ძილი და ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

ძილი და ორსულობა

ძილი და ორსულობა
ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული და ფიზიოლოგიური ძვრები სხვა პროცესებთან ერთად, ბუნებრივია, ძილზეც აისახება. ორსულთა 80%-ს აღენიშნება ძილის დარღვევები, რომლებიც სხვადასხვანაირია - ორსულობის ვადაზე, ორსულის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ორსულობის მიმდინარეობასა და სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულებით.


ორსულობის პირველ ტრიმესტრში წამყვანი ჰორმონია პროგესტერონი. მას ძირითადად საკვერცხეები გამოყოფს (აპროდუცირებს). პროგესტერონის დონის მომატება განაპირობებს ძილიანობას, მოდუნებას, ადვილად დაღლას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას. ორსულობის ჰორმონთა გავლენით ქალის ორგანიზმი ნაყოფის სატარებლად ემზადება, ამიტომ სასურველია, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ძილის ხანგრძლივობა რამდენადმე გაიზარდოს, რათა ორგანიზმს მიეცეს საკმარისად დასვენების საშ­უალება.

ორსულობის
მეორე ტრიმესტრში საკვერცხეების ფუნქციას საკუთარ თავზე იღებს პლაცენტა, რომელიც დაახლოებით ორსულობის მე-12 კვირისთვის ფორმირდება. პლაცენტა პროგესტერონთან ერთად აქტიურად გამოიმუშავებს ესტროგენებსაც, რომლებიც ჯაბნის პროგესტერონის მიერ პროვოცირებულ ძილიანობას. თუმცა ამ პერიოდში მუცელი იზრდება, რაც აიძულებს ორსულს, ძილის დროს ჩვეული და საყვარელი პოზა ხშირად იცვალოს. გადიდებული საშვილოსნო აწვება
შარდის ბუშტს, რაც შარდვის გახშირებას განაპირობებს, ეს კი, თავის მხრივ, არღვევს ძილს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრი ხშირად უძილო ღამეების პერიოდად გვევლინება. ძილის დარღვევას ამ პერიოდში მრავალი მიზეზი აქვს: ზუ­რგის ტკივილი და გადიდებული მუცელი ართულებს კომფორტული პოზის შერჩევას, ნაყოფი უფრო და უფრო მეტად აქტიურდება, მისი კიდურების მოძრაობა ღვიძლისა და დიაფრაგმის არეში ხშირად მტკივნეული ხდება; გადიდებული საშვილოსნო დიაფრაგმას აწვება და ორსულს უჭირს სუნთქვა; ლორწოვანი გარსები შუპდება; ხახის კუნთების ტონუსი ქვეითდება, რაც ხვრინვას უწევს პროვოცირებას; გახშირებული შარდვის გამო ღამღამობით ორსულს რამდენჯერმე უწევს ადგომა. ხშირია გულძმარვა და კანის ქავილიც, რაც მშვიდად ჩაძინების საშუალებას არ აძლევს ქალს.

ორსულებთან გამოვლენილ ძილის დარღვევებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ:

  • ჩაძინების პროცესთან დაკავშირებული დარღვევები, ე.წ. სტარტული უძილობა;
  • მოუსვენარი, მშფოთვარე ძილი;
  • წყვეტილი ძილი ხშირი გაღვიძებით;
  • ნაადრევი გაღვიძება, რო­მლის შემდეგაც ჩაძინება ჭირს - ე.წ. დასასრული ფაზის უძილობა.

რეკომენდაციები ორსულთათვის

  • ერიდეთ საძილე საშუალებების მიღე­ბას - ისინი, ჩვე­ულებრივ, გადიან პლაცენტურ ბარიერს და ვნებენ ნაყოფს. პირველ ტრიმესტრში საძილე და დამამშვიდებელი საშუალებების მიღება იკრძალება, მეორე და მესამე ტრიმესტრში კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა ნებადართული, ისიც - ძილის მძიმე დარღვევების შემთხვევაში.
  • ეცადეთ, დღისით არ დაიძინოთ. ნუ მოერიდებით ფიზიკურ აქტივობას. შეასრულეთ ორსულთათვის განკუთვნილი ვარჯიშები. რეგულარულად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით - საღამოობით, ძილის წინ.
  • საწოლი ოთახი აუცილებლად გაანიავეთ. თუ საშუალება გაქვთ, გამოიყენეთ იონიზატორები და მაქსიმალურად გაამდიდრეთ ოთახის ჰაერი უარყოფითი იონებით. მოხერხებული პოზის მისაღებად გამოიყენეთ ბალიშები და მუთაქები, ისე მოკალათდით, რომ ხერხემალი, ზურგი, კიდურები და, რაც მთავარია, მუცელი არ დაგეძაბოთ.
  • ძილის მოსაწესრიგებლად კარგია არომათერაპია. ამისთვის სპეციალურად განკუთვნილი მცენარეებით სავსე ბალიშები უნდა გამოიყენოთ, ოღონდ აუცილებლად ექიმ გინეკოლოგთან შეთანხმებით.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად