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუ-თვნებიან, ვინაიდან ანტისხეულებმა შესაძლოა ნაყოფზე უარყოფითად იმოქმედოს. ასეთი რამ არცთუ იშვიათია და დედისა და ნაყოფის რეზუსშეუთავსებლობით გახლავთ განპირობებული.

- თვით რეზუსშეუთავსებლობა რისი ბრალია?

- საქმე ის არის, რომ ნაყოფის ერითროციტები დედის სისხლში ხვდება. როდესაც რეზუსუარყოფით დედას რეზუსდადებითი ნაყოფი ჰყავს, რეზუსანტიგენი, რომელიც ნაყოფის ერითროციტებზეა განლაგებული, დედის იმუნურ სისტემას `არასწორი პირადობის მოწმობის~ მაუწყებელ სიგნალს აძლევს. ამის გამო დედის იმუნური სისტემა ნაყოფის ერითროციტებს უცხოდ მიიჩნევს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც გადის პლაცენტას და ბავშვის ერითროციტებს შლის.

- როდის შეიძლება განვითარდეს რეზუსკონფლიქტი?

  • - რეზუსკონფლიქტი მოსალოდნელია:
  • თუ წინა ორსულობა შეწყდა 8 კვირის შემდეგ;
  • ქალს გადაესხა სისხლი რეზუსფაქტორის გაუთვალისწინებლად (დღეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია);
  • უფროს შვილს აქვს RH(+) სისხლი.

- რა ხდება პირველი ორსულობის დროს? როგორია ანტისხეულების წარმოშობის რისკი მომდევნო ორსულობისას?

- რეზუსუარყოფითი ქალის პირველი ორსულობა რეზუსდადებითი ნაყოფით უმეტესად ნორმალურად სრულდება, მერე კი კონფლიქტის ალბათობა იმატებს - ყოველი მომდევნო ორსულობისას, როცა ნაყოფი რეზუსდადებითია, რეზუსანტისხე-ულების გაჩენის რისკი საშუალოდ 10%-ით იზრდება. პირველი ორსულობისას, რაკი დედის იმუნური სისტემა უცხო ცილას (რეზუსფაქტორს) პირველად ხვდება, ანტისხეულები ისეთი ოდენობით არ წარმოიქმნება, რომ ნაყოფს საფრთხე შეუქმნას. ისინი მხოლოდ დედის სისხლში გადასული ერითროციტების გასანადგურებლად კმარა. სამაგიეროდ, მშობიარობის შემდეგ დედის ორგანიზმში რჩება მეხსიერების უჯრედები, რომლებიც მზად არიან, რეზუსანტიგენთან მომდევნო შეხვედრისას ანტისხეულები სწრაფად და უხვად გამოიმუშაონ, ამიტომ ქალის იმუნური სისტემის რეაქცია ნაყოფის რეზუსანტიგენის მიმართ მეორე და მესამე ორსულობისას უფრო ოპერატიულია. შესაბამისად, უფრო მაღალია ნაყოფის დაზიანების რისკიც.

თავისთავად ანტისხეულების არსებობა დაავადება არ არის, მაგრამ ის ზრდის ნაყოფის ჰემოლიზური ანემიის განვითარების ალბათობას. რეზუსანტისხეულები მრავალ ორსულს აქვს, მაგრამ ნაყოფის ქსოვილების მძიმე დაზიანების (ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების) რისკი ერთეულია. გახსოვდეთ: რეზუსკონფლიქტი განაჩენი არ არის. ის მხოლოდ საფუძველია, მომდევნო ორსულობისას ქალსა და ნაყოფს უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ.

- მაინც, რა საფრთხეს გვიქადის რეზუსანტისხეულები?

- რეზუსანტისხეულები ცილოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც დედის ორგანიზმში ნაყოფის რეზუსდადებითი ერითრო-ციტების მოხვედრის საპასუხოდ წარმოიქმნება. ანტისხეულები ანადგურებენ ქალის სისხლში მოხვერდილ უცხო უჯრედებს და ეძებენ ამ უჯრედების წყაროს. გზაზე მათ პლაცენტა ეღობება. თუ ამ ბარიერის გადალახვა შეძლეს, ნაყოფის სისხლძარღვებში შეიჭრებიან და მისი ერითროციტების განადგურებას დაიწყებენ. ერითროციტების დაშლისას ჰემოგლობინიდან დიდი ოდენობით გამოთავისუფლდება ტოქსიკური ნივთიერება - ბილირუბინი, რომელიც ბავშვის სისხლში გროვდება და შეუძლია, ნაყოფის ტვინი დააზიანოს. ვინაიდან ნაყოფის ერითროციტები განუწყვეტლივ იშლება, ღვიძლი და ელენთა ცდილობენ, ახალი ერითროციტები უფრო სწრაფად გამოიმუშაონ, ზედმეტად იტვირთებიან და დიდდებიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ უმკლავდებიან თავდასხმას. ვითარდება ძლიერი ჟანგბადოვანი შიმშილი (მოგეხსენებათ, ჟანგბადი სწორედ ერითროციტებში შემავალ ჰემოგლობინს გადააქვს) და ნაყოფის ორგანიზმში იწყება მძიმე დარღვევები. მოსალოდნელია ანემია, ინტოქსიკაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის მოშლა. ყველაზე მძიმე შემთხვევაში ვითარდება თანდაყოლილი წყალმანკი, რომელმაც შესაძლოა ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. შედარებით მსუბუქ შემთხვევაში რეზუსკონფლიქტი ვლინდება ახალშობილის პათოლოგიური სიყვითლითა და ანემიით, რასაც მედიცინაში ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზურ დაავადებას უწოდებენ. ამ დაავადების მკურნალობა რთული და კომპლექსურია, ზოგჯერ საჭირო ხდება სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა.

- როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?

- რეზუსკონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა. ქალთა კონსულტაციაში ქალის პირველი მისვლისთანავე ადგენენ მისი სისხლის ჯგუფსა და რეზუსს. თუ რეზუსი უარყოფითია, ქალი სპეციალურ აღრიცხვაზე აჰყავთ. აუცილებელია ბავშვის მამის რეზუსფაქტორის განსაზღვრაც. თუ არსებობს რეზუსკონფლიქტის განვითარების ალბათობა, ორსულობისას სისხლს რეზუსანტისხეულებზე რამდენიმეჯერ იკვლევენ, მე-20 კვირამდე - ერთხელ, შემდეგ კი - მშობიარო-ბამდე ყოველთვე. ანტისხეულების აღმოჩენისას ორსულს შემდგომი დაკვირვებისთვის სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრში გზავნიან. რეზუსანტისხეულებზე ორსულის რეგულარული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ სიტუაცია და ავირჩიოთ მშობიარობის ვადა და მეთოდი.

- როგორ ავიცილოთ თავიდან რეზუსკონფლიქტი?

- რეზუსუარყოფით ქალს სისხლი აუცილებლად რეზუსის განსაზღვრით უნდა გადაესხას. სასურველია, რეზუსუარყოფითი სისხლის მქონე ქალის პირველი ორსულობა მშობიარობით დასრულდეს. რეზუსანტისხეულების არმქონე ქალებში იმუნიზაციის რისკი რომ შემცირდეს, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში (აბორტი, გამოძევება, საშვილოსნოსგარე ორსულობა) ყველა რეზუსუარყოფით პაციენტს რეზუსდადებითი ბავშვის დაბადების შემდეგ 24 საათის განმავლობაში უკეთდება ანტირეზუსული იმუნოგლობულინი. საკეისრო კვეთის შემდეგ აუცილებელია პრეპარატის ორმაგი დოზის შეყვანა.

ანტირეზუს-იმუნოგლობულინი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისას (28-32-ე კვირას) ბავშვის რეზუსკუთვნილების დაუდგენლად, ხოლო მშობიარობის შემდეგ ის ხელახლა შეიყვანონ.